„სიცოცხლე და სიკვდილი: დიდებული პომპეი“ - ვანის მუზეუმში გამოფენა საზეიმოდ გაიხსნა

© photo : Press service of the Parco archeologico di Pompeiპომპეიში აღმოჩენილი არტეფაქტები
პომპეიში აღმოჩენილი არტეფაქტები - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
გამოწერა
გამოფენა, რომელიც დამთვალიერებელს სექტემბრის შუა რიცხვებამდე უმასპინძლებს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით მოეწყო.
თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი გამოფენას „სიცოცხლე და სიკვდილი დიდებული პომპეი“ მასპინძლობს, რომელიც დღეს საზეიმოდ გაიხსნა, იუწყება საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
გამოფენა, რომელიც დამთვალიერებლებს 18 ივლისიდან სექტემბრის შუა რიცხვემადე უმასპინძლებს, იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გახსნეს.
© photo: courtesy of Georgian National MuseumВыставка "Жизнь и смерть - великие Помпеи"
Выставка Жизнь и смерть - великие Помпеи - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Выставка "Жизнь и смерть - великие Помпеи"
ვანის მუზეუმში გამოფენა „სიცოცხლე და სიკვდილი დიდებული პომპეი“
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან. მათივე ცნობით, საქართველოში დამთვალიერებელს პირველად აქვს საშუალება, ნახოს ანტიკური სამყაროს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც ახ. წ. 79 წელს, ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული ძველი რომის დიდებული ქალაქის, პომპეის ისტორიას ასახავს.
ვანის მუზეუმში დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს პომპეის სახელგანთქმული კედლის მხატვრობის ნიმუშები და სახლის სხვადასხვა ნაწილში აღმოჩენილი მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა. ექსპოზიციაზე განსაკუთრებული ადგილი უკავია ოქრომჭედლობის ნიმუშებს. ასევე, წარმოდგენილია ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის მოდელები.
ხელოვნების მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
„30 წელი – აბსტრაქცია და დეკადები“: თბილისში უჩვეულო გამოფენა იხსნება
„სიმბოლურია, რომ გამოფენას მასპინძლობს ქალაქი ვანი, რომელიც ფართო საერთაშორისო საზოგადოებამ ოთარ ლორთქიფანიძის წიგნით გაიცნო როგორც „საქართველოს პომპეი“. წიგნი ფრანგული სახელწოდებით Vani une Pompéi géorgienne გამოიცა საფრანგეთში 1995 წელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პროექტის ორგანიზატორების თქმით, გამოფენა ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოში იტალიის საელჩო.
გამოფენის მხარდამჭერია: „თიბისი ბანკი“, იტალიური კომპანია Glocal Project Consulting, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, „წინანდლის მამული"; საინფორმაციო მხარდამჭერია „პირველი არხი“.
პომპეი, როგორც კარგად შემორჩენილი ქალაქი, უძველესი კულტურის შესწავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს.
 
ყველა ახალი ამბავი
0