თბილისში ხელოვნების მუზეუმის დასაცავად ხელმოწერები გროვდება

© Sputnik / STRINGERხელოვნების მუზეუმი
ხელოვნების მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
თბილისელები მიიჩნევენ, რომ ისეთი ისტორიული შენობა, როგორიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმია, ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და მას პირვანდელი სახე უნდა შეუნარჩუნდეს.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საინიციატივო ჯგუფი შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის დასაცავად მანიფესტზე ხელმოწერებს აგროვებს.
აქტივისტების აქცია ისტორიული შენობის დასაცავად – ვიდეო>>
საზოგადოება ისტორიული შენობის დასაცავად მას შემდეგ გამოვიდა, რაც კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობის აღდგენა შეუძლებელია და ორივე ფლიგელი უნდა დაინგრეს. მაშინ მინისტრმა თეა წულუკიანმა აღდგენით სამუშაოებს „არარენტაბელური“ უწოდა და განაცხადა, რომ მუზეუმისთვის ახალ შენობას შეარჩევენ. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ თეა წულუკიანმა შეცვალა გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ შენობას არ დაანგრევენ და აღადგენენ ძველი იერსახის შენარჩუნებით.
თბილისში ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანას აპროტესტებენ - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
თბილისში ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანის პროცედურას აპროტესტებენ
მიუხედავად ამ განცხადებისა, თბილისელების ნაწილი ფიქრობს, რომ მუზეუმის შენობას მაინც საფრთხე ემუქრება.
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა ღია წერილით მიმართეს პარლამენტსა და კულტურის სამინისტროს, სადაც მოითხოვენ ეფექტური საპარლამენტო კონტროლისა და სარესტავრაციო სამუშაოების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
ხელმოწერების შეგროვება პუშკინის მოედანზე 2021 წლის 5 აგვისტოს საპროტესტო აქციაზე დაიწყო და 2021 წლის 16 აგვისტოს დასრულდება. ამ დროისათვის მანიფესტს ხელი 2 ათასმა ადამიანმა უნდა მოაწეროს.
საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნებია:
  1. მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის და შეულახავი რეპუტაციის სპეციალისტების მონაწილეობით უზრუნველყოფილი იყოს ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების და რესტავრაციის პროექტის შესრულება. ინფორმაცია აღნიშნული პროცესის შესახებ ყველა ეტაპზე იყოს ღია და ხელმისაწვდომი;
  2. წარმოდგენილი იყოს სამუზეუმო ფონდების და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისა და ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილის მითითებით. უზრუნველყოფილი იყოს როგორც აღნიშნული პროცესის საჯაროობა, ისე პროფესიული საზოგადოების ჩართულობა;
  3. პროცესს ჩამოშორდნენ არასათანადო კვალიფიკაციის ჩინოვნიკები, ვინც გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრებისა და რესტავრაციის და შენობაში ხელოვნების მუზეუმის დაბრუნების საკითხს.
გარდა ამისა, განცხადებაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ „შესაბამის პოზიციებზე დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს ყველა ის პირი, ვინც ბოლო გადაწყვეტილებებით უკანონოდ და დაუსაბუთებლად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან“.
ხელოვნების მუხეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმში განთავსდება
ამჟამად განცხადებაზე ხელი 1.500 ადამიანს აქვს მოწერილი.
საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაშია განთავსებული. შენობა 1835 წელს არის აგებული.
მუზეუმში უამრავი ღირებული ექსპონატია თავმოყრილი, მათ შორის თამარ მეფის ოქროს ჯვარი, ბაგრატ მესამის ოქროს თასი, უძველესი ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი, შუა საუკუნეების მონეტების კოლექცია, ასევე ქართველი და ევროპელი ოსტატების ნახატები, ჩინური და იაპონური ხელოვნების ნიმუშები, ეგვიპტური, ირანული და ინდური ხელოვნების ნაწარმოებები და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური