დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 ოქტომბერი

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 10 ოქტომბერია, კვირა. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
დილით არაფერი ახალი არ გველოდება. მარსისა და მერკურის დაძაბული ასპექტები ცხოვრებას გაგვირთულებს. ცუდად აეწყობა საქმეები ყოფით საკითხებთან დაკავშირებით, ამას განწყობის გაფუჭებაც დაემატება. დღისით სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო. კარგი იქნება ემოციურად თბილ და უსაფრთხო გარემოში ყოფნა. საღამოს მოიხსნება კომუნაკაციებისა და მგზავრობის სირთულეები.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 ოქტომბერი>>
ხელსაყრელი დღეა დასვენების, ოჯახთან ურთიერთობებისთვის. არახელსაყრელი დროა მგზავრობის, შეხვედრების, სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობების, ვაჭრობისთვის.
ვერძი: ოჯახი თქვენი მხარდაჭერა და საყრდენია, ეცადეთ დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. შეგიძლიათ მათთვის რამე სიურპრიზი გაამზადოთ, მაგრამ ზედმეტი თანხა არ დახარჯოთ. სამუშაოზე გამოიჩინეთ თავი და აჩვენეთ თქვენი პროფესიული ნიჭი. დღის ბოლოს, შესაძლოა, დაღლილობა იგრძნოთ, მაგრამ ეს მალე გაივლის. ზოგადად, ეცადეთ, რომ შრომა და დასვენება ერთმანეთს შეუნაცვლოთ. სასიყვარულო განცდები შეიძლება ძალზე ინტენსიური გახდეს. ეცადეთ, დამშვიდდეთ და თავი არ დაიტანჯოთ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
კურო: გული გიკარნახებთ, რომ მეტი ყურადღების მიქცევაა საჭირო საყვარელი ადამიანისთვის, ოჯახისთვის, რომელიც თქვენგან ზრუნვას ელოდება. ეს არა იმდენად ფიზიკურ დახმარებას, არამედ მორალურ მხარდაჭერას გულისხმობს. შესაძლებელია სამუშაოზე ფინანსური პრობლემების გაჩენა. დახმარებისთვის პარტნიორებს შეგიძლიათ მიმართოთ. ხართ ენერგიული და მუშაობისთვის განწყობილი, მაგრამ დასვენებაც აუცილებელია, რომ არ გამოიფიტოთ.
ტყუპი: დღე საკმაოდ მშვიდად ჩაივლის. ოჯახში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. არ ღირს სახლისთვის ძვირადღირებული ნივთების შეძენა, მაგრამ საფუძვლიანი დალაგება–დასუფთავებისთვის, ძველმანების გადასაყრელად საუკეთესო დროა. უარი არ თქვათ ხელმძღვანელობის წინადადებებზე და მით უფრო, არ გააკრიტიკოთ ისინი. ეცადეთ, რომ ფიზიკური და ემოციური დატვირთვა ზომიერი იყოს. სასიყვარულო ურთიერთობებისთვის რთული დღეა, მაგრამ საკმაოდ იღბლიანი დროა ახალი რომანის დასაწყებად.
კირჩხიბი: ოჯახში საღამოს უსიამოვნებებია მოსალოდნელი, მაგრამ თუ დათმობაზე წახვალთ, გადახედავთ თქვენს მეთოდებს ასეთ მომენტებში, სერიოზულ კონფლიქტს თავიდან აიცილებთ. სამუშაოზე ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. მაგრამ სანერვიულო არაფერია – მალე შეძლებთ იმ გზის პოვნას, რომელიც წარმატებებთან მიგიყვანთ. სასიყვარულო ურთიერთობებში თქვენთვის ძვირფასი ადამიანის მიმართ უყურადღებობამ შეიძლება კონფლიქტამდე მიგიყვანოთ. ნუ იქნებით ეგოისტი.
საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2020
ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: საოჯახო პრობლემების გადაჭრისას უამრავი ვარიანტი შეიძლება გქონდეთ. თქვენი ამოცანაა აქედან ყველაზე სწორი და სასარგებლო ამოარჩიოთ. ამაში ჩართეთ ოჯახის წევრებით და მათი აზრიც მოისმინეთ. ასე შეცდომის ალბათობა ნაკლები იქნება. სამუშაოზე ეცადეთ, მარტომ არ იმოქმედოთ, დღეს თანამშრომლობა სარგებელს მოგიტანთ. ფიზიკური ენერგიის დახარჯვა არ გაწყენთ – სპორტი, სეირნობა ნამდვილად წაგადგებათ. თუ დიდი ხანია, არაფრის სურვილი აღარ გაქვთ, ან ექიმს უნდა მიმართოთ, ან ვინმე შეიყვაროთ.
ქალწული: ოჯახში საქმიანობისას მეტი ენერგიულობა გამოიჩინეთ, თუ ჰარმონია გინდათ შეინარჩუნოთ, ნუ დაითვლით, ვინ რა გააკეთა, არაფერი მოხდება, თუ სხვებზე მეტს თქვენ იმუშავებთ. სამუშაოს მხრივ არ გაწყენთ პროფესიაში კვალიფიკაციის ამაღლება. ჯანმრთელობის კუთხით ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა არაფერს მოგიტანთ, თუ სულიერ მხარეზეც არ იზრუნებთ. ეცადეთ, ბალანსი შეინარჩუნოთ სხეულსა და ფსიქიკას შორის. სიყვარულს რაც შეეხება, საკმარისია, ბევრი იზრუნეთ სხვებზე და ახლა დროა, საკუთარ თავსაც მიხედოთ.
