https://sputnik-georgia.com/20210927/ministri-saqartvelosi-turizmis-ardgena-swrafi-tempit-mimdinareobs-259946429.html
მინისტრი: საქართველოში ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
მინისტრი: საქართველოში ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
ყოველწლიურად 27 სექტემბერს მსოფლიოში აღნიშნავენ ტურიზმის დღეს (World Tourism Day), რომელიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) დააარსა 27.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-27T21:03+0400
2021-09-27T21:03+0400
2021-09-27T21:03+0400
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259283571_0:0:3069:1727_1920x0_80_0_0_bb934b440176723174c063a17b23d219.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი - Sputnik. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც საქართველოში ტურიზმი კორონავირუსის პანდემიის შედეგად აღმოჩნდა, დარგი ამ შოკის მიმართ მდგრადი აღმოჩნდა, ხოლო მისი აღდგენა ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებული თითოეული ადამიანის დამსახურებაა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.მინისტრმა ტურისტული ინდუსტრიის ყველა მონაწილეს მიულოცა პროფესიული დღე და ხაზგასმით ისაუბრა იმ წარმატებაზე, რომლის მიღწევაც ქვეყანაში ტურიზმის აღდგენის გზაზე მოხერხდა. ტურიზმის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 27 სექტემბერს აღინიშნება. ეს დღე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) დააფუძნა.მინისტრის თქმით, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს საერთაშორისო რეისების აღდგენა, არსებული სიტუაცია კი მომავალი წლისთვის დარგის განვითარების ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველს იძლევა.2020 წლის მარტიდან 2021 წლის თებერვლამდე საქართველოს კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული ჰქონდა საავიაციო მიმოსვლა ყველა ქვეყანასთან. ქვეყანაში საავიაციო მიმოსვლის თანდათანობით აღდგენა უკვე დაწყებულია და საავიაციო ბაზარს უბრუნდებიან საერთაშორისო ავიაკომპანიები, რომლებიც იძულებული იყვნენ, პანდემიის გამო ფრენები შეეჩერებინათ.ტურიზმის რთული გზა საქართველოშისაქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად ტურისტული სექტორი დაზარალდა. ტურიზმის წილი ეკონომიკაში COVID-19-მდე დაახლოებით 10%-ს შეადგენდა. 2019 წელს დარგის რეკორდულმა წარმატებამ, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ამ დარგში დასაქმებულ ადამიანებს 2020 წლისთვის უფრო საგულდაგულოდ მომზადებისკენ უბიძგა. თუმცა პანდემიამ ტურისტული ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედები დაამსხვრია.შარშან ტურიზმით მიღებული შემოსავალი 427,7 ათას დოლარამდე დაეცა, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 1,7 მილიონამდე შემცირდა.2021 წლის რვა თვეში საქართველოს დაახლოებით 1,1 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 31,7%-ით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე და 83,3%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე.მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ყველაზე მეტი ადამიანი ესტუმრა თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და ისრაელიდან.
https://sputnik-georgia.com/20210925/28-seqtembers-muzeumebsi-viziti-ufaso-iqneba-259896832.html
https://sputnik-georgia.com/20210914/sida-turistebis-ricxvi-orjer-gaizarda-259575293.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259283571_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_bc2c7dc85d771b11bd87e6cfa16a14f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა
მინისტრი: საქართველოში ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
ყოველწლიურად 27 სექტემბერს მსოფლიოში აღნიშნავენ ტურიზმის დღეს (World Tourism Day), რომელიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) დააარსა
თბილისი, 27 სექტემბერი - Sputnik. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც საქართველოში ტურიზმი კორონავირუსის პანდემიის შედეგად აღმოჩნდა, დარგი ამ შოკის მიმართ მდგრადი აღმოჩნდა, ხოლო მისი აღდგენა ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებული თითოეული ადამიანის დამსახურებაა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მინისტრმა ტურისტული ინდუსტრიის ყველა მონაწილეს მიულოცა პროფესიული დღე და ხაზგასმით ისაუბრა იმ წარმატებაზე, რომლის მიღწევაც ქვეყანაში ტურიზმის აღდგენის გზაზე მოხერხდა. ტურიზმის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 27 სექტემბერს აღინიშნება. ეს დღე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) დააფუძნა.
„ამაში თითოეული იმ ადამიანის, თითოეული მეწარმის, თითოეული მცირე სასტუმროსა და რესტორნის მფლობელის, ტურისტული კომპანიების მფლობელის, თითოეული გიდის დიდი დამსახურებაა, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან დარგში წლების განმავლობაში შრომობს“, - განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს საერთაშორისო რეისების აღდგენა, არსებული სიტუაცია კი მომავალი წლისთვის დარგის განვითარების ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველს იძლევა.
„თუკი საერთაშორისო ფრენების აღდგენის ინდიკატორებს შევხედავთ, საერთაშორისო ფრენები 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით დაახლოებით 70%-ით აღდგენილია, რაც საკმაოდ კარგი ტემპია. ჩვენს ცას ტრადიციულ ავიაკომპანიებთან ერთად, ახალი ავიაკომპანიებიც შეემატა. ყველაფერი იქით მიდის, რომ ტურიზმი მომავალი წლისათვის სრულყოფილად აღდგეს“, - განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.
25 სექტემბერი 2021, 21:45
2020 წლის მარტიდან 2021 წლის თებერვლამდე საქართველოს კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული ჰქონდა საავიაციო მიმოსვლა ყველა ქვეყანასთან. ქვეყანაში საავიაციო მიმოსვლის თანდათანობით აღდგენა უკვე დაწყებულია და საავიაციო ბაზარს უბრუნდებიან საერთაშორისო ავიაკომპანიები, რომლებიც იძულებული იყვნენ, პანდემიის გამო ფრენები შეეჩერებინათ.
ტურიზმის რთული გზა საქართველოში
საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად ტურისტული სექტორი დაზარალდა. ტურიზმის წილი ეკონომიკაში COVID-19-მდე დაახლოებით 10%-ს შეადგენდა. 2019 წელს დარგის რეკორდულმა წარმატებამ, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ამ დარგში დასაქმებულ ადამიანებს 2020 წლისთვის უფრო საგულდაგულოდ მომზადებისკენ უბიძგა. თუმცა პანდემიამ ტურისტული ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედები დაამსხვრია.
შარშან ტურიზმით მიღებული შემოსავალი 427,7 ათას დოლარამდე დაეცა, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 1,7 მილიონამდე შემცირდა.
14 სექტემბერი 2021, 13:16
2021 წლის რვა თვეში საქართველოს დაახლოებით 1,1 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 31,7%-ით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე და 83,3%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე.
მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ყველაზე მეტი ადამიანი ესტუმრა თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და ისრაელიდან.