https://sputnik-georgia.com/20211011/mixeil-saakasvili-mtavrobas-kabinetebidan-gamoyrit-emuqreba-260453856.html
მიხეილ სააკაშვილი მთავრობას კაბინეტებიდან გამოყრით ემუქრება
მიხეილ სააკაშვილი მთავრობას კაბინეტებიდან გამოყრით ემუქრება
Sputnik საქართველო
სააკაშვილმა ციხის ადმინისტრაციას თაფლი დაუბრუნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს კაბინეტიდან გამოყრით დაემუქრა. 11.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-11T20:15+0400
2021-10-11T20:15+0400
2021-10-11T22:19+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23030/76/230307659_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_5a42ffe575489ee07ce8d0e7615aada7.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს თანამდებობებიდან გადაყენებით ემუქრება.ასე უპასუხა ყოფილმა პრეზიდენტმა პრემიერის განცხადებას თითქოსდა მის მიერ შექმნილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირების შესახებ. როგორც პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის დაპატიმრება ყველაზე მეტად „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გაუხარდა.„სწორედ მელია და მე ვიქნებით, ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან“, – ნათქვამია სააკაშვილის მორიგ წერილში, რომელიც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ გააცნო.ოპოზიციონერები გააღიზიანა პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ ციხეში სააკაშვილმა, რომელსაც შიმშილობა აქვს გამოცხადებული, ნახევარი კილო თაფლი შეჭამა. ხერხეულიძის თქმით, შაქრის ნაცვლად თაფლის გამოყენება სააკაშვილს ექიმმა ურჩია. სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გუშინ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის გამო გაუარესებულია.მისი სიტყვებით, სააკაშვილთან დღევანდელი შეხვედრა დაეთმო არჩევნებს. იგი ნაკლებად საუბრობს თავის ჯანმრთელობაზე, რათა დრო არ დაკარგოს.მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა.სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
https://sputnik-georgia.com/20211011/saakasviltan-cixesi-misi-piradi-eqimi-ar-seusves-260452742.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23030/76/230307659_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_b46a620ff4a480398e8a13824863a0ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი მთავრობას კაბინეტებიდან გამოყრით ემუქრება
20:15 11.10.2021 (განახლებულია: 22:19 11.10.2021) სააკაშვილმა ციხის ადმინისტრაციას თაფლი დაუბრუნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს კაბინეტიდან გამოყრით დაემუქრა.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს თანამდებობებიდან გადაყენებით ემუქრება.
ასე უპასუხა ყოფილმა პრეზიდენტმა პრემიერის განცხადებას თითქოსდა მის მიერ შექმნილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირების შესახებ. როგორც პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის დაპატიმრება ყველაზე მეტად „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გაუხარდა.
„სწორედ მელია და მე ვიქნებით, ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან“, – ნათქვამია სააკაშვილის მორიგ წერილში, რომელიც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ გააცნო.
ოპოზიციონერები გააღიზიანა პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ ციხეში სააკაშვილმა, რომელსაც შიმშილობა აქვს გამოცხადებული, ნახევარი კილო თაფლი შეჭამა. ხერხეულიძის თქმით, შაქრის ნაცვლად თაფლის გამოყენება სააკაშვილს ექიმმა ურჩია. სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გუშინ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის გამო გაუარესებულია.
„მან შეიძინა ხუთი ცალი 50 მგ-იანი თაფლი, დათვის ქილად რომ აქვთ წარმოდგენილი. როგორც კი მიშამ მოისმინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამით სპეკულირებენ და შეიძლება ეს გამოიყენონ იმისთვის, რომ მის შიმშილობას ჩრდილი მიადგეს, მთხოვა, გადაეცი ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ერთი უკვე გახარჯული მაქვს და ოთხი ცალი აქტზე ხელის მოწერით ჩავაბარე ადმინისტრაციასო. ასე რომ, ამ ტყუილს გასავალი ვერ ექნება. ხუთი ქილიდან ოთხი დააბრუნა“, – განაცხადა ხერხეულიძემ.
მისი სიტყვებით, სააკაშვილთან დღევანდელი შეხვედრა დაეთმო არჩევნებს. იგი ნაკლებად საუბრობს თავის ჯანმრთელობაზე, რათა დრო არ დაკარგოს.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა.
სააკაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული, საქართველოში სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული. ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.