სასწორი: არ არის გამორიცხული, რომ დღეს რაღაც ისეთი რამ მოხდეს ოჯახი, რაც ძალიან გაგახარებთ. მაგალითად, მოულოდნელად სტუმრები გეწვიონ, ან საყვარელმა ადამიანმა სიურპრიზი მოგიმზადოთ. სამუშაოს რაც შეეხება, სურვილი გაგიჩნდებათ, რომ საკუთარი საქმე გქონდეთ და თქვენი თავის უფროსი თქვენვე იყოთ, მაგრამ არ იჩქაროთ, ამას სერიოზული დაფიქრება სჭირდება. ზედმეტად არ გადაიღალოთ, დასვენებაც აუცილებელია. დიდია ალბათობა, რომ დღეს თქვენი გულისსწორი იპოვოთ ახლო გარემოცვაში.
წარმოსახვა პანიკის შეტევისას - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2020
სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები
მორიელი: ოჯახში დასვენებასა და სიმშვიდის მოპოვებას შეძლებთ. დატკბით ოჯახური გარემოთი. გენიალურ იდეებზე ფიქრი სამსახურშიც გეყოფათ. ბევრს შრომობთ და ზოგიერთს ჯერ ნაყოფი არ მოუმკია. არ ინერვიულოთ, ცოტაც მოითმინეთ და შედეგი მალე დადგება. ჯანმრთელობის მხრივ შესანიშნავი დღეა, არანაირი უგუნებობა და დაღლილობა არ გემუქრებათ. მძიმე სამუშაოს მერე კიდევ სპორტულ დარბაზშიც შეგიძლიათ ივარჯიშოთ. ნებისმიერ დატვირთვას გაუძლებთ. საყვარელ ადამიანს ბედნიერი დღე აჩუქეთ.
მშვილდოსანი: თუ გრძნობთ, რომ ბოლო დროს ოჯახის წევრების მხრიდან (განსაკუთრებით, ბავშვების) პატივისცემა დაკარგეთ, ამის გამოსწორებისთვის დღეს საუკეთესო დროა. მაგრამ ეცადეთ, აღზრდის მეთოდები მეორე ნახევართან შეათანხმოთ. სამსახურში სანამ ახალ პროექტს შეუდგებით, მანამდე ძველი საქმეები დაამთავრეთ, თორემ შეიძლება ვერც ერთს ვერ გაუმკლავდეთ. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. იფრთხილეთ, რომ არ გაცივდეთ. ვისაც გულისსწორი არ გჰყავს და სიყვარულს ეძებს, მოემზადეთ – შეიცვლება თქვენი საურთიერთობო წრე და სიყვარულის პოვნის შანსიც გაჩნდება.
თხის რქა: ნამდვილად საამაყო ოჯახი გაქვთ და ამით ამაყობთ.ოჯახის წევრებიც ამაყობენ თქვენით. დატკბით ოჯახური გარემოთი და გაუზიარეთ ერთმანეთს სიყვარული. სამსახურში ზედმეტად არ შეაფასოთ თქვენი ძალები და ყველაფერი გამოგივათ. მოსალოდნელია მოგების მიღება პროექტისგან,რომელიც ადრე დაიწყეთ. ჯანმრთელობის მხრივ მცირე პრობლემებია მოსალოდნელი, ამიტომ იფრთხილეთ. სიყვარულში დაძაბული მომენტები უკან დაიხევს და შეძლებთ თქვენთვის განკუთვნილი სიყვარულისა და ალერსის მიღებას.
ვარდისფერი სათვალით დანახული სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2019
ოპტიმისტი ხართ თუ პესიმისტი – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: საქმიანი და ფინანსური პრობლემების ფონზე ოჯახის მნიშვნელობას მთელი სიმძლავრით შეიგრძნობთ. გააცნობიერებთ, რომ შემოქმედებითი აღმაფრენა მაშინ გეწვევათ ხოლმე, როდესაც ახლობლებთან ურთიერთობთ, გრძნობთ მათ ზრუნვას. სამუშაოზე დღეს მიღებული გადაწყვეტილებები აუცილებლად კარგად მოფიქრებული უნდა იყოს. შესაძლოა, ბოლო დროს ყურადღებას არ აქცევდით ფიზიკურ ფორმასა და ჯანსაღ კვებას. ეცადეთ, ამის გამოსწორება დღეიდან დაიწყოთ. საყვარლ ადამიანთან კონფლიქტია შესაძლებელი. თუ „ქარიშხლის“ მოახლოებას იგრძნობთ, აუცილებლად დაუთმეთ.
თევზები: დილა ოჯახური აქტიური ცხოვრებისთვის არცთუ ხელსაყრელი დროა, მაგრამ მეორე ნახევარში უკვე მტკიცე ნაბიჯების გადადგმა შეიძლება, მაგალითად, ოჯახთან ერთად სადმე გასვლა, პიკნიკის მოწყობა. სამუშაოს მხრივ კარგი დღეა ახალი სამსახურის მოსაძებნად, კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. ჯანმრთელობის თვალსაზრისით არაფერი სერიოზული არ გემუქრებათ. თავს შესანიშნავად იგრძნობთ. სასიყვარულო ასპარეზზე ახალი თავგადასავლების ძიება არასასურველია. თუ უსიამოვნებები არ გინდათ, სახლში დარჩით.
ყველა ახალი ამბავი
0