https://sputnik-georgia.com/20211031/arcevnebi-saakasvilis-simsiloba-da-gaxarias-perspeqtivebi-mamuka-aresizis-sefasebebi-261667113.html
არჩევნები, სააკაშვილის შიმშილობა და გახარიას პერსპექტივები - მამუკა არეშიძის შეფასებები
არჩევნები, სააკაშვილის შიმშილობა და გახარიას პერსპექტივები - მამუკა არეშიძის შეფასებები
Sputnik საქართველო
კავკასიის საკითხთა ექსპერტმა სააკაშვილს ხელისუფლებისა და ოპოზიციის თავის ტკივილი უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ნებისმიერი რევოლუცია დაუშვებელია. 31.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-31T17:50+0400
2021-10-31T17:50+0400
2021-10-31T17:50+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261434031_0:0:3093:1739_1920x0_80_0_0_019b2b73c442995dae6855b0f1b72536.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში შიმშილობის ფაქტორმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიის საკითხთა ექსპერტმა, ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ.შაბათს საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელი ლიდერობს. დანარჩენ 19 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში უპირატესობა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატების მხარესაა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების პარტიამ მეორე ტურისთვის ყველა რესურსის მაქსიმალური მობილიზება მოახდინა, მთლიანობაში მან მცირე სხვაობით მოიგო.ოპოზიციურმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც „ოცნებას“ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში დაუპირისპირდა, განაცხადა „ტოტალური გაყალბების“ და ბრძოლის გაგრძელების განზრახვის შესახებ. მეტიც, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ განაცხადა, რომ განიხილება „მშვიდობიანი რევოლუციის სცენარი“.„დღეს საქართველო არის ქვეყანა. თუ გვინდა გავხდეთ სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება რეფორმები და არა რევოლუციები. დღევანდელი პრემიერი დაგვპირდა რეფორმებს და განვითარებას. ჩვენ მისგან სწორედ ამას ველით. ნებისმიერი რევოლუცია არის დესტრუქცია, რაც დამანგრეველი და დამღუპველია ქვეყნისთვის. ბარამიძის სიტყვები „მშვიდობიან რევოლუციაზე" არაფერს ნიშნავს. ასეთი ცნება საერთოდ არ არსებობს. მშვიდობიანი განვითარება ევოლუციაა და ნებისმიერი რევოლუცია ქაოსია", - განაცხადა არეშიძემ.ის დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც კვირას თბილისის ცენტრში აქციის გამართვას გეგმავს, ბევრი ადამიანის შეკრებას ვერ შეძლებს.„ერთი-ორი დღით შეიკრიბებიან, კარვებიც კი შეიძლება გაშალონ, მაგრამ ხალხს ესმის, რომ ასეთი განვითარება საქართველოსთვის დამღუპველია“, - განაცხადა არეშიძემ.კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს, ექსპერტმა განაცხადა, რომ ეს არაფერს შეცვლის.„პირადად მე ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგი ვარ. ისინი არაფერს შეცვლის. რომ ყოფილიყო შანსი იმისა, რომ არჩევნები რაღაც შეცვლიდა, მაშინ კი. მაგრამ ხალხს ესმის, რომ ვადამდელი არჩევნები პოლიტიკურ სურათს ვერ შეცვლის. ჩვენ დაველოდებით 2024 წლის არჩევნებს“, – განაცხადა არეშიძემ.სააკაშვილთან საკითხთან დაკავშირებით, ექსპერტმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს უწოდა თავის ტკივილი - როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის.„ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ის შეწყვეტს (შიმშილობას - რედ.). არ გამოვრიცხავ, რომ უკვე ეძებენ განვითარების სხვა შესაძლო გზებს. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება მოხდება. სააკაშვილი არის თავის ტკივილი არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ოპოზიცისთვისაც“, - განაცხადა არეშიძემ.ექსპერტმა ასევე გამოთქვა საკუთარი თვალსაზრისი საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პერსპექტივებზეც, რომელმაც წლის დასაწყისში პოსტი და „ქართული ოცნება“ დატოვა და საკუთარი პარტია შექმნა. გახარიას პარტიამ კენჭისყრის პირველ ტურში საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა და დაახლოებით 8% დააგროვა. რამდენიმე თვის წინ შექმნილმა პარტიამ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოახერხა საკრებულოებში მანდატების მოპოვება.„ვფიქრობ, თავს ზევით ძალა არაა. გახარიას პარტიას არ აქვს ასეთი რესურსი. დადგა ახალი პოლიტიკოსების დრო, რომლებიც აუცილებლად გამოჩნდებიან მომავალ არჩევნებამდე. ესენი იქნებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღემდე არც თუ ისე აქტიურობდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა არეშიძემ.
https://sputnik-georgia.com/20211031/merebis-arcevnebis-sedegebi-pirveli-da-meore-turis-sedareba-261659486.html
https://sputnik-georgia.com/20211031/osce-odihr-adgilobrivi-arcevnebis-meore-turi-kargad-organizebuli-iyo-261663887.html
https://sputnik-georgia.com/20211031/sxva-arcevani-ar-gvaqvs-qartuli-opozicia-protestis-axali-talristvis-emzadeba-261665604.html
https://sputnik-georgia.com/20211031/----------261656630.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261434031_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_0968fbe499a94763a3ae5f0b462b20d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
არჩევნები, სააკაშვილის შიმშილობა და გახარიას პერსპექტივები - მამუკა არეშიძის შეფასებები
კავკასიის საკითხთა ექსპერტმა სააკაშვილს ხელისუფლებისა და ოპოზიციის თავის ტკივილი უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ნებისმიერი რევოლუცია დაუშვებელია.
