https://sputnik-georgia.com/20211012/rogor-pirobebsi-imyofeba-qveynis-mesame-prezidenti-cixesi-lomjarias-angarisi-260490672.html
როგორ პირობებში იმყოფება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში – სახალხო დამცველის განცხადება
როგორ პირობებში იმყოფება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში – სახალხო დამცველის განცხადება
Sputnik საქართველო
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მე-12 დღეა შიმშილობს. 12.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-12T22:14+0400
2021-10-12T22:14+0400
2021-10-12T23:05+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
ადამიანის უფლებები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260366806_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_10496fcd5d0c5e7d9061c88331aee77f.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დარღვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, ნათქვამია სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მხრიდან შესაბამისი ყურადღება ეთმობა.სახალხო დამცველი ასევე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა პირადი მონაცემების თაობაზე. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს და მისი დეტალურად გასაჯაროება პირის ნებართვის გარეშე, ერთი მხრივ, ქმნის კანონდარღვევის რისკს, ხოლო მეორე მხრივ, ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს პატიმრის უნდობლობის გაღვივებას პენიტენციური სისტემის, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის მიმართ.„პენიტენციური სამსახურისა თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებების გავრცელებით იქმნება დამატებითი საფრთხე, რომ მოშიმშილე პატიმარმა უარი თქვას სამედიცინო მომსახურების მიღებაზეც. შესაბამისად, უარყოფითად ვაფასებთ ნებისმიერი სახის განცხადებას, რომელიც უბიძგებს პატიმარს უფრო მძიმე შიმშილობის ფორმაზე გადასვლას და კიდევ უფრო ამძიმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას“, – წერია განცხადებაში.ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას.სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მე-12 დღეა შიმშილობს.ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
https://sputnik-georgia.com/20211011/premieri-saakashvilma-cixeshi-naxevari-kilo-tapli-shechama-260444847.html
https://sputnik-georgia.com/20211011/mixeil-saakasvili-mtavrobas-kabinetebidan-gamoyrit-emuqreba-260453856.html
https://sputnik-georgia.com/20211009/saakasvilma-sakvebis-mireba-daiwyo-260381081.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260366806_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_d09e8387926c9b55fb94622afc985988.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , ადამიანის უფლებები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , ადამიანის უფლებები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
როგორ პირობებში იმყოფება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში – სახალხო დამცველის განცხადება
22:14 12.10.2021 (განახლებულია: 23:05 12.10.2021) რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მე-12 დღეა შიმშილობს.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დარღვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა,
ნათქვამია სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მხრიდან შესაბამისი ყურადღება ეთმობა.
„დეტალურად ვაკვირდებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პირობებს. ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს როგორც პენიტენციური სისტემის ადმინისტრაციასთან, ასევე, პატიმრის თანხმობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალთან“, – დაწერა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი ასევე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა პირადი მონაცემების თაობაზე. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს და მისი დეტალურად გასაჯაროება პირის ნებართვის გარეშე, ერთი მხრივ, ქმნის კანონდარღვევის რისკს, ხოლო მეორე მხრივ, ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს პატიმრის უნდობლობის გაღვივებას პენიტენციური სისტემის, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის მიმართ.
„პენიტენციური სამსახურისა თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებების გავრცელებით იქმნება დამატებითი საფრთხე, რომ მოშიმშილე პატიმარმა უარი თქვას სამედიცინო მომსახურების მიღებაზეც. შესაბამისად, უარყოფითად ვაფასებთ ნებისმიერი სახის განცხადებას, რომელიც უბიძგებს პატიმარს უფრო მძიმე შიმშილობის ფორმაზე გადასვლას და კიდევ უფრო ამძიმებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას“, – წერია განცხადებაში.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგს და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას.
სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მე-12 დღეა შიმშილობს.
ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.