დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 ნოემბერი

© courtesy of Travelerქუაქანცალია
ქუაქანცალია   - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 28 ნოემბერია, კვირა. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
დღის დასაწყისი კარგი დროა როგორც ურთიერთობების, გართობის, ისე სასარგებლო საქმეებისთვის. უფრო რთულად განვითარდება დღის მეორე ნახევარი. ბევრს მოუნდება განმარტოება, საკუთარ გრძნობებში გარკვევა. ამ დროს მოერიდეთ რთულ საქმეებს, არამედ მსუბუქ, იოლ, კარგად ნაცნობ საქმეებს შეეჭიდეთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ნოემბერი>>
ვერძი: დილა კარგი დროა თქვეთვის და თქვენი ახლობლებისთვის საჭირბოროტო საკითხების განსახილველად. გარშემომყოფებთან სერიოზული უთანხმოებები მოსალოდნელი არ არის. თუ თქვენი მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა, კომპრომისის გამონახვას აუცილებლად შეძლებთ. დღის მეორე ნახევარი რუტინული, არცთუ საინტერესო საქმეების დროა, მაგრამ ისინი ყურადღებას მოითხოვს.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
კურო: ეს ის დღეა, როცა დროა, შეხვდეთ ადამიანს, რომელთან ურთიერთობების მოგვარებას დიდი ხანია ცდილობთ. ამჯერად გამოგივათ საერთო ენის გამონახვა. შესაძლოა, ურთიერთსიმპათია არ გაჩნდეს თქვენ შორის, მაგრამ მტრობას ბოლო მოეღება. კარგი დღეა ოჯახური, მეგობრული შეხვედრებისთვის. კარგ განწყობაზე ხართ და თქვენ გვერდით ადამიანები მხიარულად გრძნობენ თავს. მოსალოდნელია სიურპრიზები, მათ შორის რომანტიკული.
ტყუპი: არ იჩქაროთ. ეს ნამდვილად არ არის ის დღე, როდესაც რაღაც წამებში სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა, მტრებზე გამარჯვება და არაკეთილმოსურნეების განიარაღება შეგიძლიათ. მაგრამ რაღაც რთულ საკითხებში გამარჯვების შანსი გაქვთ, თუ მტკიცედ განეწყობით. არ ღირს მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები, კარგი სიახლეების გაგება.
კირჩხიბი: სასიამოვნო დღეა, რომელიც სავსე იქნება საინტერესო საქმეებით, საუბრებით, კარგი სიურპრიზებით. ინტუიციას ყურადღებით უსმენთ და სწორადაც იქცევით – ის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. არ არის გამორიცხული უჩვეულო მეგობრობის დაწყება, რომელიც თქვენ წინაშე ახალ ჰორიზონტებს გააჩენს. მნიშვნელოვანია, რომ წვრილმანებს დიდი ყურადღება არ მიაქციოთ.
გულის ფორმის სუვენირები - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
ლომი: შესანიშნავი დღეა სასარგებლო საქმიანობისთვის. კარგად უმკლავდებით როგორც კარგად ნაცნობ, ისე ახალ საკითხებს. გიადვილდებათ სწავლა. კარგი დღეა საყიდლებისთვის, მათ შორის, ტექნიკის შესაძენად. გაგახარებთ ურთიერთობები. გელოდებათ ბევრი საინტერესო საუბარი, მხიარულება. გარშემომყოფებს სიამოვნებთ თქვენათან ლაპარაკი, სხვადასხვა თემის განხილვა, განდობენ საიდუმლოს და თქვენს აზრს ითვალისწინებენ.
ქალწული: ხართ ენერგიული, მტკიცედ განწყობილი, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ. კარგი დღეა მნიშვნელოვანი და რთული საქმეების გასაკეთებლად. მათ სწრაფად და წარმეტბით გაუმკლავდებით. ასევე კარგი დღეა სწავლისთვის, რთულ საკითხებში გასარკვევად. ხართ ყურადღებიანი, მომთმენი და ცდილობთ, არც ერთი დეტალი არ გამოგეპაროთ მხედველობიდან. საღამო კარგი დროა მეგობრებთან შესახვედრად.
