https://sputnik-georgia.com/20210928/batumis-sanapirostan-xelovnuri-kunzuli-asendeba-259983410.html
ნათია თურნავა: ბათუმის სანაპიროსთან ხელოვნური კუნძული აშენდება
ნათია თურნავა: ბათუმის სანაპიროსთან ხელოვნური კუნძული აშენდება
Sputnik საქართველო
პროექტის თანახმად, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის საერთო ფართობი 90 ჰექტარს შეადგენს. 28.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-28T20:47+0400
2021-09-28T20:47+0400
2021-09-28T22:39+0400
ახალი ამბები
ბათუმი
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259277521_0:0:3069:1727_1920x0_80_0_0_f77613e573301027a8f8981c5a68e77e.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში ულტრათანამედროვე, გასართობი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის აშენება იგეგმება, აცნობა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.პროექტი „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ მთლიანად კერძო ინვესტიციებით განხორციელდება. კომპანია „ამბასადორი“ 100 მილიონ დოლარს დააბანდებს პროექტის პირველ ფაზაში, რა დროსაც 2 ათასი ადამიანი დასაქმდება.თურნავას თქმით, მთავრობამ პროექტს მხარი ორშაბათს გამართულ სხდომაზე დაუჭირა.მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით, კომპანიას განაშენიანების უფლებით გადაეცემა 90 ჰა ტერიტორია ქალაქ ბათუმში, ბარცხანასა და თამარის დასახლებაში.პროექტი ითვალისწინებს სავაჭრო, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი, საცხოვრებელი და ტურისტულ-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.მინისტრის თქმით, პროექტი საკმაოდ რთულია ტექნიკური თვალსაზრისით, ამიტომაც ინვესტორს მოუწევს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები და შესაბამისი კვალიფიკაციის ინსტიტუციები.გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობასა და კომპანია „ამბასადორს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საინვესტიციო პროექტის რეალიზაციაში მხარეების ურთიერთქმედებას ითვალისწინებს.
https://sputnik-georgia.com/20210927/ministri-saqartvelosi-turizmis-ardgena-swrafi-tempit-mimdinareobs-259946429.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259277521_157:0:2888:2048_1920x0_80_0_0_5bc59164ff64cccfeea9af7083b6a260.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, ბათუმი , ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა
ნათია თურნავა: ბათუმის სანაპიროსთან ხელოვნური კუნძული აშენდება
20:47 28.09.2021 (განახლებულია: 22:39 28.09.2021) პროექტის თანახმად, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის საერთო ფართობი 90 ჰექტარს შეადგენს.
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში ულტრათანამედროვე, გასართობი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის აშენება იგეგმება, აცნობა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
პროექტი „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ მთლიანად კერძო ინვესტიციებით განხორციელდება. კომპანია „ამბასადორი“ 100 მილიონ დოლარს დააბანდებს პროექტის პირველ ფაზაში, რა დროსაც 2 ათასი ადამიანი დასაქმდება.
თურნავას თქმით, მთავრობამ პროექტს მხარი ორშაბათს გამართულ სხდომაზე დაუჭირა.
„აქ, შავი ზღვისპირეთში 90 ჰექტარზე ხელოვნური კუნძულებისა და ნახევარკუნძულების შექმნა იგეგმება, სადაც მომავალში ახალი ქალაქი გაშენდება, ახალი დიდი უბანი, დაახლოებით 500 ჯამური ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი, სავაჭრო, გასართობი ინდუსტრია, ძალიან ბევრი საინტერესო ობიექტი, რომელიც არაერთ ტურისტს და სტუმარს მოიზიდავს ჩვენს სტუმართმოყვარე ბათუმში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით, კომპანიას განაშენიანების უფლებით გადაეცემა 90 ჰა ტერიტორია ქალაქ ბათუმში, ბარცხანასა და თამარის დასახლებაში.
პროექტი ითვალისწინებს სავაჭრო, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი, საცხოვრებელი და ტურისტულ-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
27 სექტემბერი 2021, 21:03
მინისტრის თქმით, პროექტი საკმაოდ რთულია ტექნიკური თვალსაზრისით, ამიტომაც ინვესტორს მოუწევს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები და შესაბამისი კვალიფიკაციის ინსტიტუციები.
გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობასა და კომპანია „ამბასადორს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საინვესტიციო პროექტის რეალიზაციაში მხარეების ურთიერთქმედებას ითვალისწინებს.