https://sputnik-georgia.com/20210925/28-seqtembers-muzeumebsi-viziti-ufaso-iqneba-259896832.html
28 სექტემბერს მუზეუმებში ვიზიტი უფასო იქნება
28 სექტემბერს მუზეუმებში ვიზიტი უფასო იქნება
Sputnik საქართველო
ამ დღეს ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ მუზეუმებს თუ მუზეუმ-ნაკრძალებს 25.09.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-09-25T21:45+0400
2021-09-25T21:45+0400
2021-09-25T21:45+0400
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/18/237271879_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_f4bc071c2aa832a97c0b53ee54258fa2.jpg
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 28 სექტემბერს სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო მუზეუმებში და მუზეუმ-ნაკრძალებში ვიზიტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის უფასო იქნება.უწყების ცნობით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედებს 24 მუზეუმი და სამუზეუმო გაერთიანება და 12 მუზეუმ-ნაკრძალი.ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ მუზეუმებს თუ მუზეუმ-ნაკრძალებს, იხილონ ადგილობრივი გარემო და გაეცნონ ამა თუ იმ კუთხის კულტურისა და ისტორიის ნაწილს.სამინისტრო აქვეყნებს იმ მუზეუმების და მუზეუმ-ნაკრძალების ჩამონათვალს, რომელთა მონახულებასაც დამთვალიერებლები უფასოდ შეძლებენ.ტურიზმის მსოფლიო დღე 27 სექტემბერს აღინიშნება.
https://sputnik-georgia.com/20210811/xelovnebis-muzeumis-dasacavad-xelmowerebi-grovdeba-252559886.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/18/237271879_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_4975ec70f1fc7bf23c90901d6c0acbad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, კულტურა საქართველოში
28 სექტემბერს მუზეუმებში ვიზიტი უფასო იქნება
ამ დღეს ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ მუზეუმებს თუ მუზეუმ-ნაკრძალებს
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 28 სექტემბერს სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო მუზეუმებში და მუზეუმ-ნაკრძალებში ვიზიტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის უფასო იქნება.
უწყების ცნობით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედებს 24 მუზეუმი და სამუზეუმო გაერთიანება და 12 მუზეუმ-ნაკრძალი.
ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ მუზეუმებს თუ მუზეუმ-ნაკრძალებს, იხილონ ადგილობრივი გარემო და გაეცნონ ამა თუ იმ კუთხის კულტურისა და ისტორიის ნაწილს.
„მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის კულტურულ-ისტორიული სიმდიდრის პოპულარიზაციისთვის და მასზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული“, - აღნიშნავენ უწყებაში.
სამინისტრო აქვეყნებს იმ მუზეუმების და მუზეუმ-ნაკრძალების
ჩამონათვალს, რომელთა მონახულებასაც დამთვალიერებლები უფასოდ შეძლებენ.
ტურიზმის მსოფლიო დღე 27 სექტემბერს აღინიშნება.