https://sputnik-georgia.com/20211122/ra-axali-regulaciebi-igegmeba-satamasho-biznesshi-262281466.html
რა ახალი რეგულაციები იგეგმება სათამაშო ბიზნესში: ფინანსთა მინისტრის განმარტება
რა ახალი რეგულაციები იგეგმება სათამაშო ბიზნესში: ფინანსთა მინისტრის განმარტება
Sputnik საქართველო
არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში. 22.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-22T16:49+0400
2021-11-22T16:49+0400
2021-11-22T22:23+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23665/04/236650476_0:84:1601:984_1920x0_80_0_0_a21fe3093da2f03c016119c912657767.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. მთავრობის ინიციატივით სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციების შემოტანის მიზანი ონლაინ-თამაშების ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შემცირებაა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ-კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდა, რეკლამის აკრძალვა და ასაკობრივი ბარიერის 25 წლამდე გაზრდა, მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს ყველა ონლაინ-კაზინოს აკრძალვას. ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, პირველ ეტაპზე, რომელიც საგადასახადო ბაზის, დასაბეგრი ბაზრის სრულ სტრუქტურულ ცვლილებას გულისხმობს, ფინანსთა სამინისტრო შესაბამის ხედვას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგენს.მინისტრის განმარტებით, ცვლილებები ასევე გულისხმობს ერთიანი ასაკობრივი ზღვარის შემოღებას და ასევე რეკლამის აკრძალვას.აზარტული თამაშები ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა საქართველოში. ამ სექტორის შემოსავლები ბანკების შემოსავლებსაც კი ჭარბობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში შვიდი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მოქალაქე ლუდომანია.
https://sputnik-georgia.com/20211122/raribasvils-onlain-kazinoebis-akrzalvaunda-262272061.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23665/04/236650476_88:0:1511:1067_1920x0_80_0_0_091c05b8ab7391181cd7bffa7b0d5e04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
რა ახალი რეგულაციები იგეგმება სათამაშო ბიზნესში: ფინანსთა მინისტრის განმარტება
16:49 22.11.2021 (განახლებულია: 22:23 22.11.2021) არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. მთავრობის ინიციატივით სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციების შემოტანის მიზანი ონლაინ-თამაშების ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შემცირებაა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ-კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდა, რეკლამის აკრძალვა და ასაკობრივი ბარიერის 25 წლამდე გაზრდა, მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს ყველა ონლაინ-კაზინოს აკრძალვას.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, პირველ ეტაპზე, რომელიც საგადასახადო ბაზის, დასაბეგრი ბაზრის სრულ სტრუქტურულ ცვლილებას გულისხმობს, ფინანსთა სამინისტრო შესაბამის ხედვას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგენს.
„აბსოლუტურად სხვა მოდელი იქნება შემოთავაზებული საგადასახადო დაბეგვრის ყველა მიმართულებით – როგორც მოგების, ასევე ფსონების მიმართულებით. შემოვა ახალი დაბეგვრის მექანიზმი, ე.წ. ჯიჯიარის დაბეგვრა, რომელიც გულისხმობს ფსონებს შორის განსხვავების დაბეგვრას. აღნიშნულ დაბეგვრის მოდელზე საგადასახადო ტვირთი იქნება საკმაოდ მაღალი, რაც, ჩვენი აზრით, შეამცირებს ამ სექტორში ჩართული ადამიანების მიზიდულობას“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ცვლილებები ასევე გულისხმობს ერთიანი ასაკობრივი ზღვარის შემოღებას და ასევე რეკლამის აკრძალვას.
აზარტული თამაშები ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა საქართველოში. ამ სექტორის შემოსავლები ბანკების შემოსავლებსაც კი ჭარბობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში შვიდი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.
ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მოქალაქე ლუდომანია.