Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

მერების არჩევნების შედეგები - პირველი და მეორე ტურის შედარება

© photo: Sputnikცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
გამოწერა
„ქართულმა ოცნებამ“ გაიუმჯობესა შედეგები თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გაიუმჯობესა თავისი შედეგები მერების არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც დიდ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში შაბათს გაიმართა.
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
„ნაცმოძრაობა“ ხელისუფლების შესაცვლელად „უკომპრომისო ბრძოლის გეგმას“ წარადგენს
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
თბილისის მერის პოსტზე მეორე ვადით – კალაძემ არჩევნებში გაიმარჯვა
ამომრჩევლებმა მეორე ტურში არჩევანი გააკეთეს საუკეთესო შედეგების მქონე ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50% +1 ხმა ვერ მოიპოვეს.
ამ დროისთვის ცესკომ ყველა საარჩევნო უბნებზე მიღებული ხმების 100% დათვალა, თბილისის გარდა, სადაც ტექნიკური ხარვეზის გამო არ არის დათვლილი ერთი უბანი სამგორის რაიონში.

თვითმმართველი ქალაქები:

თბილისი
კახა კალაძე „ქართული ოცნება" - 55,60% (პირველი ტური 45,01%);
ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 44,39% (პირველი ტური 34,01%).
(თბილისში მონაცემები დათვლილია უბნების 99,87%-ზე)
ბათუმი
არჩილ ჩიქოვანი „ქართული ოცნება" - 51,02% (პირველი ტური 41,08%);
გიორგი კირთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 48,98% (პირველი ტური 41,97%).
რუსთავი
ნინო ლაცაბიძე „ქართული ოცნება" - 53,72% (პირველი ტური 44,84%);
დავით კირკიტაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 46,28% (პირველი ტური 43,54%).
ქუთაისი
იოსებ ხახალეიშვილი „ქართული ოცნება" - 51.643% (პირველი ტური 41.45%);
ხატია დეკანოიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 48,36% (პირველი ტური 43,34%).
ფოთი
ბექა ვაჭარაძე „ქართული ოცნება" - 57,35% (პირველი ტური 46,85%);
გიგი უგულავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 42,65% (პირველი ტური 38,10%).

თვითმმართველი მინიციპალიტეტები

ზუგდიდი
მამუკა წოწერია „ქართული ოცნება" - 51,63% (პირველი ტური 41,15%);
ანზორ მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 48,37% (პირველი ტური 46,88%).
თელავი
ლევან ანდრიაშვილი „ქართული ოცნება" - 56,90% (პირველი ტური 46,75%);
გიორგი ბოტკოველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 43,10% (პირველი ტური 45,43%).
ხელვაჩაური
ზაზა დაისამიძე „ქართული ოცნება" - 55,01% (პირველი ტური 43,69%);
მიშა ბოლქვაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 44,993% (პირველი ტური 39,60%).
ქარელი
ზაზა გულიაშვილი „ქართული ოცნება" - 56,73% (პირველი ტური 45,77%);
ნიკოლოზ ახალკაცი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 43,27% (პირველი ტური 33,07%).
ხაშური
თენგიზ ჩიტიაშვილი „ქართული ოცნება" - 59,08% (პირველი ტური 43,77%);
იოსებ ბუაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 40,92% (პირველი ტური 34,627%).
ცაგერი
გიორგი ნემსაძე „ქართული ოცნება" - 62,87% (პირველი ტური 49,35%);
ბესარიონ ბენდელიანი „საქართველოსთვის" - 37,13% (პირველი ტური 35,03%).
ბაღდათი
კახა ენუქიძე „ქართული ოცნება" - 60,69% (პირველი ტური 49,53%);
გიორგი რობაქიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 39,31% (პირველი ტური 35,88%).
წყალტუბო
გენადი ბალანჩივაძე „ქართული ოცნება" - 57,17% (პირველი ტური 48,52%);
ზაზა მეტრეველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 42,83% (პირველი ტური 42,55%).
წალენჯიხა
გოგა გულორდავა „ქართული ოცნება" - 48,89% (პირველი ტური 38,23%).
გიორგი ხარჩილავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 51,11% (პირველი ტური 39,68%);
ჩხოროწყუ
დათო გოგუა „ქართული ოცნება" - 50,88% (პირველი ტური 43,29%);
ბადრი ქარჩავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 49,12% (პირველი ტური 35,304%).
ხობი
დავით ბუკია „ქართული ოცნება" - 56,78% (პირველი ტური 46,83%);
ბესიკი შენგელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 43,22% (პირველი ტური 33,84%).
სენაკი
ვახტანგ გადელია „ქართული ოცნება" - 53,08% (პირველი ტური 40,25%).
კობა ნაყოფია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 46,92% (პირველი ტური 42,34%);
მარტვილი
თორნიკე ჯანაშია „ქართული ოცნება" - 51,85% (პირველი ტური 43,76%);
თეიმურაზ ჯანაშია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 48,16% (პირველი ტური 36,29%).
ოზურგეთი
ავთანდილ თალაკვაძე „ქართული ოცნება" - 55,41% (პირველი ტური 44,22%);
კონსტანტინე შარაშენიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი - 44,59% (პირველი ტური 28,99%).
თიანეთი
ლევან წიკლაური „ქართული ოცნება" - 54,83% (პირველი ტური 43,20%).
თამაზ მეჭიაური „ერთიანი საქართველოსთვის" - 45,17% (პირველი ტური 30,10%).
ყველა ახალი ამბავი
0