დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 12 ოქტომბერი

© Pixabay / danfadorმზის ჩასვლა
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზსზოდიაქოს თითოეულინიშნისთვის. გაიგეთჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დარას გვირჩევენასტროლოგები
დღეს 2021 წლის12 ოქტომბერია, სამშაბათი. მზარდიმთვარე თხის რქისნიშანშია. ამდღეს პლანეტამარსი მფარველობს.
გააკეთეთ სასარგებლო საქმეები, სიზარმაცეს პრობლემების მოტანა შეუძლია. გახსოვდეთ შეთანხმებები, დანაპირები, თქვენი ვალდებულებები. ეს თქვენს რეპუტაციასა და გარშემომყოფებთან ურთიერთობებს წაადგება. არასასურველია გეგმების განხილვა. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 ოქტომბერი>>
ვერძი: დღეს მრავალი შესაძლებლობა გაჩნდება თქვენ წინაშე. შესაძლოა, ზოგიერთი წამოწყება არ იყოს იღბლიანი, მაგრამ ოპტიმისტურ განწყობას არ დაკარგავთ. თუ რამე არ გამოდის, რა ბედენაა? უბრალოდ, წინსვლაა საჭირო. კარგად ეწყობით ადამიანებს. იოლად დაუმეგობრდებით ახლად გაცნობილ ადამიანებს. არაა გამორიცხული სასიყვარულო ისტორიის დაწყება. ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება.
ადამიანი ანთებული ნათურის თავით  - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე ქარიზმატული ნიშნები – ტოპ-ხუთეული
კურო: როგორც არ უნდა გინდოდეთ, რომ სასურველი სინამდვილედ გაასაღოთ, არავითარ შემთხვევაში ასე არ მოიქცეთ. სიტუაციის რეალურად შეფასება, ცრუ იმედებისთვის თავის არიდება დაგეხმარებათ რთული ამოცანის გადაწყვეტაში. ახალი იდეები მხოლოდ სანდო ადამიანებთან განიხილეთ. დაგეხმარებათ მათი რჩევები. კარგი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის. სიხარულს მოგიტანთ ახლობლებთან ურთიერთობები.
ტყუპი: დღეს ნამდვილად გამოგადგებათ ადამიანებთან ურთიერთობების უნარი. გესმით მათი, ამიტომ არ გაგიჭირდებათ იმის გაგება, თუ რაზე ფიქრობენ ისინი. იფრთხილეთ ფინანსური გეგმების განხილვის დროს. შესაძლებელია გაუგებრობები, ამიტომ ეცადეთ, მალევე გაარკვიოთ ყველაფერი. სერიოზული საუბრები დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმეთ. სწორედ ამ დროს შეძლებთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.
კირჩხიბი: ნუ იქნებით ძალიან მიმნდობი, არ გეგონოთ, რომ ყველაფერი, რასაც ადამიანები ლაპარაკობენ, სიმართლეა. არც ის გეგონოთ, რომ ამას შეგნებულად ამბობენ, რომ მოგატყუონ - ისინიც ცდებიან და ამ ცრუ ამბისა სჯერათ. თუ ნებისმიერ მიღებულ ინფორმაციას შეამოწმებთ, შეცდომების არ დაუშვებთ. დღეს ბევრი საქმის გაკეთებას მოასწრებთ. გაგიმართლებთ ფინანსურ საკითხებში.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2021
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ
ლომი: არ იჩქაროთ. ეს ის დღეა არაა, როცა მთების გადადგმა შეგიძლიათ. აღიჭურვეთ მოთმინებით, რადგან ზოგიერთ საქმეს დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, მარტივი საკითხების გადაჭრა გართულდეს. შესაძლებელი იქნება რაღაც საოჯახო პრობლემის გადაჭრა. თქვენი მხარდაჭერის წყალობით ახლობლები წვრილმანი პრობლემების გამო ნერვიულობას თავს აარიდებენ. საღამოს რომანტიკული სიურპრიზები გელოდებათ.
