https://sputnik-georgia.com/20211024/saxalxo-damcvelma-gldanis-cixis-saavadmyofo-seamowma-ombudsmenis-angarisi-261448060.html
სახალხო დამცველმა გლდანის ციხის საავადმყოფო შეამოწმა: ომბუდსმენის ანგარიში
სახალხო დამცველმა გლდანის ციხის საავადმყოფო შეამოწმა: ომბუდსმენის ანგარიში
Sputnik საქართველო
ომბუდსმენის განცხადებით, ციხის საავადმყოფო არ პასუხობს სამედიცინო კანსილიუმის დასკვნაში გათვალისწინებულ პირობებს, შეიცავს უსაფრთხოების რისკებს ამიტომ საჭიროა... 24.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-24T21:11+0400
2021-10-24T21:11+0400
2021-10-24T21:11+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
ადამიანის უფლებები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/13/247551338_0:34:1024:610_1920x0_80_0_0_f074878819dec8e62edac5b1b83009e6.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის გლდანის ციხის ტერიტორიაზე არსებული N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა. შესაბამისი ანგარიში ომბუდსმენის აპარატის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.კერძოდ, 24 ოქტომბერს ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.N18 დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებით, ასევე, ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო აღჭურვილობის დათვალიერებით დადგინდა, რომ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა ითვალისწინებს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებას, რაც N18 დაწესებულებაში შეუძლებელია.მაგალითად, ვერ განხორციელდება მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება. ასევე, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი.მონიტორინგმა ცხადყო, რომ იმ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება პერიოდულად სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში, ამან შესაძლოა მოშიმშილე პაციენტის გაყვანის პერიოდში საკმაოდ მძიმე ან გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს.სახალხო დამცველის განცხადებით, გლდანის დაწესებულებაში იმ კატეგორიის პატიმრები არიან მოთავსებული, რომლებსაც გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი აქვთ სხვა პატიმრებთან (ყოფილი პოლიციელები, სამხედროები, თანამდებობის პირები). შესაბამისად, სააკაშვილის ნებისმიერი სახით გადაკვეთა სხვა პატიმრებთან წარმოშობს უსაფრთხოების რისკებს.გარდა ამისა, ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს. პრობლემური იქნება მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლაც, რა დროსაც იზრდება გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირებისა თუ შეურაცხყოფის მიყენების რისკები.ომბუდსმენის თქმით, აღნიშნული საფრთხეები ხელს შეუშლის ამ დაწესებულებების პატიმართა და თანამშრომელთა სიმშვიდეს, დაწესებულებების გამართულ ფუნქციონირებასა და წესრიგს, რაც ყველა პატიმრის მდგომარეობაზე აისახება.დღეს ბრიფინგზე ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფოში იგეგმება იმიტირებული ბუნტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციის მიზნით. ადვოკატი მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ უახლოეს საათებში გადაწყვიტოს ექს-პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საკითხი, სადაც იქნება უზრუნველყოფილი მისი უსაფრთხოება და ყველა ზომა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.დღეს მან მიმართა სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას თხოვნით, მონაწილეობა მიიღოს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის პროცესში.სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 24-ე დღეა შიმშილობს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეკრებილმა სამედიცინო კონსილიუმმა გასცა რეკომენდაცია შერეული ტიპის მრავალპროფილურ კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ. იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის გადაყვანა მოხდება მხოლოდ გლდანის ციხეში არსებულ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ის სრულად არის აღჭურვილი მოშიმშილე პაციენტების მართვისთვის.მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
https://sputnik-georgia.com/20211024/apireben-saakasvilis-likvidacias-nika-gvaramias-skandaluri-gancxadeba-261442271.html
https://sputnik-georgia.com/20211024/imitirebuli-bunti-generaluri-inspeqcia-nika-gvaramiastan-gasaubrebas-apirebs-261447520.html
https://sputnik-georgia.com/20211024/sruli-bodvaa-raribasvili-saakasvilis-sesazlo-likvidaciis-sesaxeb-worebs-gamoexmaura-261444895.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24755/13/247551338_60:43:914:683_1920x0_80_0_0_14702ef0ffc65dc20850c60c66baea8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, ადამიანის უფლებები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
სახალხო დამცველმა გლდანის ციხის საავადმყოფო შეამოწმა: ომბუდსმენის ანგარიში
ომბუდსმენის განცხადებით, ციხის საავადმყოფო არ პასუხობს სამედიცინო კანსილიუმის დასკვნაში გათვალისწინებულ პირობებს, შეიცავს უსაფრთხოების რისკებს ამიტომ საჭიროა ალტერნატიული კლინიკა შეირჩეს
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის გლდანის ციხის ტერიტორიაზე არსებული N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა. შესაბამისი ანგარიში ომბუდსმენის აპარატის
Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
ომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის.
კერძოდ, 24 ოქტომბერს ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
N18 დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებით, ასევე, ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო აღჭურვილობის დათვალიერებით დადგინდა, რომ უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა ითვალისწინებს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებას, რაც N18 დაწესებულებაში შეუძლებელია.
მაგალითად, ვერ განხორციელდება მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება. ასევე, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი.
მონიტორინგმა ცხადყო, რომ იმ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება პერიოდულად სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში, ამან შესაძლოა მოშიმშილე პაციენტის გაყვანის პერიოდში საკმაოდ მძიმე ან გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს.
სახალხო დამცველის განცხადებით, გლდანის დაწესებულებაში იმ კატეგორიის პატიმრები არიან მოთავსებული, რომლებსაც გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი აქვთ სხვა პატიმრებთან (ყოფილი პოლიციელები, სამხედროები, თანამდებობის პირები). შესაბამისად, სააკაშვილის ნებისმიერი სახით გადაკვეთა სხვა პატიმრებთან წარმოშობს უსაფრთხოების რისკებს.
გარდა ამისა, ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს. პრობლემური იქნება მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლაც, რა დროსაც იზრდება გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირებისა თუ შეურაცხყოფის მიყენების რისკები.
ომბუდსმენის თქმით, აღნიშნული საფრთხეები ხელს შეუშლის ამ დაწესებულებების პატიმართა და თანამშრომელთა სიმშვიდეს, დაწესებულებების გამართულ ფუნქციონირებასა და წესრიგს, რაც ყველა პატიმრის მდგომარეობაზე აისახება.
დღეს ბრიფინგზე ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფოში იგეგმება იმიტირებული ბუნტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციის მიზნით. ადვოკატი მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ უახლოეს საათებში გადაწყვიტოს ექს-პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საკითხი, სადაც იქნება უზრუნველყოფილი მისი უსაფრთხოება და ყველა ზომა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
დღეს მან მიმართა სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას თხოვნით, მონაწილეობა მიიღოს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის პროცესში.
სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 24-ე დღეა შიმშილობს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეკრებილმა სამედიცინო კონსილიუმმა გასცა რეკომენდაცია შერეული ტიპის მრავალპროფილურ კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ. იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის გადაყვანა მოხდება მხოლოდ გლდანის ციხეში არსებულ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ის სრულად არის აღჭურვილი მოშიმშილე პაციენტების მართვისთვის.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.