https://sputnik-georgia.com/20211122/sapatriarqo-raribasvilis-gadawyvetilebaze-onlain-kazinoebis-akrzalvis-sesaxeb-262279395.html
საპატრიარქო მიესალმება პრემიერის გადაწყვეტილებას ონლაინ-კაზინოების შესახებ
საპატრიარქო მიესალმება პრემიერის გადაწყვეტილებას ონლაინ-კაზინოების შესახებ
Sputnik საქართველო
არაოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 700 ათასამდე ლუდომანია. 22.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-22T16:02+0400
2021-11-22T16:02+0400
2021-11-22T21:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს საპატრიარქო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24560/69/245606928_0:84:1601:984_1920x0_80_0_0_4bfd35fabd657f8b453fdb4be4016bf0.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას, დახუროს ონლაინ-კაზინოები და სათამაშო ბიზნესზე მკაცრი რეგლამენტი დააწესოს.როგორც სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან კავშირის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა, საჭიროა სხვა მექანიზმების მოძებნაც, რომლებიც ახალგაზრდებსა და ოჯახებს საქართველოში ისეთი უბედურებისგან დაიცავს, როგორიც აზარტული თამაშებია.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ონლაინ-კაზინოების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე მათთვის იგეგმება გადასახადების გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის თამაშის აკრძალვა, ხოლო უკვე შემდეგ, მეორე ეტაპზე – ონლაინ-კაზინოების საერთოდ აკრძალვა.პრემიერის ინფორმაციით, ყოველწლიურად საქართველოდან ონლაინ-კაზინოებში წაგებული 1,5 მლრდ ლარი გაედინება.აზარტული თამაშები ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა საქართველოში. ამ სექტორის შემოსავლები ბანკების შემოსავლებსაც კი ჭარბობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში არის შვიდი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატი.ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მოქალაქე ლუდომანია.
https://sputnik-georgia.com/20211122/raribasvils-onlain-kazinoebis-akrzalvaunda-262272061.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24560/69/245606928_88:0:1511:1067_1920x0_80_0_0_a1d73adffca038c0b68628d740501eb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს საპატრიარქო
საპატრიარქო მიესალმება პრემიერის გადაწყვეტილებას ონლაინ-კაზინოების შესახებ
16:02 22.11.2021 (განახლებულია: 21:38 22.11.2021) არაოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 700 ათასამდე ლუდომანია.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას, დახუროს ონლაინ-კაზინოები და სათამაშო ბიზნესზე მკაცრი რეგლამენტი დააწესოს.
როგორც სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან კავშირის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ
დაწერა, საჭიროა სხვა მექანიზმების მოძებნაც, რომლებიც ახალგაზრდებსა და ოჯახებს საქართველოში ისეთი უბედურებისგან დაიცავს, როგორიც აზარტული თამაშებია.
„სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღზრდაზე. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალობად ქცევა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. 25 წლამდე ახალგაზრდების დაცვა გემბლინგის სენისგან შედეგს მყისიერად გამოაჩენს“, – დაწერა ჯაღმაიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ონლაინ-კაზინოების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე მათთვის იგეგმება გადასახადების გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის თამაშის აკრძალვა, ხოლო უკვე შემდეგ, მეორე ეტაპზე – ონლაინ-კაზინოების საერთოდ აკრძალვა.
პრემიერის ინფორმაციით, ყოველწლიურად საქართველოდან ონლაინ-კაზინოებში წაგებული 1,5 მლრდ ლარი გაედინება.
აზარტული თამაშები ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა საქართველოში. ამ სექტორის შემოსავლები ბანკების შემოსავლებსაც კი ჭარბობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში არის შვიდი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატი.
ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მოქალაქე ლუდომანია.