ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმში განთავსდება

© Sputnik / STRINGERხელოვნების მუხეუმი
ხელოვნების მუხეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში განსაკუთრებით ღირებული ექსპონატებია თამარ მეფის ოქროს ჯვარი და ბაგრატ მესამის ოქროს თასი.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმში განთავსდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახური ავრცელებს.
„შეირჩა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, სადაც ხელოვნების მუზეუმის ექსპოზიციაში გამოფენილი თითოეული ექსპონატისთვის მომზადდა საგამოფენო სივრცე და დამონტაჟდა მაღალი სტანდარტის მქონე სამუზეუმო ვიტრინები, რომლებიც აღჭურვილია ტემპერატურისა და ტენიანობის მარეგულირებლით და ჰაერგამწმენდი სისტემებით, რაც ხელოვნების მუზეუმს არ ჰქონდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
ხელოვნების მუზეუმის შენობა ვერ აღდგება – კულტურის სამინისტრო
საპატრიარქოს მონაცემებით, სამუშაო ჯგუფმა ექსპონატების თითქმის მესამედი აღწერა, მაგრამ პროცესი პანდემიის გამო შეჩერდა.
„მივიჩნევთ, რომ იგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მუზეუმში დაცული ნიმუშების არსებული მდგომარეობა ზუსტად უნდა აღიწეროს, შემდეგ კი, საგანძურის ს. ჯანაშიას მუზეუმში გადატანის და მათი საგამოფენო სივრცესა და ფონდსაცავში განთავსების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხიდან და უპირატესი საჭიროებებიდან გამომდინარე, თანმიმდევრობით უნდა მოხდეს ექსპონატების ლაბორატორიული შესწავლა და შესაბამისი პროფესიონალების მიერ რესტავრაცია–კონსერვაციის ჩატარება. ამის განსახორციელებლად ს. ჯანაშიას მუზეუმში ასევე მოეწყო სათანადო ლაბორატორია“, – ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოში ასევე მიიჩნევენ, რომ ხელოვნების მუზეუმის აღდგენის შემდეგ იქ ყველა ექსპონატი, მათ შორის საეკლესიო საგანძურიც უნდა დაბრუნდეს.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც  განთავსებულია ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაში - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
საქართველოს ხელოვნების მუზეუმი სხვა შენობაში გადავა
ხელოვნების მუზეუმს საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ესაჭიროება. შენობა ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, კულტურის სამინისტრომ თავდაპირველად განაცხადა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია.
საქართველოს ხელოვნების მუზეუმი ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაშია განთავსებული. შენობა 1835 წელს არის აგებული.
მუზეუმში უამრავი ღირებული ექსპონატია თავმოყრილი, მათ შორის თამარ მეფის ოქროს ჯვარი, ბაგრატ მესამის ოქროს თასი, უძველესი ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი, შუა საუკუნეების მონეტების კოლექცია, ასევე ქართველი და ევროპელი ოსტატების ნახატები, ჩინური და იაპონური ხელოვნების ნიმუშები, ეგვიპტური, ირანული და ინდური ხელოვნების ნაწარმოებები და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0