Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ცესკო: არჩევნები კონკურენტული იყო, მაგრამ ხარვეზებიც დაფიქსირდა

© CEC of Georgiaცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
გამოწერა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური საქართველოში ჩატარებულად გამოაცხადა.
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური კონკურენტულად ჩატარდა, თუმცა იყო ხარვეზებიც, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.
„საარჩევნო პროცესი იყო საკმაოდ კონკურენტული, მიუხედავად ამისა იყო ხარვეზებიც, თუმცა საერთო ჯამში არა მარტო ჩვენი შეფასებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა კოვიდუსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო. ხოლო ცალკეულ შემთხვევებში მცირე ხნით შეფერხდა კენჭისყრის პროცესი რამდენიმე უბანზე კონკრეტული ინცინდენტების გამო, რასაც მთლიან კენჭისყრაზე გავლენა არ ჰქონია“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური საქართველოში ჩატარებულად გამოაცხადა. მისი თქმით, პანდემიის პირობებში კენჭისყრაში 1.025.406-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
ცესკომ თბილისში ერთის გარდა ყველა უბანი დათვალა: ახალი მონაცემები
გიორგი კალანდარიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასაწარი შედეგებიც წარმოადგინა და აქვე ისიც განმარტა, თუ რატომ არ მოხდა თბილისის ყველა უბნის მონაცემების ატვირთვა კომისიის ვებ-გვერდზე დროულად.
„თბილისის შემთხვევაში 769 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 1 უბნის შედეგი არ არის ატვირთული. ამ შემთხვევაში ტექნიკურ ხარვეზთან გავქვს საქმე და რამდენიმე წუთში ეს ხარვეზი გამოსწორებული იქნება, შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ 98,87% არის დათვლილი, საიდანაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკანორ მელიამ მიიღო 44,39%, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ - 55,60%", - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 51, 92% შეადგინა, მეორე ტურში კი ეს მაჩვენებელი 49,9% იყო.
ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს არაუგვიანეს 13 ნოემბრისა გამოაცხადებს.
ყველა ახალი ამბავი
0