https://sputnik-georgia.com/20211031/----------261656630.html
„დროა შეწყვიტო შიმშილობა“ - ექს-პრეზიდენტს ნიკოლოზ სააკაშვილმა მიმართა
„დროა შეწყვიტო შიმშილობა“ - ექს-პრეზიდენტს ნიკოლოზ სააკაშვილმა მიმართა
Sputnik საქართველო
დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 31-ე დღეა. ექს-პრეზიდენტი უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციაზე 31.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-31T10:41+0400
2021-10-31T10:41+0400
2021-10-31T10:44+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23843/22/238432237_0:0:3747:2109_1920x0_80_0_0_b21cc0b7f65ec945c8110e70851e9ee0.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მამა - ნიკოლოზ სააკაშვილი თავის შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და რუსთავის ციხეში პროტესტის ნიშნად უკვე 31-ე დღე შიმშილობს. ადვოკატების მეშვეობით მან მოსახლეობისადმი არაერთი მიმართვა გაავრცელა, სადაც მოუწოდებდა „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერისკენ და აცხადებდა, რომ ამ არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვებაზე „დამოკიდებულია მისი სიცოცხლეც“.მაგრამ, ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა არჩევნები მოიგეს ყველა დიდ ქალაქში თბილისის ჩათვლით. შაბათს საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური დაიწყო.ნიკოლოზ სააკაშვილმა გააზიარა კიდევ ერთი მიმართვა, რომელიც ექიმმა, პროფესორმა გიორგი ჩახუნაშვილმა მიხეილ სააკაშვილის უკვე როგორც მესამე პრეზიდენტის მიმართ გაავრცელა.„დღეს უკვე თავს ვაძლევ უფლებას და მივმართავ საქართველოს მესამე პრეზიდენტს! ჩვენ უფლება გვაქვს მოგთხოვოთ შიმშილის შეწყვეტა მკაცრი სამედიცინო კონტროლით, ვინაიდან თქვენთან ერთად წინ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი საქართველოს კეთილდღეობისათვის!“ - დაწერა გიორგი ჩახუნაშვილმა.წუხელ მიხეილ სააკაშვილს ანალოგიური მოწოდებით მიმართა ნიკა მელიამ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა.ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმ დღესვე გამოაცხადა შიმშილობა. მისთვის გამოტანილი ორი განაჩენის მიხედვით, მას ციხეში ექვსი წელი მოუწევს ყოფნა. ის საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211030/nika-meliam-mixeil-saakasvils-simsilobis-sewyvetisken-mouwoda-261646722.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23843/22/238432237_76:0:3589:2635_1920x0_80_0_0_2ea15d731da547c9e576b3c4b53d5e6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
„დროა შეწყვიტო შიმშილობა“ - ექს-პრეზიდენტს ნიკოლოზ სააკაშვილმა მიმართა
10:41 31.10.2021 (განახლებულია: 10:44 31.10.2021) დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 31-ე დღეა. ექს-პრეზიდენტი უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციაზე
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მამა - ნიკოლოზ სააკაშვილი თავის შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
მიხეილ სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და რუსთავის ციხეში პროტესტის ნიშნად უკვე 31-ე დღე შიმშილობს. ადვოკატების მეშვეობით მან მოსახლეობისადმი არაერთი მიმართვა გაავრცელა, სადაც მოუწოდებდა „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერისკენ და აცხადებდა, რომ ამ არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვებაზე „დამოკიდებულია მისი სიცოცხლეც“.
მაგრამ, ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა არჩევნები მოიგეს ყველა დიდ ქალაქში თბილისის ჩათვლით. შაბათს საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური დაიწყო.
„მიშა, მე ვთვლი რომ შენმა შიმშილობის 30-დღიანმა უმაგალითო პროტესტმა დიდი გავლენა მოახდინა ამომრჩევლის მობილიზაციაზე, რაც შედეგზე დადებითად აისახა. დროა შეწყვიტო პროტესტის ეს ფორმა და ძალები მოიკრიფო. ხალხს გვერდზე დგომა სჭირდება“, - დაწერა ნიკოლოზ სააკაშვილმა თავის
Facebook-გვერდზე.
ნიკოლოზ სააკაშვილმა გააზიარა კიდევ ერთი მიმართვა, რომელიც ექიმმა, პროფესორმა გიორგი ჩახუნაშვილმა მიხეილ სააკაშვილის უკვე როგორც მესამე პრეზიდენტის მიმართ გაავრცელა.
„დღეს უკვე თავს ვაძლევ უფლებას და მივმართავ საქართველოს მესამე პრეზიდენტს! ჩვენ უფლება გვაქვს მოგთხოვოთ შიმშილის შეწყვეტა მკაცრი სამედიცინო კონტროლით, ვინაიდან თქვენთან ერთად წინ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი საქართველოს კეთილდღეობისათვის!“ - დაწერა გიორგი ჩახუნაშვილმა.
წუხელ მიხეილ სააკაშვილს ანალოგიური მოწოდებით მიმართა ნიკა მელიამ - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა.
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმ დღესვე გამოაცხადა შიმშილობა. მისთვის გამოტანილი ორი განაჩენის მიხედვით, მას ციხეში ექვსი წელი მოუწევს ყოფნა. ის საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.