პენიტენციური სამსახურის უფროსი: მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე ქილა თაფლი მიიღო

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2021
გამოწერა
როგორც სააკაშვილი ერთ-ერთ თავის წერილში წერდა, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და გონების დაკარგვის შემთხვევაში უარს აცხადებდა ექიმების დახმარებაზე.
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თაფლისა და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში მერვე დღეა, იმყოფება. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე საღამოს სააკაშვილმა რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. როგორც დღეს მისმა ადვოკატმა განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და მან უკვე დაახლოებით 12 კილოგრამზე მეტი დაიკლო.
„ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის, ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი. ეს ფაქტობრივად ცხადყოფს იმას, რომ ასე თუ ისე, ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე“, - განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის ეთერში.
გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში შვიდი ქილა თაფლი შეიძინა.
დღეს პენიტენციური სამსახურმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას უტარდება მკურნალობა და დანიშნული აქვს მედიკამენტები.
მიხეილ სააკაშვილი კიევში - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
პენიტენციური სამსახური: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0