https://sputnik-georgia.com/20211031/isfed-romeli-faqtebi-aisaxa-amomrcevelta-tavisufali-nebis-gamoxatvaze-261660865.html
ISFED: რომელი ფაქტები აისახა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვაზე
ISFED: რომელი ფაქტები აისახა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვაზე
Sputnik საქართველო
მთლიანობაში, ხმების დათვლის პროცესი ISFED-მა დადებითად შეაფასა. 31.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-31T13:26+0400
2021-10-31T13:26+0400
2021-10-31T13:26+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261617110_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_2630647f787934bf3e6f9017441cf6c4.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ტექნიკური თვალსაზრისით კანონის დაცვით ჩატარდა, მაგრამ, დაფიქსირდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის და საარჩევნო უბნებთან მათი აღრიცხვის ფაქტები, ნათქვამია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) განცხადებაში.შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.ამასთან მან მიუთითა იმ დარღვევებზე, რომლებიც, შესაძლოა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არჩევნების შედეგებზე აისახა.„არჩევნების დღეს გამოვლენილ პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, (ამომრჩეველთა - რედ.) მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა“, - აღნიშნა დოლიძემ.მთლიანობაში, ხმების დათვლის პროცესი ISFED-მა დადებითად შეაფასა.ამ დროისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიებში 161 საჩივარი შეიტანეს.არჩევნებს ISFED-ოს 27 მობილური ჯგუფი აკვირდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები იყვნენ წარმოდგენილი 544 საუბნო და 29 საოლქო საარჩევნო კომისიაში, მათ შორის ხუთ თვითმმართველ ქალაში და სამ მუნიციპალიტეტში.
https://sputnik-georgia.com/20211031/cesko-arcevnebi-konkurentuli-iyo-magram-xarvezebic-dafiqsirda-261659023.html
https://sputnik-georgia.com/20211031/merebis-arcevnebis-sedegebi-pirveli-da-meore-turis-sedareba-261659486.html
https://sputnik-georgia.com/20211030/zewola-da-karuselebi-opozicia-dargvevebze-saubribs-261637893.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261617110_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_7107f3ed00d51b4952cc66c06901d855.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ISFED: რომელი ფაქტები აისახა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვაზე
მთლიანობაში, ხმების დათვლის პროცესი ISFED-მა დადებითად შეაფასა.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ტექნიკური თვალსაზრისით კანონის დაცვით ჩატარდა, მაგრამ, დაფიქსირდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის და საარჩევნო უბნებთან მათი აღრიცხვის ფაქტები, ნათქვამია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) განცხადებაში.
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.
„ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების მიხედვით წარიმართა“, - განაცხადა ISFED-ოს აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ პრესკონფერენციაზე.
ამასთან მან მიუთითა იმ დარღვევებზე, რომლებიც, შესაძლოა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არჩევნების შედეგებზე აისახა.
„არჩევნების დღეს გამოვლენილ პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, (ამომრჩეველთა - რედ.) მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა“, - აღნიშნა დოლიძემ.
მთლიანობაში, ხმების დათვლის პროცესი ISFED-მა დადებითად შეაფასა.
„რაც შეეხება ხმის დათვლის და შედეგების შეჯამების პროცესს, ორგანიზაციას ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზი არ გამოუვლენია, თუმცა დაფიქსირდა ბიულეტენების არასწორად ან მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები“, - განაცხადა დოლიძემ.
ამ დროისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიებში 161 საჩივარი შეიტანეს.
არჩევნებს ISFED-ოს 27 მობილური ჯგუფი აკვირდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები იყვნენ წარმოდგენილი 544 საუბნო და 29 საოლქო საარჩევნო კომისიაში, მათ შორის ხუთ თვითმმართველ ქალაში და სამ მუნიციპალიტეტში.