https://sputnik-georgia.com/20211024/apireben-saakasvilis-likvidacias-nika-gvaramias-skandaluri-gancxadeba-261442271.html
აპირებენ სააკაშვილის ლიკვიდაციას - ნიკა გვარამიას სკანდალური განცხადება
აპირებენ სააკაშვილის ლიკვიდაციას - ნიკა გვარამიას სკანდალური განცხადება
Sputnik საქართველო
გვარამიამ მიმართა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თხოვნით, მონაწილეობა მიიღოს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის პროცესში. 24.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-24T14:09+0400
2021-10-24T14:09+0400
2021-10-24T14:18+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260420240_0:85:1280:806_1920x0_80_0_0_2c995f33a7e62c64ad321e7b3b558ede.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ციხეში იმიტირებული ბუნტის დროს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება, ასეთი განცხადება გააკეთა ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.მისი თქმით, ციხის საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს რამდენიმე პატიმარი, რომლებიც ბუნტის ინიციატორები უნდა გახდნენ,ადვოკატი ხელისუფლებას მოუწოდებს, უახლოეს საათებში გადაწყვიტოს ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის საკითხი მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც სააკაშვილის უსაფრთხოება იქნება დაცული.გვარამიას თქმით, შიმშილობის 24-ე დღეს არ არის გამორიცხული გულის გაჩერება.„გარდა ამისა, ყველაზე მაღალი რისკი რაც ახლა ემუქრება სააკაშვილს, არის გულის გაჩერების რისკი. შესაბამისად, ამ ციხის ე.წ. საავადმყოფოში უნდა იყოს კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე. კერძოდ, ინტერვენციული კარდიოლოგია, ანგიოკარდიოლოგიური ლაბორატორია, ენდოკარდიული პეისმეიკერის იმპლანტი, იმპლანტაციის შესაძლებლობა და კათეტერალური აბლაცია, სტენოკარდიოლი და თრმობოზული გართულებების მართვა - ეს ამ კლინიკაში არის შეუძლებელი“, - განაცხადა გვარამიამ.მან მიმართა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თხოვნით, მონაწილეობა მიიღოს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის პროცესში. ის ასევე ელოდება ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას.მანამდე ტიკარაძემ განმარტა, რომ ციხის საავადმყოფოში ექს-პრეზიდენტის სამკურნალოდ ყველა პირობა არსებობს, ამიტომ მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა არ დგას..მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 24–ე დღეა შიმშილობს. პარასკევს მას სისხლის გადასხმა გაუკეთდა, რადგან სისხლის ერთ-ერთი პარამეტრი გაუარესდა. 19 ოქტომბერს ექიმების კონსილიუმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია გლდანის ციხეში არსებულ №18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება.საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათგან ორ საქმეზე განაჩენი გამოტანილია, დანარჩენი საქმეები კი სასამართლო განხილვის სტადიაშია.
https://sputnik-georgia.com/20211023/piradi-eqimi-konsiliumi-tanaxmaa-saakasvili-mravalprofilur-klinikasi-gadavides-261436148.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260420240_55:0:1191:852_1920x0_80_0_0_a4e741d5564ebbdf505cc84e094a0a95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
აპირებენ სააკაშვილის ლიკვიდაციას - ნიკა გვარამიას სკანდალური განცხადება
14:09 24.10.2021 (განახლებულია: 14:18 24.10.2021) გვარამიამ მიმართა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თხოვნით, მონაწილეობა მიიღოს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის პროცესში.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ციხეში იმიტირებული ბუნტის დროს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაცია იგეგმება, ასეთი განცხადება გააკეთა ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.
„ჩვენი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირდაპირ უსაფრთხოების პრობლემების შემცველი და ეს მოხდება ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების მიერ. იქნება ე.წ. იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით“, - განაცხადა გვარამიამ თავისი არხის პირდაპირ ეთერში.
მისი თქმით, ციხის საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს რამდენიმე პატიმარი, რომლებიც ბუნტის ინიციატორები უნდა გახდნენ,
ადვოკატი ხელისუფლებას მოუწოდებს, უახლოეს საათებში გადაწყვიტოს ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის საკითხი მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც სააკაშვილის უსაფრთხოება იქნება დაცული.
გვარამიას თქმით, შიმშილობის 24-ე დღეს არ არის გამორიცხული გულის გაჩერება.
„გარდა ამისა, ყველაზე მაღალი რისკი რაც ახლა ემუქრება სააკაშვილს, არის გულის გაჩერების რისკი. შესაბამისად, ამ ციხის ე.წ. საავადმყოფოში უნდა იყოს კარდიოლოგიური სერვისის მეორე დონე. კერძოდ, ინტერვენციული კარდიოლოგია, ანგიოკარდიოლოგიური ლაბორატორია, ენდოკარდიული პეისმეიკერის იმპლანტი, იმპლანტაციის შესაძლებლობა და კათეტერალური აბლაცია, სტენოკარდიოლი და თრმობოზული გართულებების მართვა - ეს ამ კლინიკაში არის შეუძლებელი“, - განაცხადა გვარამიამ.
მან მიმართა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას თხოვნით, მონაწილეობა მიიღოს სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის პროცესში. ის ასევე ელოდება ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას.
მანამდე ტიკარაძემ განმარტა, რომ ციხის საავადმყოფოში ექს-პრეზიდენტის სამკურნალოდ ყველა პირობა არსებობს, ამიტომ მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა არ დგას..
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად 24–ე დღეა შიმშილობს. პარასკევს მას სისხლის გადასხმა გაუკეთდა, რადგან სისხლის ერთ-ერთი პარამეტრი გაუარესდა. 19 ოქტომბერს ექიმების კონსილიუმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია გლდანის ციხეში არსებულ №18 სამკურნალო დაწესებულებაში მოხდება.
საქართველოში ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათგან ორ საქმეზე განაჩენი გამოტანილია, დანარჩენი საქმეები კი სასამართლო განხილვის სტადიაშია.