პრემიერს ონლაინ-კაზინოების აკრძალვა სურს

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყანაში ონლაინ-კაზინოები აიკრძალოს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მოთამაშეების უმრავლესობა უმუშევარი და გაჭირვებული ადამიანები არიან.

„პირველ ეტაპზე ვფიქრობთ გაიზარდოს გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. და მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ-კაზინოები", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ონლაინ-კაზინოების მუშაობის შედეგად საქართველომ უკვე დაკარგა 1,5 მლრდ ლარი, რადგან ამ კომპანიების უმეტესობა უცხოურია.
„ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინ-კაზინოში და აგებენ ფულს. ეს თანხა შეადგენს 1,5 მილიარდ ლარს. ამის თაობაზე საუბარი მქონდა ეკონომიკურ გუნდთან და ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ-კაზინოების მფლობელებისთვის. მათი უმეტესობა დღეს უცხოური კომპანიებია და, საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში", – აღნიშნა პრემიერმა.
სათამაშო აპარატები - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2019
კაზინოს დამსგავსებული ქვეყანა ანუ აზარტული თამაშების გამო აღებული კრედიტები
აზარტული თამაშები ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა საქართველოში. ამ სექტორის შემოსავლები ბანკების შემოსავლებსაც კი ჭარბობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში არის შვიდი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატი.
ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები ლუდომანია.
ყველა ახალი ამბავი
0