არასამთავრობო ორგანიზაცია ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას მიესალმება

© Pixabay / StartupStockPhotosმამაკაცი კომპიუტერთან მუშაობის დროს
მამაკაცი კომპიუტერთან მუშაობის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2021
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის თანახმად, 14–17 წლის 3.080 მოზარდიდან 12% ლუდომანია.
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. სიხარულის ცრემლები, მოლოცვები და ტელეფონის ზარები – ასე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ონლაინ-კაზინოს აკრძალვასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე ონლაინ-კაზინოების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ-კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდა, რეკლამის აკრძალვა და ასაკობრივი ბარიერის 25 წლამდე გაზრდა, მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს ყველა ონლაინ-კაზინოს აკრძალვას.

„ტელეფონი უბრალოდ არ დუმდება. რეკავენ მშობლები, ტირიან, უხარიათ. ჩვენ ამ შედეგის მისაღწევად დიდი ბრძოლა დაგვჭირდა“, – განაცხადა ორგანიზაციის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელმა თამარ ჯაფარიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევის თანახმად, 14–17 წლის 3.080 მოზარდიდან 12% ლუდომანია. კიდევ 20% კი სათამაშო საიტებზე „გარკვეულ დროს“ ატარებს.
თავად არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, 35%-მდე მოზარდია დამოკიდებული სამაგიდო თამაშებზე.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
პრემიერს ონლაინ-კაზინოების აკრძალვა სურს
„ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ჯგუფთან ერთად, რომლის წევრებიც არიან ლაშა ხუციშვილი და მიხეილ დონდუა, დიდი მოცულობის სამუშაო ჩავატარეთ. ჩვენ ყოველდღიურად ვატარებთ შეხვედრებს, ვმსჯელობთ და ინფორმაციებს ვცვლით. მადლობა მათ ასეთი თავდადებისთვის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
იგი პრემიერის ინიციატივას დროულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ შემდგომი ინსტანცია – პარლამენტი მას საკანონმდებლო დონეზე გააფორმებს.
ჯაფარიძე შიშობს, რომ პარლამენტში შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთი პირები, რომლებიც ლუდომანიის ხარჯზე კაპიტალს იზრდიან და შეიძლება მათ ონლაინ-კაზინოების აკრძალვას „მწვანე შუქი“ არ მისცენ.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პრემიერის ინიციატივა დროულია და იგი მოზარდებს მორალური სიკვდილისგან იხსნის. ახლა მთავარია, რომ ინიციატივა პარლამენტში არ შეჩერდეს. თუმცა, ეს უკვე სხვა საკითხია. მთავარია, რომ ჩვენი პრობლემა მაღალ დონეზე გაჟღერდა და გაჩნდა პოლიტიკური ნება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
სამორინე - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
საპატრიარქო მიესალმება პრემიერის გადაწყვეტილებას ონლაინ-კაზინოების შესახებ
აზარტული თამაშები ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა საქართველოში. ამ სექტორის შემოსავლები ბანკების შემოსავლებსაც კი ჭარბობს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში შვიდი ონლაინ-კაზინო, 90 ტოტალიზატორი და დაახლოებით 6,4 ათასი სათამაშო აპარატია.
ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი მოთამაშეა ქვეყანაში, არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში 700 ათასი, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები ლუდომანია.
პრემიერის ინფორმაციით, საქართველოდან ყოველწლიურად ონლაინ-კაზინოებში წაგებული 1,5 მლრდ ლარი გაედინება.
თუ საქართველოში აზარტულ კლუბებსა და კაზინოში შესვლა ეკრძალებათ 21 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, ხოლო ონლაინ–კაზინოში დარეგისტრირება 18 წლიდან არის შესაძლებელი, უცხოურ ონლაინ–კაზინოებში ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. ბევრ მათგანში დარეგისტრირებისას არ არის აუცილებელი პირადი ნომრისა და ასაკის მითითება.
ყველა ახალი ამბავი
0