სააკაშვილმა 12 კილოგრამი დაიკლო – ადვოკატი

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2021
გამოწერა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მერვე დღეა შიმშილობს.
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, განაცხადა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იმავე საღამოს სააკაშვილმა რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. ერთ-ერთ თავის წერილში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და გონების დაკარგვის შემთხვევაში იგი უარს აცხადებს ექიმების დახმარებაზე.

„მიშა მორალურად მხნედ და შემართებით არის, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის მე-8 დღეა შიმშილობს და მისი ფიზიკური მდგომარეობა თანდათან დაიწყებს გაუარესებას. როგორც ვიცი, მან დაახლოებით 12 კილოზე მეტი დაიკლო. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოება გააქტიურდეს და დაიწყოს პროცესები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატის თქმით, მათ პენიტენციურ სამსახურს განცხადებითაც მიმართეს, რომ სააკაშვილი პირადმა ექიმმა შეამოწმოს, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2021
პენიტენციური სამსახური: სააკაშვილს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0