ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნისგან განსხვავებით, რომლებიც პრობლემურ პერიოდში უფრო „მძიმდებიან“ და ხანდახან საშიშნიც ხდებიან, ამ ნიშნების წარმომადგენლები ასეთ პერიოდებში სიმტკიცესა და სიმშვიდეს ინარჩუნებენ და გადაწყვეტილებებს ცივი გონებით იღებენ.
ვერძი
ვერძებს საკუთარი თავის დიდი რწმენა და უზარმაზარი ოპტიმიზმი აქვთ. მათ, რა თქმა უნდა, კარგად ესმით არსებული ვითარების მთელი სირთულე, მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით, პანიკა არ სჩვევიათ. მუდამ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და ჯანსაღად აზროვნებენ.
მათი ოპტიმიზმი მხოლოდ სიტყვებით „ყველაფერი კარგად იქნება“ არ შემოიფარგლება. ისინი მზად არიან სირთულეებისთვის ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. თუ სრული ქაოსი ისადგურებს, ვერძებმა იციან, როგორც იცხოვრონ ამ ქაოსში. მათ შეუძლიათ არასაჭირო აზრებისგან განცალკევება და კარგზე ფიქრი.
ქალწული
ქალწულები ბრძენი ხალხია, ისინი იმით არიან ცნობილი, რომ ყოველთვის ყველაფერს აკონტროლებენ. არიან პერფექციონისტები, ძლიერ განიცდიან თავიანთ წარმატება–წარუმატებლობებს, ირგვლივ არსებულ ვითარება. მათ მშვენივრად ესმით, რომ კრიზისის ან გლობალური ცვლილებების პირობებში მათი გავლენა სიტუაციაზე ნულის ტოლია, ამიტომ კონცენტრირებას ახდენენ იმაზე, რაც გააჩნიათ.
ქალწულებმა იციან, რომ შეიძლება დადგეს პრობლემური პერიოდი, ამიტომ ყოველთვის აქვთ სათადარიგო გეგმა შემუშავებული. ისინი ძალიან აფასებენ სტაბილურობას, ამიტომ შეუძლიათ „ქამრის შემოჭერა“. იციან და უყვართ ეკონომიის გაწევა, არიან ძალზე წინდახედული და ფრთხილი ადამიანები.
მერწყული
მერწყულები უნიკალური იდეების გენერატორი არიან. ამ ადამიანებს კრიზისის დროს გამდიდრებაც შეუძლიათ. არიან ძალზე ჭკვიანები, მოხერხებულები, რის გამოც ომის, ეკონომიკური კრიზისისა თუ უმუშევრობის პერიოდებში საჭირო ეკონომიკური სფეროების სათავეში ექცევიან. ყოველთვის იპოვიან ხერხს, რომ ზედაპირზე დარჩნენ და არ ჩაიძირონ.
ისინი ჯერ პანიკაში ვარდებიან, შემდეგ ნელ–ნელა იწყებენ ამ მდგომარეობის თავიანთ სასიკეთოდ გამოყენებას. შეუდგებიან მუხლჩაუხრელ შრომას, მიზნის მისაღწევად აამოქმედებენ მთელ შინაგან რესურსებს. ასევე მათი პლუსია ის, რომ არიან ბუნებით ლიდერები და შეუძლიათ ადამიანების მართვა. ასევე, აქვთ სხვების დარწმუნების უნარი.