https://sputnik-georgia.com/20211109/mixeil-saakasvils-gldanis-cixesi-saxalxo-damcveli-sexvda-261900275.html
მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხეში სახალხო დამცველი შეხვდა
მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხეში სახალხო დამცველი შეხვდა
Sputnik საქართველო
სახალხო დამცველის განცხადებით, ექს-პრეზიდენტმა იცოდა, რომ რუსთავის ციხიდან მულტიპროფილურ კლინიკაში გადაჰყავდათ 09.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-09T00:47+0400
2021-11-09T00:47+0400
2021-11-09T01:02+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/12/247551295_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_c8319ccf6fcfc22d16c163b2edbb70af.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გლდანის ციხის საავადმყოფოში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.რუსთავის მე-12 საპატიმროდან სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით.ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მას უამბო, რომ რუსთავის ციხეში მას აცნობეს ექიმების კონსილიუმის გადაწყვეტილება და შესთავაზეს მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, რასაც ის დათანხმდა და მან თავისი ნებით დატოვა რუსთავის ციხე. ის სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და მან იცოდა ზეპირი გადმოცემით, რომ კერძო კლინიკაში მიჰყავდათ. მაგრამ როდესაც ექს-პრეზიდენტი მიიყვანეს დანიშნულების ადგილამდე, რომელიც გლდანის ციხის საავადმყოფო აღმოჩნდა, მან მანქანიდან გადმოსვლაზე უარი განაცხადა, და შემდეგ ის უკვე „ძალით გადმოიყვანეს“.ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსთავის ციხეში მას არ უნახავს რაიმე ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ სააკაშვილს აცნობეს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ.ჟურნალისტების კითხვაზე, აღენიშნება თუ არა ექს-პრეზიდენტს რაიმე დაზიანება, რომელიც მას წინააღმდეგობის გაწევის შედეგად შეეძლო მიეღო, ლომჯარიამ უპასუხა, რომ მას რაიმე დაზიანება არ შეუნიშნავს, ექიმს კი სააკაშვილი არ გაუსინჯავს, რადგან ექს-პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა.რაც შეეხება იმას, დააზიანა თუ არა სააკაშვილმა სამედიცინო ინვენტარი და მიაყენა თუ არა მან შეურაცხყოფა გლდანის ციხის თანამშრომლებს, ლომჯარიამ ამაზე კონკრეტული პასუხი ვერ გასცა.„უმჯობესია გამოძიებამ გასცეს ამაზე პასუხი“, - განაცხადა ლომჯარიამ.გარდა ამისა, მისი თქმით, სააკაშვილი მთელი დღის განმავლობაში ისევ უარს აცხადებდა მკურნალობაზე, მედიკამენტების მიღებაზე და კვებაზე.საქართველოს პენიტენციურმა სამსახურმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ ალაგებს რუსთავის საპატიმროში საკუთარ ნივთებს სააკაშვილი გლდანის მე–18 სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირებამდე.ამასთან, გენერალურმა ინსპექციამ ექს-პრეზიდენტის გადაყვანის დროს მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ციხის საავადმყოფოში შესვლისას სააკაშვილმა თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამედიცინო ტექნიკა დააზიანა.საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას დიდი ხანია სთავაზობდა. თუმცა თავად პოლიტიკოსი და მისი ადვოკატები პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ ციხის საავადმყოფოში სათანადოდ ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი ყოფილი პრეზიდენტის ვერც მკურნალობა და ვერც უსაფრთხოება.
https://sputnik-georgia.com/20211109/penitenciuri-samsaxuri-saakashvilis-kadrebs-asajaroebs-261900085.html
https://sputnik-georgia.com/20211108/ukrainis-sagareo-saministro-mogiwodebtsaakashvili-gadaiyvanot-samoqalaqo-klinikashi-261899072.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/12/247551295_110:0:1930:1365_1920x0_80_0_0_74c9020c4278bc44771c779fd6e698c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხეში სახალხო დამცველი შეხვდა
00:47 09.11.2021 (განახლებულია: 01:02 09.11.2021) სახალხო დამცველის განცხადებით, ექს-პრეზიდენტმა იცოდა, რომ რუსთავის ციხიდან მულტიპროფილურ კლინიკაში გადაჰყავდათ
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გლდანის ციხის საავადმყოფოში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.
რუსთავის მე-12 საპატიმროდან სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით.
ლომჯარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მას უამბო, რომ რუსთავის ციხეში მას აცნობეს ექიმების კონსილიუმის გადაწყვეტილება და შესთავაზეს მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, რასაც ის დათანხმდა და მან თავისი ნებით დატოვა რუსთავის ციხე. ის სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს და მან იცოდა ზეპირი გადმოცემით, რომ კერძო კლინიკაში მიჰყავდათ. მაგრამ როდესაც ექს-პრეზიდენტი მიიყვანეს დანიშნულების ადგილამდე, რომელიც გლდანის ციხის საავადმყოფო აღმოჩნდა, მან მანქანიდან გადმოსვლაზე უარი განაცხადა, და შემდეგ ის უკვე „ძალით გადმოიყვანეს“.
ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსთავის ციხეში მას არ უნახავს რაიმე ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ სააკაშვილს აცნობეს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ.
ჟურნალისტების კითხვაზე, აღენიშნება თუ არა ექს-პრეზიდენტს რაიმე დაზიანება, რომელიც მას წინააღმდეგობის გაწევის შედეგად შეეძლო მიეღო, ლომჯარიამ უპასუხა, რომ მას რაიმე დაზიანება არ შეუნიშნავს, ექიმს კი სააკაშვილი არ გაუსინჯავს, რადგან ექს-პრეზიდენტმა ამაზე უარი განაცხადა.
„უმჯობესია ექიმმა გასინჯოს და ოქმი შედგეს. დაზიანებები ვიზუალურად არ ეტყობა და არც თავად საუბრობს ამაზე“, - განაცხადა ლომჯარიამ.
რაც შეეხება იმას, დააზიანა თუ არა სააკაშვილმა სამედიცინო ინვენტარი და მიაყენა თუ არა მან შეურაცხყოფა გლდანის ციხის თანამშრომლებს, ლომჯარიამ ამაზე კონკრეტული პასუხი ვერ გასცა.
„უმჯობესია გამოძიებამ გასცეს ამაზე პასუხი“, - განაცხადა ლომჯარიამ.
გარდა ამისა, მისი თქმით, სააკაშვილი მთელი დღის განმავლობაში ისევ უარს აცხადებდა მკურნალობაზე, მედიკამენტების მიღებაზე და კვებაზე.
საქართველოს პენიტენციურმა სამსახურმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ ალაგებს რუსთავის საპატიმროში საკუთარ ნივთებს სააკაშვილი გლდანის მე–18 სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირებამდე.
ამასთან, გენერალურმა ინსპექციამ ექს-პრეზიდენტის გადაყვანის დროს მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ციხის საავადმყოფოში შესვლისას სააკაშვილმა თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამედიცინო ტექნიკა დააზიანა.
საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას დიდი ხანია სთავაზობდა. თუმცა თავად პოლიტიკოსი და მისი ადვოკატები პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ ციხის საავადმყოფოში სათანადოდ ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი ყოფილი პრეზიდენტის ვერც მკურნალობა და ვერც უსაფრთხოება.