https://sputnik-georgia.com/20211015/giz-190-atas-evros-gadascems-turizmis-erovnul-administracias-260584841.html
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია GIZ-სგან 190 ათას ევროს მიიღებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია GIZ-სგან 190 ათას ევროს მიიღებს
Sputnik საქართველო
საგრანტო პროექტი რაჭის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების და მომსახურების შექმნას, განვითარებას და დივერსიფიკაციას... 15.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-15T14:36+0400
2021-10-15T14:36+0400
2021-10-15T20:32+0400
ახალი ამბები
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
გერმანია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252430574_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_79e163cfc6dc27fac430d1deaee8181a.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან (GIZ) 190 ათასი ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს, ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.პროექტის მიზანია ეკო, აგრო, კულინარიული და ღვინის ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა.ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან რეგიონებში კერძო სექტორის მხარდასაჭერად და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა.დოკუმენტს ხელი მოაწერეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა და GIZ-ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში" დირექტორმა ანა-ვალერი პიტერსმა.მედეა ჯანაშვილის თქმით, ეს საგრანტო ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას. ეს გულისხმობს სამ რეგიონში – რაჭაში, გურიასა და ქვემო ქართლში ეკოტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას.„ჩვენ დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საკმაოდ კონკურენტუნარიანი, სტაბილური ტურისტული პროდუქტების განვითარებას", – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.„ეს პროექტი დამყარებულია ძალიან დიდ ნდობაზე, იმ ერთობლივ სამუშაოზე, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ", – აღნიშნა ანა-ვალერი პიტერსმა.პროექტი ითვალისწინებს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, შესაბამისი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-კურსების ორგანიზებას და რეგიონული თემატური ფესტივალების, ასევე გასტრონომიული და გაცნობითი ტურების ორგანიზების მხარდაჭერას.
https://sputnik-georgia.com/20211014/saqartvelo-ekoturistuli-qveyana-gaxdeba-260541943.html
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1b/252430574_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_9530b553dfce594b74e022fca65818aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, გერმანია
ახალი ამბები, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, გერმანია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია GIZ-სგან 190 ათას ევროს მიიღებს
14:36 15.10.2021 (განახლებულია: 20:32 15.10.2021) საგრანტო პროექტი რაჭის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების და მომსახურების შექმნას, განვითარებას და დივერსიფიკაციას გულისხმობს.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან (GIZ) 190 ათასი ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს, ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის მიზანია ეკო, აგრო, კულინარიული და ღვინის ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან რეგიონებში კერძო სექტორის მხარდასაჭერად და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა და GIZ-ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში" დირექტორმა ანა-ვალერი პიტერსმა.
მედეა ჯანაშვილის თქმით, ეს საგრანტო ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას. ეს გულისხმობს სამ რეგიონში – რაჭაში, გურიასა და ქვემო ქართლში ეკოტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ საკმაოდ კონკურენტუნარიანი, სტაბილური ტურისტული პროდუქტების განვითარებას", – განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
„ეს პროექტი დამყარებულია ძალიან დიდ ნდობაზე, იმ ერთობლივ სამუშაოზე, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ", – აღნიშნა ანა-ვალერი პიტერსმა.
პროექტი ითვალისწინებს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, შესაბამისი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-კურსების ორგანიზებას და რეგიონული თემატური ფესტივალების, ასევე გასტრონომიული და გაცნობითი ტურების ორგანიზების მხარდაჭერას.