დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 ნოემბერი

© courtesy of Giorgi Bekoshviliმინდორი
მინდორი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 26 ნოემბერია, პარასკევი. კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
დღის დასაწყისი ხელსაყრელი და საინტერესო იქნება. შესაფერისი დროა ურთიერთობებისთვის. ამ პერიოდში სრულიად განსხვავებული ადამიანები შეძლებენ საერთო ენის გამონახვას, შეთანხმებას ერთობლივ საქმიანობაზე უთანხმოებებისა და კამათის გარეშე. საგრძნობ წარმატებებს მიაღწევენ ისინი, ვისი საქმიანობაც ფინანსებთან ორგანიზაციასთან არის დაკავშირებული. დღის მეორე ნახევარი არახელსაყრელია სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად, რადგან ადამიანები ილუზიებს აწყობენ და პრობლემებს ვერ ამჩნევენ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ნოემბერი>>
ვერძი: დღე კარგი სიახლეებითა და იდეებით იწყება;დარწმუნებული ხართ, რომ წარმატებული იქნება ბევრი წამოწყება, მზად ხართ, რომ გარისკოთ. მაგრამ არ ღირს მაღალი ფსონის დადება. თავი შეიკავეთ მცდარი ნაბიჯებისგან და მალე ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. დღის მეორე ნახევარში თავს გაუფრთხილდით და განწყობას მიაქციეთ ყურადღება. არასასურველია მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა ახლობლებთან.
ვეფხვი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
კურო: საკმაოდ მშფოთვარე დღეა, მაგრამ ხელსაყრელი მნიშვნელოვანი საქმეებისთვის, რომლებიც გონების მობილიზებას მოითხოვს. დეტალებისადმი ყურადღება დაგეხმარებათ თავის გაკონტროლებაში, სხვის რჩევებს ხანდახან მდგომარეობიდან გამოჰყავხართ, ამიტომ ნუ მიაქცევთ მათ ყურადღებას, მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას. დღის მეორე ნახევარში არ ღირს გეგმების კარდინალურად შეცვლა.
ტყუპი: ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთება შეგიძლიათ. შესანიშნავად უმკლავდებით საკუთარ საქმეებს და ეხმარებით მათაც, ვინც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. წარმატებები სამუშაოზე ბევრის ყურადღებას მიიპყრობს. დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობები მოგვიანებით შეიძლება მეგობრობაში გადაიზარდოს. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, საინტერესო ნაცნობობა.
კირჩხიბი: ნუ გადადებთ მნიშვნელოვან შეხვედრებს. ამისთვის საუკეთესო დრო დღის პირველი ნახევარია. ეს ეხება სერიოზულ საქმეებსაც – რაც უფრო მალე გაუმკლავდებით მათ, მით უფრო მალე მიიღებთ საჭირო შედეგს. დღის მეორე ნახევარში აჯობებს, თუ არ დაიტვირთავთ თავს და ორგანიზმს ამტანობასა და სიმტკიცეზე არ შეამოწმებთ. დაისვენეთ. შესვენებები საქმეებს შორის განწყობას აგიმაღლებთ.
კამათი სკანდალისტთან - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე კონფლიქტური ნიშნები – ტოპ-ხუთეული
ლომი: შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. დღის პირველ ნახევარშივე მოასწრებთ ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთებას როგორც თქვენთვის, ისე სხვებისთვის. კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად. მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლის გაგება სამუშაოსთან დაკავშირებით. გარშემომყოფები ჩვეულებრივზე ხშირად ერევიან თქვენ საქმეებში და თან არადელიკატურად. შეძლებთ თავის შეკავებას და მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნებას.
