https://sputnik-georgia.com/20211008/penitenciuri-samsaxuri-saakasvilis-mdgomareoba-damakmayofilebelia-260373313.html
პენიტენციური სამსახური: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
პენიტენციური სამსახური: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
Sputnik საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მერვე დღეა შიმშილობს. 08.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-08T19:47+0400
2021-10-08T19:47+0400
2021-10-08T23:00+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23843/07/238430769_0:0:2425:1364_1920x0_80_0_0_fbabc84e2b2ba77fb7c3f3ae8201368f.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ახლა რუსთავის ციხეშია მოთავსებული, უტარდება მკურნალობა, დანიშნული აქვს მედიკამენტები. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვები მას შემდეგ დაისვა, რაც მან შიმშილობა დაიწყო. როგორც დღეს მისმა ადვოკატმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და მან უკვე დაახლოებით 12 კილოგრამზე მეტი დაიკლო.პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით კი, სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჩივილები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყოფილი პრეზიდენტი პირველადი ჯანდაცვის გუნდის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სააკაშვილს ამჟამად უტარდება მკურნალობა დანიშნული მედიკამენტებით, მათ შორის მის მიერ წარმოდგენილი მედიკამენტებით, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემით, მისი ოჯახის ექიმის მიერ არის დანიშნული, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მას მედიკამენტები სიმპტომურადაც ეძლევა.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე საღამოს სააკაშვილმა რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. ერთ-ერთ თავის წერილში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და გონების დაკარგვის შემთხვევაში იგი უარს აცხადებს ექიმების დახმარებაზე.სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
https://sputnik-georgia.com/20211008/iasko-saakasvilis-janmrteloba-seriozulad-seirya-260373080.html
https://sputnik-georgia.com/20211008/saakashvilma-12-kilo-daiko-advokati-260356041.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23843/07/238430769_0:0:2321:1741_1920x0_80_0_0_071e85cbf4048b9ae5994f516a033a48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
პენიტენციური სამსახური: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
19:47 08.10.2021 (განახლებულია: 23:00 08.10.2021) საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მერვე დღეა შიმშილობს.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ახლა რუსთავის ციხეშია მოთავსებული, უტარდება მკურნალობა, დანიშნული აქვს მედიკამენტები. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვები მას შემდეგ დაისვა, რაც მან შიმშილობა დაიწყო. როგორც დღეს მისმა ადვოკატმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და მან უკვე დაახლოებით 12 კილოგრამზე მეტი დაიკლო.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით კი, სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჩივილები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყოფილი პრეზიდენტი პირველადი ჯანდაცვის გუნდის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„დაწესებულებაში განთავსების შემდეგ მსჯავრდებულს ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული/ინსტრუმენტული გამოკვლევები. ასევე ჩაუტარდა ოჯახის ექიმისა და სხვა პროფილის ექიმი—სპეციალისტების (მათ შორის სამოქალაქო სექტორის მედიკოსების) კონსულტაციები. საჭიროების მიხედვით კიდევ რამდენიმე კონსულტაციის ჩატარებაა დაგეგმილი", – ნათქვამია განცხადებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სააკაშვილს ამჟამად უტარდება მკურნალობა დანიშნული მედიკამენტებით, მათ შორის მის მიერ წარმოდგენილი მედიკამენტებით, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემით, მისი ოჯახის ექიმის მიერ არის დანიშნული, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მას მედიკამენტები სიმპტომურადაც ეძლევა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე საღამოს სააკაშვილმა რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. ერთ-ერთ თავის წერილში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და გონების დაკარგვის შემთხვევაში იგი უარს აცხადებს ექიმების დახმარებაზე.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.