https://sputnik-georgia.com/20211030/nika-meliam-mixeil-saakasvils-simsilobis-sewyvetisken-mouwoda-261646722.html
ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა
ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა
Sputnik საქართველო
საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოცხადდა ორი ეგზიტპოლის შედეგები: ერთის თანახმად, თბილისში იმარჯვებს კახი კალაძე, მეორის თანახმად — ნიკა მელია. 30.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-30T22:19+0400
2021-10-30T22:19+0400
2021-10-30T22:19+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261625859_0:133:1280:854_1920x0_80_0_0_3cb52ca3a4ba04dc3d63d826a739bf5f.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. როდესაც ოპოზიცია გამარჯვებულია, მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიმართა პატიმრობაში მყოფ ექს-პრეზიდენტს თბილისის მერობის კანდიდატმა, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ.დღეს ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოცხადდა ორი ეგზიტპოლის შედეგები: ერთის თანახმად, თბილისში იმარჯვებს კახი კალაძე, მეორის თანახმად — ნიკა მელია.აღსანიშნავია, რომ როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ოსე ოპოზიცია გამარჯვებას ზეიმობენ.ნიკა მელიას თქმით, არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც რუსთავის ციხეში 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ამერიკული კომპანია GORBI–ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებით, კალაძეს ამომრჩეველთა ხმების 57,2% აქვს. ხოლო კალაძის მთავარ მოწინააღმდეგეს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას კი 42,8%. ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ დაკვეთით კომპანია „ანოვას“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებით კი, კალაძეს აქვს 49%, ხოლო მელიას - 51%. საუბარია 18:00 საათისთვის არსებულ წინასაწარ მონაცემებზე.ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმ დღესვე გამოაცხადა შიმშილობა. მისთვის გამოტანილი ორი განაჩენის მიხედვით, მას ციხეში ექვსი წელი მოუწევს ყოფნა. ის საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211030/melia-chvenborotebis-damarcxeba-movaxerxet-261645519.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261625859_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_a4d13b15e6ed18cd00350f18bcd5fa75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა
საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოცხადდა ორი ეგზიტპოლის შედეგები: ერთის თანახმად, თბილისში იმარჯვებს კახი კალაძე, მეორის თანახმად — ნიკა მელია.
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. როდესაც ოპოზიცია გამარჯვებულია, მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიმართა პატიმრობაში მყოფ ექს-პრეზიდენტს თბილისის მერობის კანდიდატმა, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ.
დღეს ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოცხადდა ორი ეგზიტპოლის შედეგები: ერთის თანახმად, თბილისში იმარჯვებს კახი კალაძე, მეორის თანახმად — ნიკა მელია.
აღსანიშნავია, რომ როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ოსე ოპოზიცია გამარჯვებას ზეიმობენ.
ნიკა მელიას თქმით, არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც რუსთავის ციხეში 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.
„რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაიარა მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, თავდადებული ქართველის თავდადებამ. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენ ახლა გვიყურებს და მინდა მივესალმო აქედან დიდი პატივისცემით და ვუსურვო ჯანმრთელობა... ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მან შეწყვიტოს შიმშილობა, იმიტომ რომ იგი გვჭირდება ჯანმრთელი და ცოცხალი და არ უნდა გავახაროთ ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ამერიკული კომპანია GORBI–ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებით, კალაძეს ამომრჩეველთა ხმების 57,2% აქვს. ხოლო კალაძის მთავარ მოწინააღმდეგეს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას კი 42,8%. ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ დაკვეთით კომპანია „ანოვას“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლებით კი, კალაძეს აქვს 49%, ხოლო მელიას - 51%. საუბარია 18:00 საათისთვის არსებულ წინასაწარ მონაცემებზე.
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან იმ დღესვე გამოაცხადა შიმშილობა. მისთვის გამოტანილი ორი განაჩენის მიხედვით, მას ციხეში ექვსი წელი მოუწევს ყოფნა. ის საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.