Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ცესკომ თბილისში ყველა უბანი დათვალა: ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
გამოწერა
ოპოზიციის ლიდერები იწყებენ სასწრაფო კონსულტაციებს ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე, უკვე გაისმა ტერმინი „მშვიდობიანი რევოლუცია“.
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისში ყველა, 769 საარჩევნო უბნის მონაცემები დათვალა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 55,603% მიიღო, მისმა კონკურენტმა, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი 44,397%.
ამგვარად, კახა კალაძე ნიკა მელიას 52.142 ხმით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ კალაძეს არჩევნები თბილისის ყველა რაიონში აქვს მოგებული.
მარკირება არჩევნებზე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
ISFED: რომელი ფაქტები აისახა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვაზე
რაც შეეხება მონაცემებს თბილისის რაიონების მიხედვით, კახა კალაძემ საუკეთესო შედეგი აჩვენა დიდუბეში - 58, 045% (მელია - 41,955%), ხოლო მელიას საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა გლდანში - 47,232% (კალაძე - 52,768%).
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გარდა, ყველა დიდ ქალაქში – ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და რუსთავში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელისუფლებას გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ლიდერები იწყებენ სასწრაფო კონსულტაციებს ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე, უკვე გაისმა ტერმინი „მშვიდობიანი რევოლუცია“.
ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს არაუგვიანეს 13 ნოემბრისა გამოაცხადებს.
ყველა ახალი ამბავი
0