Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

რა დარღვევები დააფიქსირა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ არჩევნების მეორე ტურზე

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
გამოწერა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურს მთელი ქვეყნის მასშტაბით 250-მდე დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი.
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დამკვირვებლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირეს, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.
მარკირება არჩევნებზე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
ISFED: რომელი ფაქტები აისახა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვაზე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურს მთელი ქვეყნის მასშტაბით 250-მდე დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ჩვენ მიერ დაფიქსირდა 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში მთლიანობაში 23 საჩივარი დაწერეს“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციის ცნობით, არჩევნების დღის პირველი ნახევარი ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ბევრ საარჩევნო ოლქში სიტუაცია დაიძაბა და გახშირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები. ასევე, ხშირი იყო ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის და საარჩევნო უბნებზე მოსული ამომრჩევლის არალეგიტიმური ხერხებით აღნუსხვის ფაქტები.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე შეინიშნებოდა პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს. პრობლემური იყო მიკერძოებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ ჩადენილი არაერთი დარღვევა, რასაც ხშირ შემთხვევაში საარჩევნო კომისიებიც უწყობდნენ ხელს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის გვერდზე.
გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებით, კენჭისყრის შედეგების დათვლისა და შეჯამების ეტაპზე ტენდენციის სახე ჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმების დედნების შედგენის პროცესის ხელოვნურად დაყოვნებისა და საოლქო საარჩევნო კომისიებთან ოქმების პროექტების წინასწარი შეთანხმების პრაქტიკას.
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
ცესკომ თბილისში ყველა უბანი დათვალა: ახალი მონაცემები
გარდა ამისა, არაერთ უბანზე დაფიქსირდა კომისიების მიერ ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების არასწორად განაწილების ფაქტები. ცესკომ არჩევნების შედეგების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესული ოქმების გასაჯაროების პარალელურად დაიწყო, რაც პირველი ტურის დროს არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებაა.
„ვინაიდან ბევრ საარჩევნო ოლქში კანდიდატების მიერ მიღებულ ხმებს შორის მცირე სხვაობა დაფიქსირდა, წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებსა და პრობლემურ ტენდენციებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ამის გამო, შესაძლოა, საზოგადოებაში საფუძვლიანი კითხვები არსებობდეს არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0