უკრაინის საგარეო უწყება: მოგიწოდებთ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოთ

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო უწყებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ნოტა უკვე გადმოუგზავნა.
თბილისი, 8 ნოემბერი–Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში გადაიყვანეს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისა და გაზრდილი საფრთხის გამო იქნა მიღებული.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანით. ჩვენი აზრით, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დარჩენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებით რისკებსა და დაძაბულობას ქმნის. მოვუწოდებთ ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა საჭირო საშუალება სათანადო სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო უწყებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ნოტა უკვე გადმოუგზავნა.
როგორც ადრე უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ განაცხადა, უკრაინის ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხაილ სააკაშვილის ქვეყანაში დასაბრუნებლად.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
ბრეგაძე: სააკაშვილმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად. მან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის სიტყვებით, შიმშილობის 39-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და ახლოსაა კრიტიკულთან.
სააკაშვილის პირადი ექიმი და ადვოკატები, ასევე მისი მხარდამჭერები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ციხის საავადმყოფოში მის გადაყვანას და აცხადებდნენ, რომ დაწესებულება არასათანადოდ იყო აღჭურვილი. გარდა ამისა, მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში მკურნალობენ დამნაშავეები, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტისთვის, შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდნენ.
ამჟამად თბილისის ცენტრალურ გამზირზე ოპოზიციონერები და მათი მხარდამჭერები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილიან კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
ყველა ახალი ამბავი
0