საქართველოს ხელოვნების მუზეუმი სხვა შენობაში გადავა

© photo: courtesy of National Archives of Georgia შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც განთავსებულია ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაში
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც  განთავსებულია ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაში - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
5 აგვისტოსთვის მოიძებნება შენობა მუზეუმის თანამშრომელთა და ექსპონატების განთავსებისთვის, ხოლო მთლიანად მუზეუმი იქ 2022 წლის 5 თებერვლისთვის გადავა.
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. თავისუფლების მოედანზე პუშკინის სკვერთან მდებარე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობა მთლიანად დაიცლება 2022 წლის 5 თებერვლისთვის, ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
პომპეიში აღმოჩენილი არტეფაქტები - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
„სიცოცხლე და სიკვდილი: დიდებული პომპეი“ - ვანის მუზეუმში გამოფენა საზეიმოდ გაიხსნა
კულტურის მინისტრმა უკვე დაამტკიცა მუზეუმის ევაკუაციის გეგმა, რომლის მიხედვით 5 აგვისტოსთვის მოიძებნება შენობა მუზეუმის თანამშრომელთა და ექსპონატების განთავსებისთვის, ხოლო მთლიანად მუზეუმი იქ 2022 წლის 5 თებერვლისთვის გადავა.
გუდიაშვილის და პუშკინის ქუჩებზე მდებარე ძველი შენობის ორივე ფლიგელი დაინგრევა, რადგან მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრების, დეფორმაციების, ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისა და რღვევების გამო შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება.
„შენობას არც სართულშუა გადახურვის და არც სახურავის დონეებზე არ გააჩნია ანტისეისმური სარტყლები, რის გამოც ის არ აკმაყოფილებს სეისმურობის ელემენტარულ სტანდარტებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი.
კულტურის სამინისტროს გეგმის მიხედვით, მუზეუმის ფონდების უსაფრთხო განთავსებისთვის ახალ შენობაში ჩატარდება რემონტი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება კოლექციების გადატანა. 2021 წლის სექტემბერში მუზეუმიდან პირველ რიგში გაიტანენ ქსოვილებისა და ნაქარგების კოლექციას, ხოლო ყველაზე ბოლოს - მუზეუმის ოქროს ფონდს.
მუზეუმის ავარიული მდგომარეობის გამო კულტურის მინისტრმა 4 ივლისს მუზეუმის საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლის შესახებ განაცხადა და შემდგომი ტრანსპორტირებისთვის ყველაზე ძვირფასი ექსპონატების მდგომარეობის შეფასების მიზნით ექსპერტთა ჯგუფი შეკრიბა.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოშია: საზეიმო ღვთისმსახურება სამებაში - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საქართველოშია: საზეიმო ღვთისმსახურება სამებაში
საქართველოს ხელოვნების მუზეუმი განთავსებულია ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაში, რომელიც 1848 წელს აშენდა.
ყველაზე ღირებული ექსპონატია თამარ მეფის ოქროს ჯვარი წარწერით, შემკული ზურმუხტებით, ლალებითა და მარგალიტებით. არანაკლებ ღირებულია ბაგრატ III (999 წ.) ოქროს თასი. მუზეუმის ექსპონატია აგრეთვე საქართველოს უძველესი ხატი (VI ს.) - ანჩის კარედი ხატი - მაცხოვრის „ხელთუქმნელი ხატი“ (ანჩისხატი). მუზეუმის კიდევ ერთი სიამაყეა შუასაუკუნეების მონეტების დიდი კოლექცია (VIII-XIII სს.).
გარდა ამისა, მუზეუმში განთავსებულია ევროპელი ოსტატების ნახატები, ჩინური და იაპონური ხელოვნების ნიმუშები, ეგვიპტური, ირანული და ინდური ხელოვნების ძეგლები, თავშლები ინდოეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, სპარსული ხალიჩები. რუსი მხატვრების ი. რეპინის, ვ. სურიკოვის, ვ. სეროვის, ი. აივაზოვსკის, ა. ვასნეცოვის ნახატები და უდიდესი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნახატების უმდიდრესი კოლექცია.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური