https://sputnik-georgia.com/20210914/sida-turistebis-ricxvi-orjer-gaizarda-259575293.html
საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი ორჯერ გაიზარდა
საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი ორჯერ გაიზარდა
Sputnik საქართველო
2021 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის შიგნით იმოგზაურა 1.231,4 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.415,3 ვიზიტი სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ტიპის... 14.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-14T13:16+0400
2021-09-14T13:16+0400
2021-09-14T17:32+0400
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1f/252469096_0:130:3181:1919_1920x0_80_0_0_11daf9437f5cb5c8562960049dab996e.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. შიდა ტურისტების რიცხვი საქართველოში 2021 წლის მეორე კვარტალში 106,4%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს შიგნით იმოგზაურა ქვეყნის 1.231,4 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.415,3 ვიზიტი სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ტიპის ვიზიტი 654,5 ათასი იყო.საანგარიშო პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა საშუალოდ თვეში 112,3%-ით მეტი იყო, ვიდრე 2020 წლის აპრილი–ივნისის პერიოდში.საქართველოში 2020 წლის გაზაფხულზე, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის საერთაშორისო გადაზიდვებზეც. 15 ივნისიდან ქვეყანაში ოფიციალურად გაიხსნა შიდა ტურიზმი და ქვეყნის ხელისუფლებამ მოქალაქეებს ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად სამშობლოში დასვენებისკენ მოუწოდა.ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასული წლის ივნისის ბოლოდან შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ახალი კამპანია დაიწყო. ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ადმინისტრაცია პოპულარობას უწევს ახალ საინტერესო ტურისტულ პროდუქტებს, ხელს უწყობს აქტიურობას რეგიონებში, რაც დაეხმარება სასტუმროების, კვების ობიექტების, სატრანსპორტო კომპანიების, გიდების და სხვა მიმართულებების განვითარებას.სად იმგზავრეს და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმააღნიშნულ პერიოდში ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად მეგობრებსა და ნათესავებს სტუმრობდნენ.რეზიდენტი ტურისტების ვიზიტების მიზანი (ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი):ვიზიტის მიზანი – ნათესავებთან და მეგობრებთან ვიზიტების რაოდენობა – 664,6 ათასიწილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 47%ვიზიტის მიზანი – მეორე სახლში წასვლა ვიზიტების რაოდენობა – 248 ათასი წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 17,5%ვიზიტის მიზანი – შოპინგივიზიტების რაოდენობა – 199,6 ათასი წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 14,1%ვიზიტის მიზანი – მკურნალობავიზიტების რაოდენობა – 111 ათასი წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 7,8%ვიზიტის მიზანი – დასვენება და გართობავიზიტების რაოდენობა – 98,7 ათასი წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 7%ვიზიტის მიზანი – პროფესიული საქმიანობავიზიტების რაოდენობა – 43,6 ათასი წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 3,1%ვიზიტის მიზანი – მოგზაურობავიზიტების რაოდენობა – 22,7 ათასი წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 1,6%ვიზიტის მიზანი – განათლებავიზიტების რაოდენობა – 2,1 ათასი წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 0,1%ვიზიტის მიზანი – სხვავიზიტების რაოდენობა – 25,1 ათასი წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 1,8%მოსახლეობის უმრავლესობა მეორე კვარტალში ეწვია თბილისს, იმერეთს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, აჭარას, შიდა და ქვემო ქართლს.შიდა ტურისტების საშუალო ხარჯმა მეორე კვარტალში 203,4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 128,1%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში გაიზარდა 8,9%-ით და 143,7 ლარი შეადგინა. ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, ტრანსპორტსა და კვებაზე.შიდა ტურისტების ხარჯები (თვის საშუალო მაჩვენებელი):ხარჯის სახეობა – საყიდლებიხარჯი – 78,1 მლნ ლარიერთი ვიზიტის ხარჯი – 55,2 ლარიხარჯის სახეობა – საკვები, სასმელიხარჯი – 46 მლნ ლარიერთი ვიზიტის ხარჯი – 32,5 ლარიხარჯის სახეობა – ტრანსპორტიხარჯი – 42,9 მლნ ლარიერთი ვიზიტის ხარჯი – 30,3 ლარიხარჯის სახეობა – განთავსებახარჯი – 3,8 მლნ ლარიერთი ვიზიტის ხარჯი – 2,7 ლარიხარჯის სახეობა – გართობახარჯი – 0,4 მლნ ლარიერთი ვიზიტის ხარჯი – 0,3 ლარიხარჯის სახეობა – სხვახარჯი – 32,2 მლნ ლარიერთი ვიზიტის ხარჯი – 22,8 ლარიშიდა ტურისტების 53,6% ქალია.
