დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 ოქტომბერი

© photo: Sputnik / Nika Latariaპაპანწყურის ტბა სამეგრელოში
პაპანწყურის ტბა სამეგრელოში - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 11ოქტომბერია, ორშაბათი. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დილა მსუბუქად დაიწყება. ნებისმიერი აქტივობა რთული იქნება და დამანგრეველი შედეგებიც შეიძლება ჰქონდეს. თუ შესაძლებლობა გექნებათ, დილითაც და შუადღისასაც აქტიურობასა და დასვენებას შორის დასვენება ამჯობინეთ. საღამოს მოერიდეთ დაძაბულ და სტრესულ მომენტებს, პოტენციურ საფრთხეებს და ფიზიკურ დატვირთვასძირითადი აქცენტი გადაიტანეთ სილამაზესა და სიყვარულზე.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 ოქტომბერი>>
კარგი დღეა სახლის გალამაზებისთვის, კულტურული ღონისძიებებისთვის. არახელსაყრელი დღეა სპორტის, ფიზიკური აქტიურობის, ხელმძღვანელობისადმი თხოვნით მიმართვისთვის.
ვერძი: ოჯახურ ფრონტზე სიმშვიდეა, არანაირი ცვლილება მოსალოდნელი არ არის. სამსახურში თუ სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება, თავი არ დაკარგოთ, შეძლებთ რამე გენიალური აზრის საშუალებით პრობლემების მოგვარებას. სჯობს, ენერგია რამე ღირებულ კალაპოტში მიმართოთ, იფიქროთ კარგზე. სასიყვარულო სფეროში არაა გამორიცხული, რომ ძველ სიყვარულს მოულოდნელად წააწყდეთ. შესაძლებელია გრძნობების კვლავ „აფეთქება“, მაგრამ ფრთხილად იყავით, თავი არ დაკარგოთ.
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2020
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
კურო: ვინც დაქორწინებულია, ურთიერთობებისთვის ძალიან წაგადგებათ თქვენი ოჯახური კერის მოწესრიგება, შეგიძლიათ საქმიანობაში ბავშვებიც ჩართოთ. ისინი თავს ოჯახის სრულფასოვან წევრებად იგრძნობენ. სამუშაოს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ქველმოქმედება კეთილშობილური საქმეა, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ და ამით საკუთარი საქმე არ დააზარალოთ. გრძობთ ჭარბი ენერგიის მოზღვავებას, მაგრამ გაუფრთხილდით ორგანიზმს და საღამოს აუცილებლად დაისვენეთ.
ტყუპი: აჯობებს, თუ მთელ ყურადღებას ოჯახზე და მის წევრებზე გადაიტანთ. საღამო მათ გვერდით გაატარეთ, გაისეირნეთ ერთად. სამუშაო დღე მშვიდად ჩაივლის, მღელვარება არ გელოდებათ. მიხედეთ მიმდინარე საკითხებს. ჯანმრთელობის მხრივ დღეს მნიშვნელოვანია, რომ საკვებს მიაქციოთ ყურადღება. მიირთვით ის, რაც გსიამოვნებთ, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ. რაც შეეხება სიყვარულს, საყვარელ ადამიანთან დროის გასატარებლად პრაქტიკულად არც დრო დაგრჩებათ, აღარც სურვილი და ძალა გექნებათ.
კირჩხიბი: ოჯახში დაძაბულობა არ გელოდებათ, მაგრამ თუ ზედმეტად იაქტიურებთ (თუნდაც ტელეფონით) მეგობრებთან, მეზობლებთან, ამან შეიძლება ოჯახის წევრების გაღიზიანება გამოიწვიოს. სამუშაოზე ბევრი საქმე გექნებათ, მაგრამ შრომისმოყვარეობის წყალობით ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდებით. თავისუფალი დრო ფიზიკურ აქტიურობას, გამაჯანსაღებელ პროცედურებს დაუთმეთ. სასიყვარულო ასპარეზზე კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში რამ სიახლეს შეიტანთ.
შეყვარებული ჩიტები - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ
ლომი: ოჯახის წევრებთან „კინკლაობა“ არაფერ კარგს არ მოგიტანთ. ეცადეთ, მათ დაეხმაროთ, გადაჭრათ ერთობლივი პრობლემები. სამუშაოზე დაივიწყეთ ძველი შეცდომები. დღეს რევანშის შესაძლებლობა მოგეცემათ. ძალიან კარგი იქნება, თუ დროს გამონახავთ ფიზიკური აქტიურობისტვის, კერძოდ კი ძალიან წაგადგებათ წყლის პროცედურები. საყვარელ ადამიანთან არ ღირს წუთიერი გავლენის გამო ურთიერთობების გამორკვევა. საბოლოოდ ამ ნაბიჯზე ძალიან ინანებთ.
ქალწული: შეიძლება რაღაც ახალი აღმოაჩინოთ თქვენს ახლობლებში. თუ ეს არასასიამოვნო რამეა, იფიქრეთ, რომ უკეთესიცაა – არაფერი საიდუმლო და ბარიერი აღარ არის თქვენ შორის. სამუშაო თქვენგან დიდ მოთმინებას, სიჯიუტესა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ჯანმრთელობის მხრივ მთავარი პრობლემა დღეს ქრონიკული დაღლილობა და ნერვული დაძაბულობა იქნება. მეტად ყურადღებიანი და ალერსიანი იყავით სასიყვარულო პარტნიორის მიმართა. არაა გამორიცხული, რომ ეს ღამე გარდამტეხი აღმოჩნდეს თქვენს ურთიერთობებში.