ქალწული: სერიოზულად მოეკიდეთ იდეებს, რომლებიც დღის პირველ ნახევარში გაგიჩნდებათ. შესაძლოა, თავდაპირველად ისინი ძალზე თამამად მოგეჩვენოთ, მაგრამ მალე შეძლებთ მისი რეალიზების გზების მოძებნას. ახლობლებს დღეს ჩვეულებრივზე მეტად სჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა, გაგება და რჩევები. მზად იყავით იმისთვის, რომ მათთან რთული საკითხების განხილვა მოგიწევთ. დიდი ალბათობით, საღამოსთვის ყველასთვის მოსაწონ გადაწყვეტილებას მიიღებთ.
სასწორი: გექნებათ შესაძლებლობა უჩვეულო ადამიანების გაცნობის, მათგან რამის სწავლის, ინფორმაციის მიღების, რომელიც მალე გამოგადგებათ. ხართ ცნობისმოყვარე, რაც ბევრს მოსწონთ. კარგად ჩაივლის ნებისმიერი სახის მგზავრობა. ეს პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ. შესაძლებელი იქნება საგნებისთვის ახალი კუთხით შეხედვა. არაა გამორიცხული, მიხვდეთ, რა არ გყოფნით ბოლო დროს.
საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც არანაირი კრიზისი არ აშინებს
მორიელი: ისეთ საქმეებს მიხედეთ, რომლებიც სარგებლობას მოიტანს არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ სხვებისთვისაც. გარშემომყოფები დააფასებენ თქვენს ზრუნვას ირგვლივ მყოფებზე. დღის ბოლოს, შესაძლოა, უფრო მეტი მოკავშირე გყავდეთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. შესანიშნავად გაუმკლავდებით რთული საკითხების მოგვარებას. საღამოს მოსალოდნელია კარგი სიახლეები, საჩუქრები, სიურპრიზები.
მშვილდოსანი: გაგიჭირდებათ ემოციებთან გამკლავება, რადგან დღეს ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ. ნებისმიერი შემთხვევა მნიშვნელოვანი გგონიათ, ვიღაცის დაუფიქრებელი სიტყვები გწყინთ და განწყობას გიფუჭებთ. უაზრო განცდების თავიდან აცილებაში ახალი საქმეები დაგეხმარებათ. დღის პირველ ნახევარში უამრავი მოვლენა გელოდებათ, მაგრამ მეორე ნახევარი საკმაოდ მშვიდად ჩაივლის. არ გაგაწბილებთ რომანტიკული პაემანი.
თხის რქა: არ იჩქაროთ. არ ღირს გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღება, გეგმების შეცვლა გზადაგზა. გაქვთ დრო იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად მოიფიქროთ, აქონ-დაწონოთ, რჩევა ჰკითხოთ სანდო ადამიანებს. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ ახლად გაცნობილებზე. თქვენი იდეების წარდგენას ისე შეძლებთ, რომ გულგრილს არავის დატოვებთ.
ქალი შლაპით - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2020
„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ
მერწყული: გექნებათ საშუალება, განამტკიცოთ საქმიანი კავშირები, იპოვოთ ახალი მოკავშირეები. გაითვალისწინეთ, რომ საჭირო არაა ყველა პრობლემის დამოუკიდებლად გადაწყვეტა. არაა გამორიცხული უჩვეულო წინადადებები. თუ ეს ახლად გაცნობილი ადამიანებისგან მომდინარეობს, სჯობს, ჯერ ინფორმაცია შეაგროვოთ და პასუხი მერე გასცეთ. ჩვეული საქმეები მოსაწყენად არ მოგეჩვენებათ.
თევზები: შესანიშნავი დღეა მუშაობისთვის. რთულ ამოცანებსაც სწრაფად გაუმკლავდებით და ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ. გარშემომყოფები აღფრთოვანებული არიან თქვენი მიზანსწრაფულობით, იდეებით. ადამიანებს კარგად ეწყობით, თუმცა ხანდახან მათ მწვავე შენიშვნებსაც აძლევთ. მაგრამ იმდენად ძლიერი თქვენი მომხიბვლელობა, რომ, დიდი ალბათობით, ნაწყენი არავინ დარჩება.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური