Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

„ნაცმოძრაობა“ ხელისუფლების შესაცვლელად „უკომპრომისო ბრძოლის გეგმას“ წარადგენს

© photo: Sputnik / Stringerნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
გამოწერა
ოპოზიციის ლიდერები იწყებენ სასწრაფო კონსულტაციებს ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე, უკვე გაისმა ტერმინი „მშვიდობიანი რევოლუცია“
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ქართული ოპოზიცია შემდგომ სამოქმედო გეგმას დღესვე წარადგენს, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.
ასე გამოეხმაურა ის ცესკოს განცხადებას იმის შესახებ, რმ მერების არჩევნების მეორე ტურში პარტია დამარცხდა. წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციამ მეორე ტური ვერცერთ ქალაქში ვერ მოიგო, წალენჯიხის გარდა.
„ხვალ ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვდგებით თქვენს წინაშე, უკომპრომისო ბრძოლა იქნება“, - განაცხადა მელიამ და აღნიშნა, რომ „ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული. ძალიან დიდი ბოქლომი დაედო ამ საქმეს“.
მისი განცხადებით, „ვიწრიპარტიული ინტერესები აღარ არსებობს და ახლა ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანების დროა“.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
თბილისის მერის პოსტზე მეორე ვადით – კალაძემ არჩევნებში გაიმარჯვა
„იმუშავა კოალიციურმა ერთობამ, ხალხს რწმენა გაუღვიძა. რა არის ჩვენი ამოცანა? ეს კოალიცია კიდევ უფრო ფართო გახდეს, ამ კოალიციაში ყველას ადგილი უნდა იყოს, არამხოლოდ პოლიტიკოსების, საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების, ჟურნალისტების, ექიმების, ინჟინრების, ყველა ვინც გულახდილად არის შეწუხებული, რომ სახელმწიფოში არჩევნები ივანიშვილის პირობები აღარ ჩატარდება“, - განაცხადა მელიამ.
წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციურ პარტიებს შორის მომდევნო მოქმედებების სტრატეგიის საკითხზე მოლაპარაკებები დილიდანვე დაიწყება.
ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ განაცხადა, რომ განიხილება „მშვიდობიანი რევოლუციის სცენარი“.
„ხელისუფლებამ სხვა არაფერი დაგვიტოვა, გარდა მშვიდობიანი რევოლუციისა. მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს ამ რეჟიმის სრულ იზოლაციას, ყველა მოქალაქემ ზურგი უნდა შეაქციოს... ხვალ თუ არა ყველაზე გვიან ზეგ გრანდიოზული აქცია, ამ აქციის შემდეგ არასდროს დაშლა და გაგრძელება, კარვები იქნება ეს, პროტესტი, სხვადასხვა ქალაქში აქციები“, - განაცხადა ბარამიძემ.
ენმ-ის ლიდერების განცხადებებზე მმართველ პარტიაში გააფრთხილეს, რომ არეულობებს არ დაუშვებენ.
ჩვენი მხრიდან იქნება ადეკვატური პასუხი ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება გამოწვევა და საფრთხე საკონსტიტუციო წყობისთვის. ადეკვატურ პასუხში ჩვენ ვგულისხმობთ კანონსა და კონსტიტუციას, განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ალუდა ღუდუშაურმა.
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
„ქართული ოცნება": „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნების საკითხი ამოწურულია
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნები გაიმართა.
თითქმის ყველა ოლქში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომდგენლები დაუპირისპირდნენ. ოპოზიციამ განაცხადა, რომ კენჭისყრა ამომრჩეველთა მოსყიდვითა და გაყალბებით მიმდინარეობდა. მმართველ პარტიაში საპასუხოდ განაცხადეს ენმ-ის მხრიდან პროვოკაციებისა და სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0