Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

„სხვა არჩევანი არ გვაქვს“ - ქართული ოპოზიცია პროტესტის ახალი ტალღისთვის ემზადება

© Sputnik / Levan Avlabreliზაალ უდუმაშვილი
ზაალ უდუმაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
გამოწერა
„ნაცმოძრაობა“ არჩევნების შემდეგ თავის პირველ ქუჩის აქციას დღეს თბილისის ცენტრში გამართავს
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის და საპროტესტო აქციებისთვის ემზადება, განაცხადა ენმ-ის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ არჩევნებს „ტოტალურად გაყალბებულს“ უწოდებს და დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე ამზადებს აქციას, რათა მხარდამჭერებს თავისი სამოქმედო გეგმები გააცნოს.
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
„ნაცმოძრაობა“ თავის მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას რუსთაველის გამზირზე გააცნობს
„ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავდივართ და ეს ბრძოლა არ იქნება იოლი. გამარჯვება არასდროს არ მოდის იოლად. საჭიროა ყველამ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ: ოპოზიციურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საზოგადოებამ... არ ვაპირებთ შეგუებას უსამართლობასთან. რა თქმა უნდა, იქნება პროტესტი, აქციები, იმიტომ რომ სხვა არჩევანს „ქართული ოცნება" არ უტოვებს მოსახლეობას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის პროტესტი გაგრძელდება საბოლოო შედეგამდე და სანამ ხალხი „არ დაიბრუნებს მის მიერვე გაკეთებულ არჩევანს".
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელი ლიდერობს. დანარჩენ 19 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში უპირატესობა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატების მხარესაა.
ყველა ახალი ამბავი
0