რომელი ქვეყნიდან სტუმრობდა ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოს – ახალი სტატისტიკა

ტურისტები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში
ტურისტები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
საქართველოში ჩამოსული მოგზაურების რიცხვი სექტემბერში 4,5-ჯერ გაიზარდა, მაგრამ პირველი ცხრა თვის მონაცემებით 18,5%-ით შემცირდა.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა საქართველოში სექტემბერში 4,5-ჯერ გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
სექტემბერში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურებმა განახორციელეს 247,1 ათასი ვიზიტი. აქედან ტურისტული იყო 209,6 ათასი. ამასთან, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა.
საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი ორჯერ გაიზარდა>>
იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ვიზიტების საერთო რაოდენობამ 1,3 მლნ შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდზე 18,5%-ით ნაკლებია.
ლიდერობენ რუსეთის მოქალაქეები
სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთის მოქალაქეებმა განახორციელეს – 33,1 ათასი, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია, მაგრამ 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 77%-ით ნაკლები.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2021
მინისტრი: საქართველოში ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
იზრდება ქართული დიასპორის წარმომადგენელთა რაოდენობაც, რომლებიც ისტორიულ სამშობლოს სტუმრობენ. სექტემბერში საქართველოში ისინი 21,3 ათასჯერ შემოვიდნენ ქვეყანაში. ეს 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4-ჯერ მეტია.
რა გზით ჩამოდიან ტურისტები საქართველოში
ტურისტების ძირითადი ნაწილი საქართველოს საჰაერო გზით სტუმრობს, ძირითადად თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებით, რომლებზეც შემომსვლელთა 58% მოდის.
ბათუმი „ტურიზმის ოსკარის“ სახელით ცნობილ World Travel Awards-ს უმასპინძლებს>>
მეორე ადგილზეა სახმელეთო საზღვრები. ამ მხრივ ლიდერობს საკონტროლო–გამშვები პუნქტი საქართველო–თურქეთის საზღვარზე „სარფი“, მეორე ადგილზეა საქართველო–რუსეთის საზღვარზე საკონტროლო–გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“.
რას აკეთებს საქართველო ტურიზმისთვის
ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის პანდემიამდე დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა, ამიტომ მისი აღდგენა ქვეყანაში საქმიანი აქტიურობის აღსადგენად ძალზე მნიშვნელოვანია.
ტურისტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია GIZ-სგან 190 ათას ევროს მიიღებს
ეკონომიკის აღსადგენად და ტურისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად საქართველომ შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო.
1 თებერვლიდან გაიხსნა ქვეყნის საჰაერო საზღვრები. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ფრენები მაისში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, 65%-ით აღდგა. საქართველომ 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გახსნა.
სახმელეთო ტრანსპორტით შემოსული უცხოელები უნდა იყვნენ აცრილი, ჰქონდეთ კორონავირუსის ტესტი უარყოფითი პასუხით, ჩამოსვლისას მათ უნდა ატარონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. რეგულაციების დაცვის პირობებში ქართული კურორტები ჩამოსულ სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობენ.
ყველა ახალი ამბავი
0