https://sputnik-georgia.com/20211030/melia-chvenborotebis-damarcxeba-movaxerxet-261645519.html
მელია: ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ ამ ბოროტების დამარცხება
მელია: ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ ამ ბოროტების დამარცხება
Sputnik საქართველო
საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოცხადდა ორი ეგზიტპოლის შედეგები: ერთის თანახმად თბილისში იმარჯვებს კახი კალაძე, მეორის თანახმად — ნიკა მელია. 30.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-30T21:29+0400
2021-10-30T21:29+0400
2021-10-30T21:38+0400
არჩევნები 2021
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260208754_0:113:1280:834_1920x0_80_0_0_7134aa8b625a54b1f87f8e00b712c275.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ნუ გეშინიათ ბატონო კალაძე და ღარიბაშვილო, აღიარეთ შედეგები, აღიარეთ დამარცხება, ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის, მიმართა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მმართველ პარტიას.დღეს ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოცხადდა ორი ეგზიტპოლის შედეგები: ერთის თანახმად თბილისში იმარჯვებს კახი კალაძე, მეორის თანახმად — ნიკა მელია.ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით კომპანია „ანოვას“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 51% მიიღო, მმართველი პარტია „ართლი ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა კახა კალაძემ კი 49%. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ამერიკული კომპანია GORBI–ის ეგზიტპოლის შედეგებით კი ლიდერობს კახა კალაძე – 57,2%, მელიამ კი ხმების 42,8% მიიღო.ნიკა მელიამ საკუთარ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საარჩევნო უბნებზე ხმების დაცვისკენ მოუწოდა.ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია და ხმების დათვლა მიმდინარეობს. ცესკო კენჭისყრის პირველად მონაცემებს გვიან ღამით გამოაქვეყნებს.
https://sputnik-georgia.com/20211030/gorbi-qartuli-cneba-yvela-qalaqshi-imarjvebs-261644132.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260208754_194:106:1174:841_1920x0_80_0_0_301ff45132b2afdf829e1c506884e18b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
მელია: ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ ამ ბოროტების დამარცხება
21:29 30.10.2021 (განახლებულია: 21:38 30.10.2021) საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოცხადდა ორი ეგზიტპოლის შედეგები: ერთის თანახმად თბილისში იმარჯვებს კახი კალაძე, მეორის თანახმად — ნიკა მელია.
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ნუ გეშინიათ ბატონო კალაძე და ღარიბაშვილო, აღიარეთ შედეგები, აღიარეთ დამარცხება, ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის, მიმართა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მმართველ პარტიას.
დღეს ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოცხადდა ორი ეგზიტპოლის შედეგები: ერთის თანახმად თბილისში იმარჯვებს კახი კალაძე, მეორის თანახმად — ნიკა მელია.
ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით კომპანია „ანოვას“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 51% მიიღო, მმართველი პარტია „ართლი ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა კახა კალაძემ კი 49%.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ამერიკული კომპანია GORBI–ის ეგზიტპოლის შედეგებით კი ლიდერობს კახა კალაძე – 57,2%, მელიამ კი ხმების 42,8% მიიღო.
ნიკა მელიამ საკუთარ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საარჩევნო უბნებზე ხმების დაცვისკენ მოუწოდა.
„მჯეროდა რომ ისტორია დაიწერებოდა და ეს ისტორია დაიწერა... მიუხედავად „ქართული ოცნების" ძალადობისა და ზიზღისა, ქართველმა ხალხმა შეძლო გამარჯვება და ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ ამ ბოროტების დამარცხება. მინდა, მივმართო ყველა ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს და მათი პარტიების წარმომადგენლებს, ჩემი ჩათვლით, ახლა შტაბებში ყოფნის დრო არ არის, ახლა ძალიან მშვიდად, ვისაც აქვს შესაბამისი აკრედიტაცია, უნდა შევიდეთ უბნებზე და დავიცვათ ხმები მოძალადეებისგან“, - აღნიშნა მან.
ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია და ხმების დათვლა მიმდინარეობს. ცესკო კენჭისყრის პირველად მონაცემებს გვიან ღამით გამოაქვეყნებს.