სასწორი: დღეს ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებს მეტი დრო დაუთმოთ. უმჯობესი იქნება, თუ სადმე გახვალთ ერთად, თუნდაც გაისეირნებთ. საქმეების მხრივ ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, რადგან დღის მეორე ნახევარში რაღაც სხვა პრობლემებმა შეიძლება გადაგატანინოთ ყურადღება. საღამოს თუ ძალებისგან გამოიფიტეთ, დაისვენეთ, მოდუნდით, აღიდგინეთ ენერგია. დაფიქრდით, სიყვარულის სფეროში გაწყობთ სიახლოვის ის დონე, რომელიც პარტნიორთან გაქვთ? თუ არა, იზრუნეთ ამის გამოსწორებაზე.
ტყუილი და მართალი - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2020
ბრძნული ტყუილის საიდუმლოებანი: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ჭკვიანურად იტყუებიან
მორიელი: პირადი ცხოვრება, სამწუხაროდ, არც ისე ჰარმონიული და მშვიდი შეიძლება იყოს, როგორც გინდათ. იმდენად იდუმალი და წინააღმდეგობებით აღსავსე იქნებით, რომ საყვარელ ადამიანს გაუჭირდება თქვენი გაგება. ეცადეთ, რამე მინიშნება მაინც მისცეთ. დილით, თუ დროზე არ „დაამუხრუჭებთ“, არც ჩხუბია გამორიცხული. სამსახურში გონივრული იქნება, თუ ძალებს სწორად გადაანაწილებთ, რომ ენერგია დღის ბოლომდე გეყოთ. არ ღირს ქანცგაწყვეტამდე მუშაობა, შეიცოდეთ თქვენი თავი. არ არის გამორიცხული, რომ დღის ბოლოს თქვენ ძველ სიყვარულს შეხვდეთ.
მშვილდოსანი: დღეს არ ღირს ოჯახში სამომავლო გეგმებისა და საყიდლების განხილვა, საერთო აზრამდე მისვლა მაინც გაგიჭირდებათ. სჯობს, ყოველდღიურ საქმეებს მიხედოთ. ეს ურთიერთობებისთვის ბევრად უსაფრთხო იქნება. სამსახურში გამოაჩინეთ თქვენი ორატორული თვისებები, დიპლომატიური ნიჭი მოლაპარაკებების დროს. თავისუფლად შეძლებთ პარტნიორების დარწმუნებას საკუთარ სიმართლეში. სასიყვარულო ასპარეზზე თუ ვინმეზე უნდა გაბრაზდეთ, მხოლოდ საკუთარ თავზე. გახსოვდეთ, რომ კამათი და ჩხუბი თქვენს ურთიერთობებს ძალიან აზარალებს.
თხის რქა: თქვენთვის ძალიან ძვირფასია ოჯახი, ამიტომ თუ ვინმეს რამე უჭირს, მის დასახმარებლად ძალ–ღონეს არ დაიშურებთ. დაელაპარაკეთ ოჯახის წევრებს, გაიგეთ, ვის რა აწუხებს და შესაბამისად იმოქმედეთ. სამუშაო დღე კარგად ჩაივლის, მაგრამ მაინც, კარგი იქნება, თუ სერიოზულ მოლაპარაკებებზე უარს იტყვით, ასევე ხელს არ მოაწერთ ფინანსურ დოკუმენტებს ისე, რომ არ წაიკითხავთ „წვრილი შრიფტით დაწერილს“. საყვარელ ადამიანთან სერიოზული საუბრის დრო, შეიძლება, ჯერ არ დამდგარა. ნუ დააჩქარებთ მოვლლენებს. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.
ადამიანები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2019
კრიმინალური ტალანტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: დაივიწყეთ ილუზიები და ოცნებები. თქვენ წინაშე ოჯახური პრობლემებია, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს. რამდენი ხანია, რაც მეუღლესთან არ გისაუბრიათ გულწრფელად? დღეს სწორედ რომ ამისთვის შესაფერისი დროა. სამუშაოზე არ გაუშვათ რამე ახლის სწავლის შანსი. თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, ამიტომ მოერიდეთ სტრესულ ვითარებებს. არ მისცეთ ნეგატიურ ემოციებს თქვენზე გაბატონების უფლება. ვისაც არ ჰყავს პარტნიორი, დღეს შეიძლება შეხვდეს მას.
თევზები: დაინტერესდებით საყვარელი ადამიანით, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ მას თქვენი აზრები და გრძნობები გაუზიაროთ. იმ შემთხვევაში, თუ რამე უთანხმოება გაჩნდება, აუცილებლად მოძებნეთ რამე კომპრომისი – მართალია, ურთიერთობების გამორკვევა მშვიდი არ იქნება, მაგრამ სამაგიეროდ შედეგი ღირს ამად. სამსახურში ახალ პროექტებში აუცილებლად ჩართეთ თანამოაზრეები. ერთად მთების გადადგმას შეძლებთ. ჯანმრთელობის მხრივ ეცადეთ, ნაკლებად მიმართოთ ქიმიურ საშუალებებს.
ყველა ახალი ამბავი
0