Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

GORBI: „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები ოთხ დიდ ქალაქში იმარჯვებენ

© Facebook / Georgian Dreamკალაძე, ღარიბაშვილი პარტიის ოფისში
კალაძე, ღარიბაშვილი პარტიის ოფისში - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
გამოწერა
ტელეკომპანია „იმედმა“ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები გაავრცელა
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ტელეკომპანია „იმედმა“ საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში მერების არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა – ყველა ქალაქში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატები იმარჯვებენ.
საქართველოს მოსახლეობამ დღეს 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.
ეგზიტპოლი ამერიკულმა კომპანია GORBI–მ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა.
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
არჩევნები 2021
კახა კალაძე: გილოცავთ გამარჯვებას, ხვალიდანვე შევუდგები პროექტების განხორციელებას
18:00 საათისთვის გამოკითხვის შედეგების თანახმად,რომელიც საარჩევნო უბნებთან ჩატარდა, ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
თბილისი
კახა კალაძე „ქართლი ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 57,2%
ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 42,8%
ბათუმი
არჩილ ჩიქოვანი „ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ - 50,8%
გიორგი კირთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 49,2%
რუსთავი
ნინო ლაცაბიძე – „ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ –53,8%
დავით კირკიტაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 46,2%
ქუთაისი
იოსებ ხახალეიშვილი „ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო – 51,9%
ხატია დეკანოიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 48,1%
გამოკითხვაში 150 საარჩევნო უბანთან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 17 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ყველა ახალი ამბავი
0