https://sputnik-georgia.com/20210817/egzotikuri-turobieqtebi-252606840.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1f/252469096_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_0f14fd3d87f808fee3379f929f51eae3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოში შიდა ტურისტების რიცხვი ორჯერ გაიზარდა
13:16 14.09.2021 (განახლებულია: 17:32 14.09.2021) 2021 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის შიგნით იმოგზაურა 1.231,4 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.415,3 ვიზიტი სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ტიპის ვიზიტი 654,5 ათასი იყო.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. შიდა ტურისტების რიცხვი საქართველოში 2021 წლის მეორე კვარტალში 106,4%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,
ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს შიგნით იმოგზაურა ქვეყნის 1.231,4 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.415,3 ვიზიტი სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ტიპის ვიზიტი 654,5 ათასი იყო.
საანგარიშო პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა საშუალოდ თვეში 112,3%-ით მეტი იყო, ვიდრე 2020 წლის აპრილი–ივნისის პერიოდში.
საქართველოში 2020 წლის გაზაფხულზე, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის საერთაშორისო გადაზიდვებზეც. 15 ივნისიდან ქვეყანაში ოფიციალურად გაიხსნა შიდა ტურიზმი და ქვეყნის ხელისუფლებამ მოქალაქეებს ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად სამშობლოში დასვენებისკენ მოუწოდა.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასული წლის ივნისის ბოლოდან შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ახალი კამპანია დაიწყო. ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ადმინისტრაცია პოპულარობას უწევს ახალ საინტერესო ტურისტულ პროდუქტებს, ხელს უწყობს აქტიურობას რეგიონებში, რაც დაეხმარება სასტუმროების, კვების ობიექტების, სატრანსპორტო კომპანიების, გიდების და სხვა მიმართულებების განვითარებას.
სად იმგზავრეს და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმა
აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად მეგობრებსა და ნათესავებს სტუმრობდნენ.
რეზიდენტი ტურისტების ვიზიტების მიზანი (ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი):
ვიზიტის მიზანი – ნათესავებთან და მეგობრებთან
ვიზიტების რაოდენობა – 664,6 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 47%
ვიზიტის მიზანი – მეორე სახლში წასვლა
ვიზიტების რაოდენობა – 248 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 17,5%
ვიზიტების რაოდენობა – 199,6 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 14,1%
ვიზიტის მიზანი – მკურნალობა
ვიზიტების რაოდენობა – 111 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 7,8%
ვიზიტის მიზანი – დასვენება და გართობა
ვიზიტების რაოდენობა – 98,7 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 7%
ვიზიტის მიზანი – პროფესიული საქმიანობა
ვიზიტების რაოდენობა – 43,6 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 3,1%
ვიზიტის მიზანი – მოგზაურობა
ვიზიტების რაოდენობა – 22,7 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 1,6%
ვიზიტის მიზანი – განათლება
ვიზიტების რაოდენობა – 2,1 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 0,1%
ვიზიტების რაოდენობა – 25,1 ათასი
წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში – 1,8%
მოსახლეობის უმრავლესობა მეორე კვარტალში ეწვია თბილისს, იმერეთს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, აჭარას, შიდა და ქვემო ქართლს.
შიდა ტურისტების საშუალო ხარჯმა მეორე კვარტალში 203,4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 128,1%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში გაიზარდა 8,9%-ით და 143,7 ლარი შეადგინა. ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, ტრანსპორტსა და კვებაზე.
შიდა ტურისტების ხარჯები (თვის საშუალო მაჩვენებელი):
ხარჯის სახეობა – საყიდლები
ერთი ვიზიტის ხარჯი – 55,2 ლარი
ხარჯის სახეობა – საკვები, სასმელი
ერთი ვიზიტის ხარჯი – 32,5 ლარი
ხარჯის სახეობა – ტრანსპორტი
ერთი ვიზიტის ხარჯი – 30,3 ლარი
ხარჯის სახეობა – განთავსება
ერთი ვიზიტის ხარჯი – 2,7 ლარი
ერთი ვიზიტის ხარჯი – 0,3 ლარი
ერთი ვიზიტის ხარჯი – 22,8 ლარი
შიდა ტურისტების 53,6% ქალია.