სახალხო დამცველი: ციხის საავადმყოფოში ზოგიერთი სამედიცინო აღჭურვილობა არ არის

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა – დაიწყოს გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის №18 პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ვითარების გამოსარკვევად.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ციხის საავადმყოფოში, სადაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს, არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფიის აპარატი, ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუშინ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოინახულა. ექს-პრეზიდენტი, რომელიც 40 დღეა შიმშილობს, იქ ორშაბათს რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმი, ადვოკატები და თანამებრძოლები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ, თუმცა ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს გამორიცხულია.
„სახალხო დამცველის აპარატმა შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ წინა ვიზიტის შემდეგ N18 დაწესებულებაში შეტანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. თუმცა აპარატი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის შესახლების დღეს მიიტანეს და მისი დამონტაჟება უახლოეს პერიოდში იგეგმება. ამასთან, მიუხედავად კონსილიუმის მოთხოვნისა, დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და კვლავ არ არის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი", – აღნიშნულია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
სააკაშვილმა დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა – გენინსპექციამ გამოძიება დაიწყო
ამგვარად, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ აკმაყოფილებს კონსილიუმის მოთხოვნებს. ომბუდსმენი ასევე მიიჩნევს, რომ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება „ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას".
შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.
მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხეში სახალხო დამცველი შეხვდა>>
გარდა ამისა, ომბუდსმენთან პირადი შეხვედრის დროს სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა, რომ ის მე-18 დაწესებულებაში გადაჰყავდათ, არამედ უთხრეს, რომ კონსილიუმის გადაწყვეტილებით სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ, რაზეც ის დათანხმდა.
„აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები N12 დაწესებულებაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში ეტაპირების შესახებ ინფორმირების ან მისი თანხმობის თაობაზე რაიმე დოკუმენტი ვერ მოიძიეს", – ნათქვამია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სააკაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო
სახალხო დამცველის აპარატმა ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების დაწყების მიზნით.
როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, სააკაშვილი განაგრძობს შიმშილობას, ამასთან არ იღებს შესაბამის მედიკამენტებს და უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე.
სახალხო დამცველი ასევე აქცენტს აკეთებს იმ გარემოზე, რომელშიც ამჟამად სააკაშვილი იმყოფება და რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის ღირსების უფლებას.
„N8 დაწესებულებიდან პატიმართა მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისმის შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები, რაც სააკაშვილის საკანშიც ისმის და ცალსახად ფსიქოლოგიურ ზეწოლას წარმოადგენს", – აღნიშნულია განცხადებაში.
სააკაშვილის მომხრეთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
სააკაშვილი: ვაცხადებ უარს ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე
სახალხო დამცველმა არაერთხელ აღნიშნა თავის განცხადებებში, რომ პატიმრის გადაყვანა მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში გამოიწვევს №8 და №18 დაწესებულებების დეზორგანიზაციას ვერბალური აგრესიის, ხმაურისა და დევნის მნიშვნელოვანი რისკის გამო.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 ციხიდან თბილისში, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს, საღამოს გადაიყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0