სასწორი: შესანიშნავი დღეა დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეების დასამთავრებლად. არაფერი შეგიშლით ხელს საჭირო შედეგების მისაღებად და არც სერიოზული ძალისხმევა არ დაგჭირდებათ. სიამოვნებით დაგეხმარებიან ძველი ნაცნობები. მათი მხარდაჭერის წყალობით ეჭვები გაგეფანტებათ და თავდაჯერებულობა მოგემატებათ. შესაძლებელია რაღაც სასიამოვნო მოვლენები ოჯახში, კარგი სიახლეები ახლობელ ადამიანთან დაკავშირებით.
ქალი ცაში აპყრობილი ხელებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
ბედის შანსები: ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2022 წელი წარმატებული
მორიელი: პრაქტიკულად ყველაფერი კარგად გამოგდით, რასაც ხელს მოჰკიდებთ. შეძლებთ სწრაფად და წარმატებით დაასრულოთ საქმე, რომელსაც დიდი ძალა დაახარჯეთ. შესაძლებელია თანხის მიღება, ასევე საჩუქრების, რომლებიც ძალიან გაგახარებთ. ასევე არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზებიც. მოერიდეთ გადაღლას. ის განსაკუთრებით თქვენს განწყობაზე აისახება ცუდად, ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება გაგაღიზიანოთ..
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. სერიოზულ საქმეებზე ლაპარაკი შეიძლება იმ ადამიანებთანაც კი, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ გაღიზიანებდნენ თავიანთი ქარაფშუტული დამოკიდებულებით, ზედაპირული მსჯელობით. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით ფულთან მიმართებით. დიდი ალბათობით, უიღბლო აღმოჩნდება სპონტანურად შეძენილი ნივთები, ემოციების გავლენით დადებული გარიგებები.
თხის რქა: მშვიდი, სასიამოვნო დღეა. რამე სახის სირთულეები მოსალოდნელი არ არის. პრობლემები, რომლებიც აქამდე გაწუხებდათ, სულ იოლად შეიძლება მოგვარდეს. შესაძლებელია რაღაც დიდი ხნის ოცნება აგიხდეთ. კარგი დღეა რამე ახლის დასაწყებად. შეიძლება საკუთარ თავში რაღაც ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ. ზოგიერთ თქვენგანს მნიშვნელოვანი აღმოჩენებნი ან ახალი იდეები ელოდება, რაც კარგ ცვლილებებს დაუდებს სათავეს.
თავისუფლება - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2020
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას
მერწყული: მშფოთვარე დღეა, მაგრამ ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეგიძლიათ როგორც თქვენთვის, ისე გარშემომყოფებისთვის. მზად ხართ, რთულ საკითხებს შეეჭიდოთ და იცით, რომ მათ მარტოც გაუმკლავდებით. გა,მარჯვებებით არ ტრაბახობთ და ეს გარშემომყოფებს მოსწონთ. გადაწყდება საკითხები, რომლებიც თქვენს ახლობლებს ბოლო დროს აწუხებდათ. ზოგიერთი თქვენგანი მიხვდება, რომ სწორ გზას ადგას და თავდაჯერებულობა დაუბრუნდება.
თევზები: დღის დასაწყისი ხელსაყრელი და საინტერესო გელოდებათ. თავში სხვადასხვა უჩვეულო და საინტეროს იდეა მოგდით. თუ ვინმეს დახმარება დაგჭირდათ, მათაც ადვილად იპოვით. დღის მეორე ნახევარი ძალზე ნაყოფიერი იქნება. გელოდებათ საქმეები, აქედან ზოგი საინტერესოა და ზოგიც – მოსაწყენი, მაგრამ ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. დაგრჩებათ დრო დასვენებისთვისაც.
ყველა ახალი ამბავი
0