დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 ნოემბერი

© Pixabay / Arijitrexმთების პეიზაჟი
მთების პეიზაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 27 ნოემბერია, შაბათი. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
დღის პირველ ნახევარში ბევრი პრობლემა სერიოზულად მოგეჩვენებათ. თუ არ დაიბნევით, მათ სწრაფად გაუმკლავდებით. მნიშვნელოვანია, რომ მცირე დეტალებზე არ „ჩაიციკლოთ“. პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაძლიერდება. დღის მეორე ნახევარი საინტერესო და ნაყოფიერი იქნება. შეიძლება ახალი საქმის დაწყება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 ნოემბერი>>
ვერძი: იღბლიანი დღეა, ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. შეძლებთ მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელებას. გარშემომყოფები თქვენს ბევრ წამოწყებას მხარს დაუჭერენ. გექნებათ რაღაც ოჯახური პრობლემების გადაჭრის საშუალება. ახლობლებთან საერთო ენას ადვილად გამონახავთ. მზად ხართ მხარი დაუჭიროთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს. თქვენი ძალისხმევით მოგვარდება საკითხები, რომლებიც ბოლო დროს ყველას გაწუხებდათ.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
კურო: მოუთმენელი ხართ; გინდათ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოთ სასურველს, გარემოებები კი ამის საშუალებას ყოველთვის არ გაძლევთ. დღის პირველ ნახევარში გარშემომყოფებთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ, მაგრამ მეგობრულ დამოკიდებულებას არაფერი ემუქრება. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. ურთიერთობებისგან მრავალ პოზიტიურ ემოციას მიიღებთ, იმედებს არ გაგიწბილებთ რომანტიკული შეხვედრაც.
ტყუპი: გადაჭარბებით ნუ შეაფასებთ საკუთარ ძალებს. დღის დასაწყისში გეჩვენებათ, რომ წარმატების მიღწევა აბსოლუტურად ყველაფერში შეგიძლიათ. მართლაც ბევრი რამის გაკეთების უნარი შეგწევთ, მაგრამ მაინც შეიძლება გაჩნდეს გადაულახავი ბარიერები. ამ დროს უკან დახევა და უკეთესი დროის დალოდება აჯობებს. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო მოვლენები გელოდებათ, რომლებიც განწყობას აგიმაღლებთ.
კირჩხიბი: ცუდი დღე არაა, მაგრამ არც მთლად უღრუბლო. არ გქონდეთ იმედი, რომ რაც ჩაიფიქრეთ, იმას დაუყოვნებლივ განახორციელებთ. შეიძლება გაჩნდეს რაღაც სირთულეები, დაყოვნებები საქმეებში. ყველაფერს გაუმკლავდებით, მაგრამ ძალისხმევა დაგჭირდებათ. გაგახარებთ მეგობრებთან შეხვედრები. მოსალოდნელია ყურადღება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მხრიდან, სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის, რომანტიკული.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა
ლომი: სასიხარულო დღეა. გაგიჩნდებათ შესაძლებლობა, რომ რაღაც სასარგებლო გააკეთოთ არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. შეძლებთ რაღაც გეგმების სწრაფად განხორციელებას. შესანიშნავი დღეა სწავლისთვის. მოსალოდნელია თანხის მიღება, მათ შორის მოულოდნელი წყაროებიდან. კარგი დღეა საყიდლებისთვის, გარიგებების დადებითვის. ფინანსებში შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ.
ქალწული: მსუბუქი, საინტერესო და სასიამოვნო დღეა. ბევრ რამეს შესანიშნავად აკეთებთ, რთულ საქმეებსაც კი სწრაფად უმკლავდებით. ირგვლივ მყოფებთან საერთო ენის გამონახვა გეადვილებათ. ახალი ნაცნობები თქვენ მიმართ სიმპათიით იმსჭვალებიან. არ არის გამორიცხული მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. კარგი დღეა რამე ახლის დასაწყებად. გარშემომყოფებს თქვენი იდეები მოსწონთ.
სასწორი: ხელსაყრელი დღეა საქმეების მოსაგვარებლად, დაწყებუილის დასამთავრებლად. კარგად ხვდებით, სად შეგიძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა და სად დაგჭირდებათ დახმარება. ინტუიცია გიკარნახებთ, თუ ვის უნდა მიმართოთ დახმარებისთვის. ირგვლივ მყოფებთან ადვილად პოულობთ საერთო ენას. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.
„წითელი სიზმარი“ - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2019
როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები
მორიელი: ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების გასახილველად. შეძლებთ სხვების დარწმუნებას საკუთარ სიმართლეში ისე, რომ არავის აწყენინებთ. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, ნაცნობობა. ამის წყალობით თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები შეიძლება გაჩნდეს. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ადრე დაგეგმილ საქმეებთან დასაბრუნებლად. საღამოს ყველაზე ახლობელ ადამიანებთან შეხვედრა ძალიან გაგახარებთ.
მშვილდოსანი: არცთუ საუკეთესო დღეა მნიშვნელოვანი საქმეებისთვის – მათთან გამკლავება იმაზე რთული შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამასთან შეიძლება დაირღვეს ძველი შეთანხმებები. მოგიწვეთ იმპროვიზირება, ახალი გზების ძიება. მიმდინარე ამოცანებს შესანიშნავად გაუმკლავდებით. შესაძლებლობა გექნებათ, რომ რუტინას თავი აარიდოთ. გაგახარებთ ძველ ნაცნობებთან შეხვედრა. შეიძლება რაღაც ძველი კავშირების აღდგენის სურვილი გაგიჩნდეთ.
თხის რქა: გაგიჭირდებათ გონების მოკრება, რამე ერთზე ყურადღების შეჩერება. მწვავედ რეაგირებთ წვრილმანებზე და განიცდით, მაგრამ ვერ ხვდებით, რატომ. გაითვალისწინეთ, რომ როგორც კი ემოციებს მოთოკავთ, თავს ხელში აიყვანთ, ბევრ კითხვაზე მოძებნით პასუხს. გამოგადგებათ ადრე მიღებული გამოცდილება. შესაძლებელია უკეთესობისკენ ცვლილებები პირად, მათ შორის რომანტიკულ ურთიერთობებში
ლაქლაქი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2020
ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები
მერწყული: შესანიშნავი დღეა, რომელიც წარმატებას გპირდებათ პრაქტიკულად ყველაფერში, რასაც ხელს მოჰკიდებთ. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობების თვალსაზრისითაც. შეიძლება წერტილი დაუსვათ ხანგრძლივ კამათს, გადაჭრათ ოჯახური პრობლემა, რომელიც ოჯახის წევრებს ძალიან აწუხებდათ. გაგახარებთ ძველ მეგობრებთან შეხვედრა, ასევე კარგად ჩაივლის და იმედს არ გაგიცრუელბთ სასიყვარულო პაემანი.
თევზები: არცთუ საუკეთესო დღეა რთული საქმეების გასაკეთებლად – გიჭირთ გონების მოკრება და შეიძლება მხედველობიდან გამოგეპაროთ რაღაც მნიშვნელოვანი დეტალი. კარგი იქნება, თუ გვერდით საიმედო ადამიანი გეყოლებათ. დღეს მარტო მოქმედება გაგიჭირდებათ. კარგი დღეა ისეთი საქმიანობისთვის, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულება, ფანტაზიის უნარია საჭირო.
ყველა ახალი ამბავი
0