ღარიბაშვილი: ამ ეტაპზე ე.წ. Land Casino-ებს არ ვეხებით

© Pixabay / GregMontaniკაზინო
კაზინო - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2021
გამოწერა
არაოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 700 ათასამდე ლუდომანია.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრი მომავალ კვირაში წარმოადგენს კონკრეტულ ხედვას, რის შემდეგაც პარლამენტს კანონპროექტის ინიცირებით მივმართავთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პირველი არხის" ეთერში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე ონლაინ-კაზინოების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ-კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდა, რეკლამის აკრძალვა და ასაკობრივი ბარიერის 25 წლამდე გაზრდა, მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს ყველა ონლაინ-კაზინოს აკრძალვას.
საპატრიარქო მიესალმება პრემიერის გადაწყვეტილებას ონლაინ-კაზინოების შესახებ>>>
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა არ გეგმავს ფიზიკური კაზინოების (Land Casino) გატანას ან რაიმე დამატებითი ამკრძალავი რეგულაციების შემოტანას.

„ფიზიკურ კაზინოებში ძირითადად თამაშობენ უცხოეთის მოქალაქეები, ტურისტები, ვიზიტორები და ამიტომ რაიმე შეზღუდვას არ ვგეგმავთ, Land Casino-ებს არ ვეხებით. ამ ეტაპზე ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ ონლაინ-კაზინოებს, რომელიც ჩვენთვის მთავარი პრობლემაა. ახალგაზრდა და, მით უმეტეს, სოციალურად დაუცველი პირი კაზინოში 2–3 ლარით ვეღარ შევა“, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის ინიციატივის თანახმად, სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციების შემოტანის მიზანი ონლაინ-თამაშების ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შემცირებაა.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე, რომელიც საგადასახადო ბაზის, დასაბეგრი ბაზრის სრულ სტრუქტურულ ცვლილებას გულისხმობს, უწყება შესაბამის ხედვას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგენს.
კაზინო - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
რა ახალი რეგულაციები იგეგმება სათამაშო ბიზნესში: ფინანსთა მინისტრის განმარტება
„აბსოლუტურად სხვა მოდელი იქნება შემოთავაზებული საგადასახადო დაბეგვრის ყველა მიმართულებით – როგორც მოგების, ასევე ფსონების მიმართულებით. შემოვა ახალი დაბეგვრის მექანიზმი, ე.წ. ჯიჯიარის დაბეგვრა, რომელიც გულისხმობს ფსონებს შორის განსხვავების დაბეგვრას. აღნიშნულ დაბეგვრის მოდელზე საგადასახადო ტვირთი იქნება საკმაოდ მაღალი, რაც, ჩვენი აზრით, შეამცირებს ამ სექტორში ჩართული ადამიანების მიზიდულობას“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ცვლილებები აგრეთვე გულისხმობს ასაკობრივი ზღვარის შემოღებას, ასევე რეკლამის აკრძალვას.
არასამთავრობო ორგანიზაცია ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას მიესალმება>>>
აზარტული თამაშები ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა საქართველოში. ამ სექტორის შემოსავლები ბანკების შემოსავლებსაც კი ჭარბობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში შვიდი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.
ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები ლუდომანია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის თანახმად, 14–17 წლის 3.080 მოზარდიდან 12% ლუდომანია. კიდევ 20% კი სათამაშო საიტებზე „გარკვეულ დროს“ ატარებს.
ყველა ახალი ამბავი
0