ქალწული: ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობები თქვენგან დიდ მოთმინებას მოითხოვს. ხშირად გიგებენ არასწორად, ხანდახან მარტივი რამის ახსნა რამდენჯერმე გიწევთ; ისმის კრიტიკული შენიშვნები თქვენმიმართ და ეს გულთან ახლოს მიგაქვთ. საბედნიეროდ, შეძლებთ კონფლიქტების თავიდან აცილებას, ვითარების განმუხტვას. ასევე არის შანსი, რომ უთანხმოება საყვარელ ადამიანთან წარსულს ჩაბარდეს.
სასწორი: ურთიერთობების თვალსაზრისით არცთუ მარტივი დღეა. ხანდახან ვერ ახერხებთ გარშემომყოფების სწორად გაგებას, მწვავედ რეაგირებთ უმნიშვნელო შენიშვნაზე. შესაძლებელია უთანხმოებები კოლეგებთან. საღამოს ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ მანამდე ბევრი უსიამოვნო საუბარი გელოდებათ. კარგი დღეა დამოუკიდებლად მუშაობისთვის. რჩევები ირგვლივ მყოფბისგან უსარგებლოა, მაგრამ ინტუიციის მოსმენა ღირს.
მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2021
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული
მორიელი: კარგი დღეა მნიშვნელოვან საკითხებზე დასაფიქრებლად, რთული ამოცანების გადასაწყვეტად. გაგიჩნდებათ შესანიშნავი იდეები. შეიძლება ძველ პრობლემებს ახლებურად შეხედოთ. ფულთან დაკავშირებით სიფრთხილე გმართებთ. არის რისკი, რომ დიდი თანხა დახარჯოთ სრულიად არასაჭირო ნივთზე. სამაგიეროდ, გაგიმართლებთ სიყვარულში – გელოდებათ სასიამოვნო რომანტიკული სიურპრიზები.
მშვილდოსანი: მშფოთვარე, მოულოდნელობებით სავსე დღეა, როდესაც საჭიროა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. ამას შესანიშნავად გაართმევთ თავს. მოახერხებთ კარგი შთაბეჭდილების მოხდენას ადამიანებზე, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. არ დაივიწყოთ სხვებისთვის მიცემული დანაპირები. საჭიროა სიტყვის შესრულება. შეთანხმების დარღვევა თქვენს რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებს.
თხის რქა: მშვიდი, ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ადრე დაწყებულ საქმეებს. მათი დასრულება დღეს ზედმეტი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი. გაგახარებთ შეხვედრები ძველ ნაცნობებთან. გექნებათ ძველი საქმიანი და პირადი ურთიერთობების აღდგენის შანსი. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები და თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ. უარი თქვით მავნე ჩვევებზე, დროებით მაინც.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2020
სამართლიანი, გონიერი, შემწყნარებელი - ზოდიაქოს სამი ყველაზე ბრძენი ნიშანი
მერწყული: ხელსაყრელი დღეა სამუშაოზე ლაპარაკის, გეგმების განხილვისთვის. ბევრზე მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას. ინტუიცია ხშირად გკარნახობთ, რას ელოდებიან ადამიანები თქვენგან, რისი მოსმენა სურთ. მოსალოდნელია წინადადების მიღება სამუშაოს შეცვლაზე ან თანამშრომლობაზე. მოერიდეთ ჭორიკანა ადამიანებს – მათ შეიძლება თქვენი რამე საიდუმლო გაამჟღავნონ. არ იჩქროთ ფინანსებთან დაკავშირებულ საქმეებში.
თევზები: დღეს გადაჭარბებით აფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს. სანამ რამე მნიშვნელოვან და რთულ საქმეს მოკიდებთ ხელს, დაფიქრდით, რეალურია თუ არა მისი განხორციელების შანსი. მიღებული წინადადებები კრიტიკულად შეაფასეთ, განსაკუთრებით, თუ ის ნაკლებად ნაცნობმა ადამიანმა შემოგთავაზათ. გაგახარებთ მეგობრებთან შეხვედრა. მათგან კარგ რჩევებს მიიღებთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა შოპინგისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0