ბათუმი „ტურიზმის ოსკარის“ სახელით ცნობილ World Travel Awards-ს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2021
გამოწერა
World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებები, ქალაქები და კომპანიები გამოვლინდება.
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, მსოფლიოში „ტურიზმის ოსკარის“ სახელით ცნობილი ღონისძიების გალა ცერემონიას აჭარა 2023 წელს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ბიზნესისა და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მასმედიის წარმომადგენლები ეწვევიან.
აღნიშნულის გამო 2023 წლის განმავლობაში ბათუმის, როგორც World Travel Awards-ის მასპინძელი ქალაქის პოზიციონირება ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ყველა მარკეტინგულ კამპანიაში განხორციელდება. ამასთან, ღონისძიების ყველა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ევროპის გარდა სხვა კონტინენტებზეც გაიმართება, ბათუმი ევროპელი პარტნიორის სტატუსით იქნება მოხსენიებული.
ბათუმის სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2021
ნათია თურნავა: ბათუმის სანაპიროსთან ხელოვნური კუნძული აშენდება
აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წელს ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ.
World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. მასზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული. მათ შორის იქნება წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო და საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.
ყველა ახალი ამბავი
0