https://sputnik-georgia.com/20211031/osce-odihr-adgilobrivi-arcevnebis-meore-turi-kargad-organizebuli-iyo-261663887.html
OSCE/ODIHR: ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად ორგანიზებული იყო
OSCE/ODIHR: ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად ორგანიზებული იყო
Sputnik საქართველო
„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა” შეფასებით წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტული იყო და მთელს ქვეყანას ფარავდა. 31.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-31T15:40+0400
2021-10-31T15:40+0400
2021-11-01T11:15+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261623475_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_6c9ee6025d3def60fc55ee196a749886.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ზოგადად კარგად ორგანიზებული იყო, მაგრამ ხანგრძლივმა პოლარიზაციამ და ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე, – განაცხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა ბრიფინგზე.30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.მისი შეფასებით, მწვავე უთანასწორობამ და ხელისუფლებაში ყოფნის არასამთავრობო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი.გარდა ამისა, კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შეზღუდული იყო არასაკმარისი ზედამხედველობის გამო.დამკვირვებლის თქმით, არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი და კარგად ორგანიზებული იყო.„ადგილი ჰქონდა რამდენიმე დაპირისპირებას პარტიულ მხარდამჭერებს შორის საარჩევნო უბნების გარეთ“, - აღნიშნა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.კენჭისყრის და დათვლის პროცესი ზოგადად დადებითად შეფასდა, თუმცა ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს, განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს.დამკვირვებელთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად მოქმედებდნენ პარტიული მხარდამჭერების როლში და ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენ, აღნიშნა იონსონმა.გარდა ამისა, მისი თქმით, იყვნენ ჯგუფები, რომლებიც, სავარაუდოდ, გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩევლებზე, ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ არსებული სიტუაცია იყო შეშფოთების საგანი.ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართა. OSCE/ODIHR-დან ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში 300-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდებოდა.
https://sputnik-georgia.com/20211031/ra-darrvevebi-daafiqsirda-saertasoriso-gamwvirvaloba-saqartvelom-arcevnebis-meore-turze-261663192.html
https://sputnik-georgia.com/20211031/isfed-romeli-faqtebi-aisaxa-amomrcevelta-tavisufali-nebis-gamoxatvaze-261660865.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261623475_120:0:2851:2048_1920x0_80_0_0_a4b3574bc36f4bd2c28014b1af3f781f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
OSCE/ODIHR: ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად ორგანიზებული იყო
15:40 31.10.2021 (განახლებულია: 11:15 01.11.2021) „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა” შეფასებით წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტული იყო და მთელს ქვეყანას ფარავდა.
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ზოგადად კარგად ორგანიზებული იყო, მაგრამ ხანგრძლივმა პოლარიზაციამ და ნეგატიურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე, – განაცხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა ბრიფინგზე.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.
„კამპანია კონკურენტული იყო და მთელს ქვეყანას ფარავდა, მან დაჩრდილა ადგილობრივი საკითხები. ზოგადად, კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა, მაგრამ იყო ჩივილები დაშინებასა და ზეწოლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა იანსონმა.
მისი შეფასებით, მწვავე უთანასწორობამ და ხელისუფლებაში ყოფნის არასამთავრობო უპირატესობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი.
გარდა ამისა, კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შეზღუდული იყო არასაკმარისი ზედამხედველობის გამო.
„კერძო სატელევიზიო არხები განაგრძობდნენ მაღალ პოლარიზაციას და აშკარა მიკერძოების გამოვლენას, რაც აშკარად უზღუდავდა ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“, – განაცხადა იონსონმა.
დამკვირვებლის თქმით, არჩევნების დღე ზოგადად მშვიდი და კარგად ორგანიზებული იყო.
„ადგილი ჰქონდა რამდენიმე დაპირისპირებას პარტიულ მხარდამჭერებს შორის საარჩევნო უბნების გარეთ“, - აღნიშნა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.
კენჭისყრის და დათვლის პროცესი ზოგადად დადებითად შეფასდა, თუმცა ადგილი ჰქონდა გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს, განსაკუთრებით ხმების დათვლის დროს.
დამკვირვებელთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად მოქმედებდნენ პარტიული მხარდამჭერების როლში და ზოგჯერ პროცესშიც ერეოდნენ, აღნიშნა იონსონმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, იყვნენ ჯგუფები, რომლებიც, სავარაუდოდ, გავლენის მოხდენას ცდილობდნენ ამომრჩევლებზე, ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ არსებული სიტუაცია იყო შეშფოთების საგანი.
„მთლიანობაში, კანონმდებლობა ადეკვატურ საფუძველს იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, თუ მისი სრულყოფილად შესრულება მოხდება, მაგრამ ამავდროულად ის ზედმეტად რთულია და შეიცავს რიგ შეუსაბამობებს“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართა. OSCE/ODIHR-დან ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში 300-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდებოდა.