https://sputnik-georgia.com/20210805/TbilisSi-xelovnebis-muzeumidan-eqsponatebis-gatanas-aprotesteben-252511790.html
თბილისში ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანის პროცედურას აპროტესტებენ
თბილისში ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანის პროცედურას აპროტესტებენ
Sputnik საქართველო
სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ მუზეუმის ევაკუაციის დეტალური გეგმის და შენობაში არსებული ფასეულობების აღწერის გამოქვეყნებას. 05.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-05T15:13+0400
2021-08-05T15:13+0400
2023-08-17T19:45+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/05/252510630_0:0:1275:720_1920x0_80_0_0_cdcc93121f448ba985b1cc04dca32b24.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებმა „თავისუფლების ინსტიტუტმა“ და „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ“ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.შეკრებილები აპროტესტებდნენ ინფორმაციულ ვაკუუმს მუზეუმიდან ექსპონატების გატანის პროცედურაში. მათი თქმით, მათ აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ თავად შენობის მომავალი და მასში შენახული ისტორიული საგანძური საფრთხის ქვეშაა.აქციის მონაწილეებმა ადგილზე ჯაჭვი შეკრეს და განაცხადეს, რომ მზად არიან შენობა, აუცილებლობის შემთხვევაში, „ფიზიკურადაც დაიცვან“.„ამ ადგილს ფიზიკურად დავიცავთ, თუ მოსვლას მოინდომებენ“, – განაცხადა „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს მუზეუმის ევაკუაციის დეტალური გეგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ეროვნული საგანძურის საფრთხის ქვეშ დაყენების უფლებას არავის მისცემენ.კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ხელოვნების მუზეუმის ავარიული შენობა უნდა გარემონტდეს, ხოლო რაც შეეხება ექსპონატებს, მათ დროებით სხვა ადგილზე მოათავსებენ და სარემონტო სამუშაოების შემდეგ ადგილზე დააბრუნებენ.ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმში განთავსდება>>მუზეუმის საკითხს განსაკუთრებული ყურადღება იმიტომ მიექცა, რომ კულტურის სამინისტროს თავდაპირველ გეგმაში ისტორიული შენობის დანგრევა შედიოდა, თუმცა საზოგადოების ზეწოლის შედეგად გადაწყვეტილება შეიცვალა.
https://sputnik-georgia.com/20210722/xelovnebis-muzeumis-Senoba-ver-aRdgeba-252393597.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/05/252510630_35:0:1181:720_1920x0_80_0_0_a70440b9d5f08486a20fbe257e71d922.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში, საქართველო
თბილისში ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანის პროცედურას აპროტესტებენ
15:13 05.08.2021 (განახლებულია: 19:45 17.08.2023) სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ მუზეუმის ევაკუაციის დეტალური გეგმის და შენობაში არსებული ფასეულობების აღწერის გამოქვეყნებას.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებმა „თავისუფლების ინსტიტუტმა“ და „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ“ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება
„Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
შეკრებილები აპროტესტებდნენ ინფორმაციულ ვაკუუმს მუზეუმიდან ექსპონატების გატანის პროცედურაში. მათი თქმით, მათ აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ თავად შენობის მომავალი და მასში შენახული ისტორიული საგანძური საფრთხის ქვეშაა.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე ჯაჭვი შეკრეს და განაცხადეს, რომ მზად არიან შენობა, აუცილებლობის შემთხვევაში, „ფიზიკურადაც დაიცვან“.
„ამ ადგილს ფიზიკურად დავიცავთ, თუ მოსვლას მოინდომებენ“, – განაცხადა „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს მუზეუმის ევაკუაციის დეტალური გეგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ეროვნული საგანძურის საფრთხის ქვეშ დაყენების უფლებას არავის მისცემენ.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ხელოვნების მუზეუმის ავარიული შენობა უნდა გარემონტდეს, ხოლო რაც შეეხება ექსპონატებს, მათ დროებით სხვა ადგილზე მოათავსებენ და სარემონტო სამუშაოების შემდეგ ადგილზე დააბრუნებენ.
მუზეუმის საკითხს განსაკუთრებული ყურადღება იმიტომ მიექცა, რომ კულტურის სამინისტროს თავდაპირველ გეგმაში ისტორიული შენობის დანგრევა შედიოდა, თუმცა საზოგადოების ზეწოლის შედეგად გადაწყვეტილება შეიცვალა.