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში შიმშილობის ფაქტორმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე, განაცხადა
„Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიის საკითხთა ექსპერტმა, ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ.
შაბათს საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელი ლიდერობს. დანარჩენ 19 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში უპირატესობა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატების მხარესაა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების პარტიამ მეორე ტურისთვის ყველა რესურსის მაქსიმალური მობილიზება მოახდინა, მთლიანობაში მან მცირე სხვაობით მოიგო.
„რა თქმა უნდა, სააკაშვილის ფაქტორმა ითამაშა ძალიან სერიოზული როლი. ორივე პარტიის მხარდამჭერები მაქსიმალურად მობილიზებული იყვნენ. მაგრამ სააკაშვილი გუშინდელი დღეა. ამიტომ, სანამ ოპოზიციას სათავეში უდგას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (სააკაშვილის მიერ დაარსებული პარტია - რედ. .), ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის. ეს შეცდომაა. ისინი უნდა იყვნენ პროცესის რიგითი მონაწილეები და არა მთავარი როლის შემსრულებლები", - აღნიშნა არეშიძემ.
ოპოზიციურმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც „ოცნებას“ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში დაუპირისპირდა, განაცხადა „ტოტალური გაყალბების“ და ბრძოლის გაგრძელების განზრახვის შესახებ. მეტიც, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ განაცხადა, რომ განიხილება „მშვიდობიანი რევოლუციის სცენარი“.
„დღეს საქართველო არის ქვეყანა. თუ გვინდა გავხდეთ სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება რეფორმები და არა რევოლუციები. დღევანდელი პრემიერი დაგვპირდა რეფორმებს და განვითარებას. ჩვენ მისგან სწორედ ამას ველით. ნებისმიერი რევოლუცია არის დესტრუქცია, რაც დამანგრეველი და დამღუპველია ქვეყნისთვის. ბარამიძის სიტყვები „მშვიდობიან რევოლუციაზე" არაფერს ნიშნავს. ასეთი ცნება საერთოდ არ არსებობს. მშვიდობიანი განვითარება ევოლუციაა და ნებისმიერი რევოლუცია ქაოსია", - განაცხადა არეშიძემ.
ის დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც კვირას თბილისის ცენტრში აქციის გამართვას გეგმავს, ბევრი ადამიანის შეკრებას ვერ შეძლებს.
„ერთი-ორი დღით შეიკრიბებიან, კარვებიც კი შეიძლება გაშალონ, მაგრამ ხალხს ესმის, რომ ასეთი განვითარება საქართველოსთვის დამღუპველია“, - განაცხადა არეშიძემ.
კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს, ექსპერტმა განაცხადა, რომ ეს არაფერს შეცვლის.
„პირადად მე ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგი ვარ. ისინი არაფერს შეცვლის. რომ ყოფილიყო შანსი იმისა, რომ არჩევნები რაღაც შეცვლიდა, მაშინ კი. მაგრამ ხალხს ესმის, რომ ვადამდელი არჩევნები პოლიტიკურ სურათს ვერ შეცვლის. ჩვენ დაველოდებით 2024 წლის არჩევნებს“, – განაცხადა არეშიძემ.
სააკაშვილთან საკითხთან დაკავშირებით, ექსპერტმა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს უწოდა თავის ტკივილი - როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის.
„ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ის შეწყვეტს (შიმშილობას - რედ.). არ გამოვრიცხავ, რომ უკვე ეძებენ განვითარების სხვა შესაძლო გზებს. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირება მოხდება. სააკაშვილი არის თავის ტკივილი არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ოპოზიცისთვისაც“, - განაცხადა არეშიძემ.
ექსპერტმა ასევე გამოთქვა საკუთარი თვალსაზრისი საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პერსპექტივებზეც, რომელმაც წლის დასაწყისში პოსტი და „ქართული ოცნება“ დატოვა და საკუთარი პარტია შექმნა. გახარიას პარტიამ კენჭისყრის პირველ ტურში საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა და დაახლოებით 8% დააგროვა. რამდენიმე თვის წინ შექმნილმა პარტიამ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოახერხა საკრებულოებში მანდატების მოპოვება.
„ვფიქრობ, თავს ზევით ძალა არაა. გახარიას პარტიას არ აქვს ასეთი რესურსი. დადგა ახალი პოლიტიკოსების დრო, რომლებიც აუცილებლად გამოჩნდებიან მომავალ არჩევნებამდე. ესენი იქნებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღემდე არც თუ ისე აქტიურობდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა არეშიძემ.