სააკაშვილი: ვაცხადებ უარს ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliსააკაშვილის მომხრეთა აქცია
სააკაშვილის მომხრეთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გუშინ, საღამოს გადაიყვანეს.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე და ამ მიზნით სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობაზე, ის თანახმაა მხოლოდ პირად ექიმთან შეხვედრაზე. ამის შესახებ მან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან თავის მიმართვაში დაწერა, რომელიც მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა „მთავარი არხის“ ეთერში.
ინფორმაცია სააკაშვილის რუსთავის მე-12 საპატიმროდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით.
პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ალაგებს მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ნივთებს და ყოველგვარი ძალადობის გარეშე ტოვებს რუსთავის მე-12 დაწესებულების საკანს.
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხეში სახალხო დამცველი შეხვდა
სააკაშვილი კი აცხადებს, რომ ის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს და მას სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას ჰპირდებოდნენ.
სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ სამოქალაქო მრავალპროფილური კლინიკის ნაცვლად გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მიიყვანეს, პროტესტის ნიშნად ავტომობილიდან გადმოსვლაზე უარს აცხადებდა. მისი განცხადებით, სწორედ ამ დროს იძალადეს მასზე. ექს-პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ როდესაც ის კრიმინალების კორპუსთან გაატარეს, პატიმრებმა დიდი ხმაური ატეხეს.
„შემდეგ გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა. მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით და, რა თქმა უნდა, ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა", – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან ციხის ადმინისტრაციისთვის წინააღმდეგობის გაწევა პალატაშიც გააგრძელა, სადაც, როგორც წერილშია აღნიშნული, მისი ნების საწინააღმდეგოდ მედპერსონალი მისთვის ნემსის გაკეთებას ცდილობდა.
„პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი, კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა, ამ დროს მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი, რადგან რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე", – აღნიშნა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს ასაჯაროებს
მისი თქმით, ეს რეაქცია გამოწვეული იყო აღელვებით მთელი ამ ძალადობისა და შეურაცხყოფის შემდეგ. მის საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილების ხმა.
„ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს, სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ, შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება", – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.
იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტის გამოძიება უკვე დაიწყო. სამინისტროში ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფოში შესვლისას სააკაშვილმა თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამედიცინო ტექნიკა დააზიანა.
სააკაშვილი მხარდამჭერებს „მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მტკიცე პროტესტის" გაგრძელებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ სრულად იზიარებს და მხარს უჭერს პარტია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გადაწყვეტილებას გლდანის ციხესთან აქციის გამართვაზე უარის თქმის შესახებ.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
ბრეგაძე: სააკაშვილმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს თანამშრომლებს
როგორც სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, ხელისუფლება გლდანის ციხესთან პროვოკაციას ამზადებდა და იქ მომიტინგეების მისვლის შემთხვევაში მის განხორციელებას გეგმავდა.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, მან დაკავების დღიდან შიმშილობა გამოაცხადა და მე-40 დღეა შიმშილობს.
საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას დიდი ხანია სთავაზობდა, თუმცა თავად პოლიტიკოსი და მისი ადვოკატები პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ ციხის საავადმყოფოში სათანადოდ ვერ იქნება უზრუნველყოფილი ყოფილი პრეზიდენტის ვერც მკურნალობა და ვერც უსაფრთხოება.
ყველა ახალი ამბავი
0