https://sputnik-georgia.com/20211024/imitirebuli-bunti-generaluri-inspeqcia-nika-gvaramiastan-gasaubrebas-apirebs-261447520.html
იმიტირებული ბუნტი: გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიასთან გასაუბრებას აპირებს
იმიტირებული ბუნტი: გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიასთან გასაუბრებას აპირებს
Sputnik საქართველო
გენინსპექციის განცხადებას გამოეხმაურა ნიკა გვარამია, რომელიც აცხადებს, რომ მას გასაუბრებისთვის დრო ჯერჯერობით არ აქვს 24.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-24T20:20+0400
2021-10-24T20:20+0400
2021-10-24T20:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097882_0:75:1500:919_1920x0_80_0_0_53fcef9973f4904f4eb1521832bb52a6.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გლდანის ციხეში იმიტირებული ბუნტის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორთან, ციხეში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ ნიკა გვარამიასთან გასაუბრება სურს.დღეს ბრიფინგზე ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფოში იგეგმება იმიტირებული ბუნტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციის მიზნით. ადვოკატი მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ უახლოეს საათებში გადაწყვიტოს ექს-პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საკითხი, სადაც იქნება უზრუნველყოფილი მისი უსაფრთხოება და ყველა ზომა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.გვარამიას გასაუბრებაზე ორშაბათს, 25 ოქტომბერს იწვევენ.აღნიშნულ განცხადებას ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც იმიტირებული ბუნტის შესახებ ჭორებს „სრული ბოდვა“ უწოდა.იუსტიციის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა ნიკა გვარამია. მისი თქმით, მას ჯერჯერობით სასაუბროდ არ სცალია.„იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციას იმიტირებული ბუნტის თაობაზე ჩემთან გასაუბრება სურს. დღეს არ მცალია... რომ მოვიცლი, გაგესაუბრებით“, - წერს ნიკა გვარამია თავის Facebook-ზე.მისი თქმით, მან აღნიშნულ საკითხზე სატელევიზიო ეთერში მაყურებლებს უნდა ესაუბროს.სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 24-ე დღეა შიმშილობს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეკრებილმა სამედიცინო კონსილიუმმა გასცა რეკომენდაცია შერეული ტიპის მრავალპროფილურ კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ. იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის გადაყვანა მოხდება მხოლოდ გლდანის ციხეში არსებულ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ის სრულად არის აღჭურვილი მოშიმშილე პაციენტების მართვისთვის.მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
https://sputnik-georgia.com/20211024/apireben-saakasvilis-likvidacias-nika-gvaramias-skandaluri-gancxadeba-261442271.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/78/234097882_87:0:1412:994_1920x0_80_0_0_ac2408062faa839d3b114f5a7c5ca253.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
იმიტირებული ბუნტი: გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიასთან გასაუბრებას აპირებს
გენინსპექციის განცხადებას გამოეხმაურა ნიკა გვარამია, რომელიც აცხადებს, რომ მას გასაუბრებისთვის დრო ჯერჯერობით არ აქვს
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გლდანის ციხეში იმიტირებული ბუნტის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორთან, ციხეში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ ნიკა გვარამიასთან გასაუბრება სურს.
დღეს ბრიფინგზე ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფოში იგეგმება იმიტირებული ბუნტი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციის მიზნით. ადვოკატი მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ უახლოეს საათებში გადაწყვიტოს ექს-პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საკითხი, სადაც იქნება უზრუნველყოფილი მისი უსაფრთხოება და ყველა ზომა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
გვარამიას გასაუბრებაზე ორშაბათს, 25 ოქტომბერს იწვევენ.
„იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი გვარამიას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით 25 ოქტომბერს გაესაუბრება. ნიკა გვარამიას ცნობით, N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური გარანტია არ არსებობს და მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას იმიტირებული ბუნტი იგეგმება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციით დასრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ განცხადებას ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც იმიტირებული ბუნტის შესახებ ჭორებს „სრული ბოდვა“ უწოდა.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა ნიკა გვარამია. მისი თქმით, მას ჯერჯერობით სასაუბროდ არ სცალია.
„იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციას იმიტირებული ბუნტის თაობაზე ჩემთან გასაუბრება სურს. დღეს არ მცალია... რომ მოვიცლი, გაგესაუბრებით“, - წერს ნიკა გვარამია თავის
Facebook-ზე.
მისი თქმით, მან აღნიშნულ საკითხზე სატელევიზიო ეთერში მაყურებლებს უნდა ესაუბროს.
სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 24-ე დღეა შიმშილობს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეკრებილმა სამედიცინო კონსილიუმმა გასცა რეკომენდაცია შერეული ტიპის მრავალპროფილურ კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ. იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის გადაყვანა მოხდება მხოლოდ გლდანის ციხეში არსებულ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ის სრულად არის აღჭურვილი მოშიმშილე პაციენტების მართვისთვის.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია, თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.