https://sputnik-georgia.com/20211031/ceskom-tbilissi-ertis-garda-yvela-ubani-daitvala-axali-monacemebi-261656143.html
ცესკომ თბილისში ერთის გარდა ყველა უბანი დათვალა: ახალი მონაცემები
ცესკომ თბილისში ერთის გარდა ყველა უბანი დათვალა: ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
ოპოზიციის ლიდერები იწყებენ სასწრაფო კონსულტაციებს ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე, უკვე გაისმა ტერმინი „მშვიდობიანი რევოლუცია“. 31.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-31T10:03+0400
2021-10-31T10:03+0400
2021-11-01T11:10+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260121117_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_4154879dfd38841ead99b4d5adea00a1.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის გამარჯვება კიდევ ერთხელ დაადასტურა.ამ დროისთვის თბილისის 769 უბნიდან 768 საარჩევნო უბნის მონაცემებია დათვლილი. ეს ბიულეტენების 99,87%–ია. ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულია ყველა უბნის მონაცემები, გარდა სამგორის ოლქის 86-ე უბნისა.ამგვარად, კახა კალაძე ნიკა მელიას 52.115 ხმით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ კალაძეს არჩევნები თბილისის ყველა რაიონში აქვს მოგებული.რაც შეეხება მონაცემებს თბილისის რაიონების მიხედვით, კახა კალაძემ საუკეთესო შედეგი აჩვენა დიდუბეში - 58, 045% (მელია - 41,955%), ხოლო მელიას საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა გლდანში - 47,232% (კალაძე - 52,768%).30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გარდა, ყველა დიდ ქალაქში – ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და რუსთავში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელისუფლებას გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ლიდერები იწყებენ სასწრაფო კონსულტაციებს ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე, უკვე გაისმა ტერმინი „მშვიდობიანი რევოლუცია“.
https://sputnik-georgia.com/20211031/nacmozraoba-xelisuflebis-sesacvlelad-ukompromiso-brzolis-gegmas-waradgens-261653664.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260121117_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_51702789320adf9f6d8427f2b8f656d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ცესკომ თბილისში ერთის გარდა ყველა უბანი დათვალა: ახალი მონაცემები
10:03 31.10.2021 (განახლებულია: 11:10 01.11.2021) ოპოზიციის ლიდერები იწყებენ სასწრაფო კონსულტაციებს ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე, უკვე გაისმა ტერმინი „მშვიდობიანი რევოლუცია“.
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის გამარჯვება კიდევ ერთხელ
დაადასტურა.
ამ დროისთვის თბილისის 769 უბნიდან 768 საარჩევნო უბნის მონაცემებია დათვლილი. ეს ბიულეტენების 99,87%–ია. ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულია ყველა უბნის მონაცემები, გარდა სამგორის ოლქის 86-ე უბნისა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 55,607% მიიღო, მისმა კონკურენტმა, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი 44,393%.
ამგვარად, კახა კალაძე ნიკა მელიას 52.115 ხმით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ კალაძეს არჩევნები თბილისის ყველა რაიონში აქვს მოგებული.
რაც შეეხება მონაცემებს თბილისის რაიონების მიხედვით, კახა კალაძემ საუკეთესო შედეგი აჩვენა დიდუბეში - 58, 045% (მელია - 41,955%), ხოლო მელიას საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა გლდანში - 47,232% (კალაძე - 52,768%).
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გარდა, ყველა დიდ ქალაქში – ბათუმში, ფოთში, ქუთაისსა და რუსთავში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელისუფლებას გაყალბებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის ლიდერები იწყებენ სასწრაფო კონსულტაციებს ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე, უკვე გაისმა ტერმინი „მშვიდობიანი რევოლუცია“.